აპრილი უჩვეულოდ ცხელი იქნება: "32 გრადუსამდე შეიძლება მოიმატოს ტემპერატურამ"


აპრილში ტემპერატურა ერთი გრადუსით მაღალი იქნება კლიმატურ ნორმასთან შედარებით, ხოლო ნალექები ნორმაზე ნაკლები და მასთან ახლოსაა ნავარაუდევი - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განგვიცხადა

"აპრილში ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოში 32 გრადუსამდე შეიძლება მოიმატოს ტემპერატურამ, აღმოსავლეთ საქართველოში კი 28 გრადუსამდე. რაც შეეხება უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს, დასავლეთ საქართველოში დღეიდან გამოიდარებს. დღეს, ხვალ და ზეგ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დაბლობში ტემპერატურა 13 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში თოვა დღის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება. ხვალ და ზეგ ნალექის ინტენსივობა
შეწყდება, მათ შორის, თბილისშიც. 24 და 25 მარტს თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო დასავლეთ საქართველოში კი ნალექია ნავარაუდევი, წვიმის სახით. დასავლეთ საქართველოში 24 და 25 მარტს ჰაერის ტემპერატურა მცირედით დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში დღეს, ხვალ და ზეგ +1, +6 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი დღის მაქსიმალური ტემპერატურა, 25 მარტს კი +8 გრადუსამდე მოიმატებს." - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.

თამარ იაკობაშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები