რადიატორები თითქოს თბილია, მაგრამ შენობაში საკმარისად მაინც არ თბილა. როგორ მოვიქცეთ ამ დროს?
შეიძინეთ ფოლგა
არა კულინარიული, უფრო სქელი, ან ჩვეულებრივი ფოლგა გადაკეცეთ რამდენიმე ფენად. ფოლგის ფენა უნდა დააფიქსიროთ კედელსა და რადიატორს შორის, ფოლგა აირეკლავს სითბოს, ჰაერი მეტად გათბება და სახლშიც მეტი სითბო იტრიალებს.
ჩართეთ ვენტილატორი
არ მოგესმათ, ვენტილატორი ჰაერს კი არ აციებს, არამედ ატრიალებს, მოათავსეთ პირით რადიატორისკენ და ჩართეთ, ის თბილ ჰაერს დაატრიალებს, შესაბამისად ოთახში მეტად დათბება.
შეცვალეთ თეთრეული
საუბარია არა ჭუჭყიანი თეთრეულის სუფთათი ჩანაცვლებაზე, არამედ ზაფხულის თეთრეულის
შემოუშვით მზე
თუ თქვენი ბინა სამხრეთით მდებარეობს, ძალიან გაგიმართლათ, ზამთარ-ზაფხულს მზის პრობლემა არ გექნებათ. გადასწიეთ დილით ფარდები და შემოუშვით სახლში მზე. მზის ჩასვლის შემდეგ შეგიძლიათ ფარდები ისევ გადმოსწიოთ.
შექმენით ზამთრის სიმყუდროვე
ინტერიერის სეზონური განახლება ტყუილად კი არ მოუგონიათ, თბილი პლედი, ფუმფულა ბალიში ნამდვილად ჩაგათბობთ და შეგიქმნით სიმყუდროვის შეგრძნებას.
აანთეთ სანთლები
არა მხოლოდ ესთეტიკისთვის. ვანილისა და დარიჩინის არომატები ფიზიკურად ათბობს ადამიანს. გარდა ამისა სანთლები ზამთარში ძალიან მყუდრო ატმოსფეროს ქმნის.
მეტი იზოლაცია
ეს არ გულისხმობს ჩაკეტილ სივრცეში ჯდომას, თუმცა ფანჯრების ჰერმეტულად დაცვა ცივ ზამთარში ნამდვილად მნიშვნელოვანია.
დალიეთ ჩაი ან კაკაო
და ბოლოს, ნუ დაივიწყებთ ცხელ წვნიანს, ცხელ სასმელს, მაგალითად კაკაოს, ცხელ სასმელს გააჩნია თავისებურება გაათბოს გაციებული სხეული.