როგორ ვაქციოთ აივანი ზაფხულის დასასვენებელ ზონად

ხშირად ხდება, რომ სახლს აქვს აივანი, რომელიც ან საკუჭნაოდ არის ქცეული, ან კიდევ ცარიელია და არავინ სარგებლობს. არადა, აივანზე მშვენიერი დასასვენებელი ზონის მოწყობაა შესაძლებელი და რაც ყველაზე მთავარია, მარტივად და ბიუჯეტურად. შემოგვიერთდით, გაეცანით ჩვენს რჩევებს და გაილამაზეთ ზაფხული.

რით დავიწყოთ
პირველ რიგში აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ აივანს საიმედო მოაჯირი და კედლები აქვს. თუ უკვე არის საჭირო სიმაღლის და თან მყარი მოაჯირი, შეგიძლიათ ის უბრალოდ გადაღებოთ და ასე განაახლოთ. ამოშენებული მოაჯირი აივანზე ბევრად უხეშად გამოიყურება და საკმაო ადგილსაც იკავებს, თუ არჩევანის
საშუალება არსებობს, გირჩევთ უპირატესობა შედარებით მსუბუქ კონსტრუქციას მიანიჭოთ, ასე თქვენი აივანი ბევრად ჰაეროვანი იქნება. ასევე გექნებათ უფრო მეტი ჰაერი და სინათლე.

რაფა

ძალიან კარგი იქნება, თუ მოახერხებთ რაფის გაკეთებას, იქნება ეს ხის თუ სხვა მასალის, მთავარია იყოს საკმაოდ განიერი, რაც ბევრად მოსახერხებელი იქნება. ეცადეთ რაფას ჰქონდეს ზურგი, რაც თქვენს მცენარეს გადავარდნისგან დაიცავს.

დეკორატიული ავეჯი

ავეჯი უნდა შეირჩეს აგარაკის, ისეთი მასალის, რომელიც კარგად უძლებს ტემპერატურის ცვალებადობას, ყინვასა და წყალს.

ხალიჩა და ტექსტილი

არაფერი არ ანიჭებს პატარა სივრცეს ისეთ სიმყუდროვეს, როგორც ხალიჩა. ეცადეთ, რომ აივანზე იქონიოთ პატარა ფარდაგი მაინც და ფერადი ბალიშები, ეს თქვენს გარემოს ძალიან გაალამაზებს.

განათება

არ დაივიწყოთ განათებაც. იქნება ეს გირლიანდები თუ სხვა სახის გასანათებელი საშუალებები. გაითვალისწინეთ, რომ განათება უნდა იყოს სუსტი.

მცენარეები

და რაც მთავარია, მცენარეები და ყვავილები, რომელთა გარეშე დასასვენებლი ზონა უბრალოდ წარმოუდგენელია. შეგიძლიათ იქონიოთ მწვანილიც, ეს სასარგებლოც იქნება და თან ლამაზიც.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები