კლიმატის ცვლილება მსოფლიოს დიდი პრობლემაა, თუმცა რით ემუქრება ის კონკრეტულად ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობის უმრავლესობამ ამის შესახებ არაფერი იცის. გლობალური დათბობის უარყოფით შედეგს ადამიანები ნებისმიერ სექტორში ხედავენ. მაღალი ტემპერატურის გამო მყინვარები დნება, წყლის დონე იმატებს და ზიანს აყენებს როგორც გარემოს, ასევე მოსახლეობას. რა ვითარებაა ამ კუთხით საქართველოში, რომელ ტერიტორიაზეა ყველაზე თვალშისაცემი გლობალური დათბობის ეფექტი და რას იწვევს ის, ამ თემაზე კლიმატის ცვლილების დამოუკიდებელი ექსპერტი მარინა შვანგირაძე საუბრობს:
- გლობალურ დათბობას ყველაზე მეტი გავლენა შავი ზღვი სანაპირო ზონაზე აქვს. ოკეანეების საერთო დონე
იწევს, სანაპიროზეც ხდება წყლის დონის აწევა. შევისწავლეთ როგორც სანაპირო, ასევე მთის სისტემები, რადგან გლობალურ დათბობასთანაა დაკავშირებული ისეთი ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა მეწყერი, ღვარცოფი, წყალმოვარდნა. გლობალური დათბობა აისახება ტყეებსა და სოფლის მეურნეობაზე იმიტომ, რომ კლიმატი და შესაბამისად, ნალექების გადანაწილებაც იცვლება. იმ მცენარეებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეოა ან ბიომრავალფეროვნებისთვისაა, ამ პირობებში არსებობა უჭირთ და სხვა სახის ბიომრავალფეროვნება მოდის. რომ ვთქვათ, ყველაზე მეტად დამაზიანებელი რომელია, ესაა წყალდიდობები, მეწყერები, ღვარცოფები. რისკის ქვეშაა ზღვის სანაპიროები და მთიანი ზონები. ძალიან დიდი გავლენა აქვს სოფლის მეურნეობაზეც. სოფლის მეურნეობაში დამანგრეველი და ერთჯერადად ზარალის მომტანი პრობლემა არ არის. ამ შემთხვევაში გვაქვს დრო, რომ ნელ-ნელა სექტორის ადაპტაცია მოვახერხოთ. სამაგიეროდ, ძალიან საყურადღებოა ტალღების სიმაღლის ზრდა. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაქსიმუმ 4-5 ბალიანი ტალღები იყო, ახლა 7 ბალიანი ტალღები დაიწყო. დარტყმის აცილება ძალიან რთული და ძვირადღირებულია, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ტურიზმს. გახსოვთ 13 ივნისის ტრაგედია, ეს იყო ერთ ადგილას ერთდროულად 300 მილიმეტრი ნალექის მოსვლა. იმ მთაზე მეწყერული პროცესი ისედაც იყო, მაგრამ ეს რომ ნელ-ნელა მომხდარიყო, მაგალითად 100 მილიმეტრი ნალექის შემთხვევაში, უფრო ნაკლები დარტყმა იქნებოდა. ამის წინასწარი პროგნოზი შეუძლებელია, ამიტომაცაა საშიში.
- აქამდე რაში გამოიხატა საქართველოში გლობალური დათბობის გავლენა?
- გლობალური დათბობის ეფექტი, ზოგადად, არის ის, რომ იმატებს საშუალო წლიური ტემპერატურა. იცვლება ნალექების რაოდენობაც. სოფლის მეურნეობისათვის რომ განიხილოთ, როდესაც სჭირდება სარწყავი წყალი, იმ პერიოდში არ მოდის ნალექი და რომ აღარ სჭირდება, მერე მოდის. ნალექების გადანაწილება შეიცვალა. დასავლეთ საქართველოში წლიურმა ნალექებმა მოიმატა, დედოფლისწყაროში, სადაც ისედაც გვალვებია, ძალიანაა ტემპერატურა მომატებული. დაწყებული ტემპერატურიდან, ნალექებიდან და სხვა კლიმატური პარამეტრების ცვლილებიდან, ის შემდეგ გავლენას ახდენს სხვადასხვა სექტორზე, იმის მიხედვით, რომელ სექტორში ხართ თქვენ. მყინვარი ძალიან სწრაფად დნება. მისი დნობის გამო წყლის მარაგი, რომელსაც გაზაფხულზე მდინარეები იყენებენ, აღარ გვექნება, თანდათან გაქრება. ამიტომ, შესაბამისად უნდა დაიგეგმოს თითოეული ჰესის მშენებლობა. ჯანდაცვის სექტორში სხვა გამოვლინებები აქვს გლობალურ დათბობას. თბური ტალღები განსაკუთრებით მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ხალხზე.
- თუ მოვლენები ესე გაგრძელდა, მომავალში რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ადამიანებს?
- ახლაც ადგებათ, თუმცა ეს ზიანი კიდევ გაიზრდება. მაღალი ტალღები რეცხავს სანაპირო ზონას და თუ აღარ გექნა პლაჟი, რა თქმა უნდა, ვერც ტურიზმი გექნება. სანაპირო ზოლის დაახლოებით, 200 კილომეტრიანი მონაკვეთია წაღებული. ტერიტორიებს ვკარგავთ, მეწყერების, ღვარცოფების დროს მოსახლეობის ტერიტორიებიც მიაქვს და იმ ადამიანებსაც ადგებათ ზიანი, ვინც მდინარეებთან ახლოს ცხოვრობს. თბური ტალღები ძალიან მძიმე გავლენას ახდენს განსაკუთრებით ქალაქური ტიპის დასახლებებზე. გავლენა აქვს, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობაზე. ადამიანს საკვები თუ არ ექნა, არაფერი გამოვა. გამწვავდება ინფექციური დაავადებები. თბილისში 4-5 წლის წინ ვაკის პარკის მიდამოებში ლეიშმანიოზი მოედო. ეს დაავადება მწერებს გადააქვთ და მწერს სჭირდება გარკვეული კლიმატური პირობები. ზუსტად ასეთი პირობები შეექმნა მას იმ ტერიტორიაზე. ამიტომ, ერთი სიტყვით იმის თქმა, რა გავლენა ექნება დამიანებისათვის გლობალურ დათბობას, არ შეიძლება.
- რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ თავიდან ავირიდოთ ის გართულებები, რაც გლობალურ დათბობას ახლავს, ჩვენ, ადამიანებს შეგვიძლია რამის გაკეთება?
- ბევრი პროექტი ხორციელდება. მიღებული აქვს ქვეყანას 37 მილიონიანი გრანტი, რომლითაც ადრეული შეტყობინებების სისტემის შექმნაა დაგეგმილი მეწყერების, ღვარცოფებისა და წყალმოვარდნების დროს. ადამიანებმა ცოდნა უნდა გავიღრმავოთ ამ მიმართულებით. მან, ვინც სოფლის მეურნეობაში მუშაობს, უნდა იცოდეს, რას ნიშნავს კლიმატის ცვლილება, რა გააკეთოს, რომ ზარალი ნაკლები ჰქონდეს. რაც შეეხება გლობალურად ამ პროცესის შეჩერებას, აქ საქართველოს უფრო მორალურად შეუძლია მხარი დაუჭიროს მსოფლიოს იმიტომ, რომ ჩვენი გამონაბოლქვი ისედაც მცირეა. ბევრს ვერაფერს შევცვლით, მაგრამ სიმბოლურად მაინც აკეთებს ქვეყანა.

კომენტარები