რადიოაქტიური ნივთიერებები საშიშია ადამიანების ჯანმრთელობისათვის და მრავალი დაავადების პროვოცირებას იწვევს. საქართველოში, ბოლო წლების მონაცემებით, გაზრდილია სიმსივნის მაჩვენებელი, მათ შორის კანის კიბო. ონკოლოგები საუბრობენ, რომ სიმსივნის ზრდა რადიაციულ გამოსხივებასაც უკავშირდება.
ონკოლოგი პაატა ბეგიჯანაშვილი mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს:
"2008 წლიდან, განსაკუთრებით, რაიონებში, ხაშურიდან გორამდე კანის სიმსივნეებმა იმატა. ასეთი რაოდენობით არასდროს ყოფილა. 10 და 20 შემთხვევა რომ იყო წელიწადში, გახდა 200. კანის სიმსივნეებმა 200-300 პროცენტით მოიმატა ბოლო 5 წელიწადში. კანის კიბო 4 სახისაა, მელანომა - ყველაზე ძლიერი და აგრესიული, რომელიც მეორე ადგილზეა ფილტვის კიბოს შემდეგ, მომართვიანობითაც და დაავადების პროგრესირებითაც.
ადრე 150-200 შემთხვევა რომ იყო, უკვე 800-1200 შემთხვევაა. ადამიანს ვერ იპოვნი, რომელსაც სიმსივნე არ აქვს კანზე. სიმსივნეს ჩვენ ვეძახით ახალ ხალს, წითელ, შავ, ლურჯ ხალებს - ეს ხალები ყველა საყურადღებოა. კახეთშიც უფრო მეტია კანის კიბო. 2008 წლის ომის შემდეგ როდონის კატალიზება მოხდა და რადიაციულმა ფონმა 3-4-ჯერ მოიმატა."
სწორედ ამიტომ, დავინტერესდით, რა მდგომარეობა გვაქვს რადიაციის მხრივ საქართველოში და რა პერიოდულობით ამოწმებენ რადიაციის დონეს. აღნიშნულ საკითხებზე ბირთვული და რადიაციული სააგენტოს უფროსი, ვასილ გედევანიშვილი საუბრობს:
- ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო არის მარეგულირებელი ორგანო და არეგულირებს რადიაციასთან დაკავშირებულ საქმიანობას. ყველა ორგანიზაცია, რომელიც რადიოაქტიურ ნივთიერებებ იყენებს თავის საქმიანობაში, ვალდებულია, რომ აიღოს ლიცენზია და შემდგომ ამ ლიცენზიის პირობებში იმოქმედოს. ლიცენზიას გავცემთ იმის მიხედვით, თუ რამდენად დაასაბუთებს მფლობელი, რომ უსაფრთხოდ გამოიყენებს ამ ნივთიერებებს, რამდენად კვალიფიციური ხალხი ჰყავს, რამდენად აქვს შესაძლებლობა, რომ ზიანი არ მიაყენოს სხვას. ეს ეხება სამედიცინო დაწესებულებებსაც. მოგეხსენებათ რენტგენის აპარატებს ხშირად იყენებენ მედიცინაში. მათ საქმიანობას ვარეგულირებთ და პერიოდულად ვამოწმებთ. ჩვენი ნებართვის გარეშე რადიოაქტიური ნივთიერების შემოტანა საქართველოში შეუძლებელია. ამ კუთხით, ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა გვაქვს და არანაირი საფრთხე არ არსებობს.
- როგორია ზოგადი ფონი გარემოში?
- ბუნებაში ბუნებრივი ფონი არსებობს. რადიაცია გარკვეული რაოდენობითაა, მაგრამ ეს ნორმის ფარგლებშია. საფრთხეს წარმოადგენს ხელოვნური დაბინძურება. ახლახან რუსეთში რომ აფეთქება მოხდა, ასეთი ტიპის აფეთქების დროს არის შანსი, რომ რადიაცია გავრცელდეს მიმდებარე ტერიტორიაზე და დაშავდეს ხალხი. ჩვენს ქვეყანაში, რომ გაკონტროლდეს მსგავსი შემთხვევები, მუშაობს სხვადასხვა უწყება. ასეთია მაგალითად გარემოს ეროვნული სააგენტო. საქართველოს მაშტაბით არსებობს სადგურები, რომლებიც ამოწმებს გარემოში რადიაციულ ფონს. მიმდინარეობს მონიტორინგი და რაიმე ტიპის მონაცემის გაზრდა ან შეცვლა ბოლო წლების განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
- რა პერიოდულობით ხდება შემოწმება?
- აპარატი 24 საათში ერთხელ ამოწმებს და ჩვენ ყოველ თვე გვეგზავნება დაჯამებული მასალა.
- თუ არსებობს მონაცემი, საქართველოში ყველაზე მეტად რომელ რაიონში იგრძნობა რადიაცია?
- არ არსებობს მსგავსი მონაცემი იმიტომ, რომ ყველგან ბუნებრივი ფონია. ზღავზე დაბალია იმიტომ, რომ მეტი წყალია. მთაში შედარებით მაღალია იმიტომ, რომ მზესთან შედარებით ახლოსაა და ასე შემდეგ. თუმცა შედარებით მაღალი არ ნიშნავს იმას, რომ საშიში ან საფრთხის შემცველია.
- რა გავლენას ახდენს რადიაციის მაღალი დონე ადამიანებზე?
- ამ საკითხის განსაზღვრა უფრო სამედიცინო პერსონალის ფუნქციებია, თუმცა რთულია იმის თქმა, რომ რომ რადიაცია კონკრეტულ დაავადებებს იწვევს. სიგარეტის მწეველი მეტი რისკის ქვეშაა და დაკავშირებაც არ არის მარტივი კონკრეტულად სიგარეტის გამო გაუჩნდა თუ არა სიმსივნე ან სხვა დაავადება, თუმცა შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი. ასევეა რადიაციაც. როდესაც რენტგენს ვიღებთ, უმჯობესია დაიცვათ თავი, რომ ზემოდან არ დასხივდეს და პროვოცირება არ მოახდინოს დაავადების. მაგალითად, ჩერნობილში რაც მოხდა, იქ ისეთი მაღალი დონის რადიაცია იყო, რომ ხალხი დაიწვა. თუ ამ მაშტაბით ვისაუბრებთ, დაავადებას კი არა, ადამიანს კლავს.
- ჩერნობილის ტრაგედიას თუ აქვს ახლა ჩვენს ქვეყანაში რაიმე გავლენა?
- დღევანდელი მდგომარეობით, არანაირი გავლენა არ აქვს. თავის დროზე, ამბობდნენ, რომ დასავლეთ საქართველოზე მცირე გავლენა ჰქონდა, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს რადიაციის დონის ზრდა?
- თუ ხელოვნურად არ მოხდა აფეთქება და გაზრდა, ბუნებრივად რადიაციის დონე არ იმატებს.
- საქართველოს ზოგიერთ მხარეში არ მოდის წყალი და ადამიანები წვიმის წყალსაც იყენებენ ხოლმე, რამდენადაა შესაძლებელი წყალში და მით უფრო წვიმის წყალში რადიაციის მაღალი დონე იყოს?
- რადიაციის თვალსაზრისით, წვიმაში, თუ ისევ ჩერნობილი არ მოხდა, პრაქტიკულად შეუძლებელია მისი რადიაციული დაბინძურება.
- ჩვენს რეგიონში ხომ არ არსებობს ქვეყანა, რომელიც რადიაციის შედარებით მაღალ დონეს განიცდის და საქართველოს რა პოზიცია უჭირავს?
- ასეთი შეფასება არ ხდება, რომ რომელიმე ქვეყანას რადიაციის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ჰქონდეს. ეს არის ბუნებრივი ფონი, თუმცა რისკები აქვს იმ ქვეყნებს, სადაც ატომური სადგურებია, მაგალითად იაპონიას.