გასწავლით ისეთი კოცონის დანთებას, რომელიც 2-3 საათი იგიზგიზებს


ბუნებაში ადამინები ხშირად ანთებენ კოცონს განწყობის შესაქმნელად. ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი ხარისხიანი მორის ქონა. საამისოდ რამდენიმე კარგად გამომშრალი ხმელი ტოტიც საკმარისია, მაგრამ თუ კოცონზე საჭმლის გაკეთებას ვგეგმავთ, მაშინ აუცილებლად დაგვჭირდება კარგი ხმელი კუნძი. საჭმლის მოსამზადებლად შვედური ჩირაღდანი დაგჭირდებათ.
ამჯერად შემოგთავაზებთ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ ისეთი კოცონის დანთებას, რომელიც 2-3 საათი იგიზგიზებს და გემრიელი კერძის მომზადების საშუალებას მოგცემთ.



მაშ ასე, როგორ დავანთოთ კოცონი

  • პირველ როგში, ხმელ ხეს უნდა მოვაჭრათ სასუალო ზომის კუნძი. ის დაახლოებით 22 სმ დიამეტრის უნდა იყოს.
  • დადეთ
    მორი ვერტიკალურ მდგომარეობაში და გაუკეთეთ რამდენმე ღრმა ჭრილი ისე, რომ ხის მორის ზედა ნაწილი თანაბარ სეგმენტებად განაწილდეს. დაიმახსოვრეთ მთავარი, მორი ბოლომდე არ უნდა გაიჭრას.
  • მორი სეგმენტებად ერთი მხრიდან უნდა დანაწილდეს. ამასთან, მორის ძირითადი ბირთვი, ქვედა ნაწილი მთლიანი უნდა იყოს.
  • ცეცხლის დანთება ქაღალდით ან პატარა ჩხირებით არის შესაძლებელი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სახერხი მანქანის ზეთი.






კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები