ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მარკეტოლოგი თორნიკე გურული გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ყოველდღიურად ზედმეტი დანახარჯები თავიდან ავირიდოთ და თანხა დავზოგოთ:
- თუ გშია, იმ დროს სუპერმარკეტში არ შეხვიდე და პროდუქტები არ იყიდო. იმიტომ, რომ იმაზე გაცილებით მეტ პროდუქტებს ყიდულობ, როდესაც გშიათ, ვიდრე მაშინ, როცა მშიერი არ ხარ. ასევე, შუადღის განმავლობაში, როდესაც ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ, სავაჭრო ობიექტზე არ შეხვიდეთ. ჯობს, ბუნებაში გაისეირნოთ იმიტომ, რომ აუცილებლად რაღაცას იყიდით. ასევე, უარი თქვით და შეეცადეთ დისციპლინირებული იყოთ ისეთ უნარებთან,
როგორებიცაა, მაგალითად, ყოველდღიურად ყავის ყიდვა. სახლში გაიკეთეთ ეს ყავა და თან წაიღეთ, ვიდრე ყოველდღე შეიაროთ რაღაც ობიექტზე, სადაც 8-10-12 ლარს იხდით. წარმოიდგინეთ, ყოველდღე მარტო ყავაში 8-10 ლარი დაზოგეთ და თვის განმავლობაში რამდენია. ან კიდევ მავნე ჩვევები, როგორებიცაა სიგარეტი და ასე შემდეგ, დათვალეთ, რამდენი დაგეზოგებათ, რომ არ ყიდულობდეთ...
არსებობს ასეთი მიმართულება, ნეირომარკეტინგი, რომელიც იკვლევს, თუ რა ხდება ჩვენს ტვინში, როდესაც რაღაცის ყიდვა გვინდა. ნეირომარკეტინგი ამბობს, რომ ტვინში ორი ზონა გვაქვს. ერთია დაჯილდოების და მეორე კონტროლის. დაჯილდოებისაა, როდესაც მაღაზიაში მივდივართ და ვხედავთ, რომ რაღაცაზე აქციაა. სულ გვგონია, რომ კარგ რაღაცას ვაკეთებთ, დაჯილდოებულები, მოგებულები ვართ. ეს ზონა ტვინში გვიაქტიურდება მაშინ, როდესაც ასეთი ტიპის შეთავაზებებს ვხედავთ. მაგრამ, არის კონტროლის ზონაც, რომელიც გვეუბნება, რომ ამდენი ფული არ გვაქვს და ჯობს, ბევრი არ ვიყიდოთ. ამიტომ, მარკეტინგში ხშირად ფიქრობენ, რა გააკეთონ ისე კაშკაშად, რომ მომხმარებელს დაჯილდოების ზონა გაუაქტიურდეს და სახლში ისეთი პროდუქტები წაიღოს, რომლებიც არ სჭირდება. განაგრძეთ კითხვა