რამდენიმე ძალიან მარტივი ხრიკი დაგეხმარებათ იმაში, რომ სახლი სარფიანად გაყიდოთ.
ტერმინი ჰოუმსთეიჯინგი ორი ინგლისური სიტყვისაგან - ჰოუმ ("სახლი") და სთეიჯ ("სცენა", "დადგმა") შედგება. ბევრი ადამიანი შეცდომით თვლის, რომ ეს უბრალოდ ლამაზი გარემოს შექმნაა მიმზიდველი ფოტოებისთვის. სინამდვილეში, ეს გახლავთ მთელი მეცნიერება, რომელიც დაგეხმარებათ გასაყიდი ობიექტის წარმოჩენასა და მისი გაყიდვის სტრატეგიის შემუშავებაში.
ჰოუმსთეიჯინგის დამფუძნებელი ამერიკელი ინტერიერის დიზაინერი ბარბ შვარცია. ერთხელ მეგობარმა უძრავი ქონების გაყიდვების აგენტობა შესათავაზა, თუმცა 1 წლის განმავლობაში ვერც ერთი გარიგების დადება ვერ მოახერხა. მაშინ, 1972 წელს, მას თავში მოუვიდა იდეა გადაეღო
სახლისთვის, უფრო სწორად - სივრცისთვის ფოტო, ყოველგვარი ნივთების გარეშე, რათა მყიდველს უფრო ადვილად შესძლებოდა მასში საკუთარი თავის წარმოდგენა. ამის შემდეგ ბარბს საქმეები ძალიან კარგად წაუვიდა. 1985 წელს კი ჰოუმსთეიჯინგი ტრენდად იქცა.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქონების გასაყიდად გატანამდე მის "განახლებაში" მისი ღირებულების 1% უნდა ჩადოთ. თუმცა, ეს მსხვერპლის გაღება ღირს - ეს არა მხოლოდ დააჩქარებს გაყიდვას, არამედ მოგცემთ საშუალებას უძრავი ქონება 5-20%-ით მეტად გაყიდოთ. ობიექტის გასაყიდად მზადებისას ის ჯერ უნდა გაახლოთ შეძლებისდაგვარად და უნდა მოაშოროთ ყველა ის ნივთი, რომელიც შესაძლოა ყოფილი მეპატრონის გემოვნებას გამოხატავდეს და პოტენციურ მყიდველს მისცეთ საშუალება, რომ ამ სივრცეში საკუთარი თავი წარმოიდგინოს.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სახლის ისე დალაგება, რომ სისუფთავისგან ყველაფერი ბრწყინავდეს. ტანსაცმელი, ფეხსაცელი, პირადი ნივთები და მთელი "ვიზუალური ქაოსი" კარადაში უნდა დამალოთ. ეს სივრცეს სიმშვიდესა და მოცულობას შესძენს და მყიდველი მას ბევრად უკეთ აღიქვამს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოწყობილობა, საკეტები, ჩამრთველ-გამომრთველი მწყობრში იყოს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია შთაბჭდილების მოხდენის კუთხით.
მიუხედავად თქვენი დამოკიდებულებისა აქცენტებისა და ეფექტებისადმი, დადასტურებული ფაქტია, რომ ინტერიერი ნეიტრალურ ფერებში ბევრად ადვილი გასაყიდია. რბილი ტექსტილი, გამწვანება და ლაკონური დეკროი - აი, რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი იმისთვს, რომ უძრავი ქონება სწრაფად და სარფიანად გაიყიდოს. ყურადღება გაამახვილეთ განათებაზეც, ჩართულმა სანათმა ან ტორშერმა შესაძლოა ძალიან თბილი ატმოსფერო შექმნას.
ჰოუმსტეიჯინგის ბოლო ეტაპი ფოტოსესიაა, სადაც მთავარი მოდელი ინტერიერი იქნება. აალაგეთ ლოგინი, ლამაზად გაშალეთ მაგიდა, გაალამაზეთ სახლი უჩვეული ლარნაკით, ზედმეტი არ მოგივიდეთ დეტალები. ყველაფერი ძალიან ლაკონურად უნდა გამოიყურებოდეს. გადაღება უმჯობესია დღე ჩაატაროთ ინტენსიურ განათებაზე და სხვადასხვა რაკურსით. ეცადეთ, რომ გადაღების დროს სახლი ძალიან მყუდროდ გამოიყურებოდეს.