რა უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ საძინებელში მშვიდი, მყუდრო ატმოსფერო შეიქმნათ? პირველ რიგში გადახედეთ, ჩამოთვლილ ნივთთაგან რომელიმე ხომ არ ბინადრობს თქვენ საძინებელში? ამ ნივთებთან ერთად ჯანმრთელ, ღრმა ძილზე ოცნებაც კი არ ღირს.
მობილური ტელეფონი
მობილური ტელეფონის გამოსხივების შესახებ უკვე ვიცით, თუმცა
ისიც უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერი გაჯეტის ცისფერი ეკრანი იწვევს ადამიანის ბიორიტმის დარღვევას, ამიტომაც არის, რომ ძილის წინ სოც. ქსელების დათვალიერებამ ან ელ. ფოსტის შემოწმებამ შესაძლოა ნახევარი ღამით უძილო დაგტოვოთ.
ტელევიზორი
სამწუხაროდ, ამ ნივთსაც საძინებელში არაფერი ესაქმება, ვერც კი ხვდებით, როგორ
ეთერზეთები
არომათერაპიის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი გვაქვს, თუმცა სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეთერზეთები ახდენენ თავის ტვინის სტიმულაციას, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის მოდუნების ხარისხზე.
ძველი ბალიში
ძილის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ბალიშზე. ექსპერტები გირჩევენ, რომ ამ აქსესუარზე ეკონომია არ გააკეთოთ.
საათი
ელექტროსაათი მანათობელი ეკრანით ნამდვილად არ არის ის ნივთი, რომელიც საძინებელში უნდა გქონდეთ. ჩაანაცვლეთ იგი უხმო მექანიზმის მქონე ჩვეულებრივი საათით.
საკვები
არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ საწოლში. საუზმე საწოლში რომანტიკულად მხოლოდ ფილმებში გამოიყურება, რეალურად კი საკვები ლოგინში ზედმეტია, ნამცეცების და უსიამოვნო სუნის მეტს არაფერს მოგიტანთ.
საწერი მაგიდა
გასაგებია, რომ ყველას როდი აქვს საშუალება, სამუშაო სივრცე ცალკე მოიწყოს, თუმცა სპეციალისტები გირჩევენ, რომ სამუშაო მაგიდა საძინებელ ზონას მაქსიმალურად მოაშოროთ.
თბილი პლედი
დაიმახსოვრეთ, ოპტიმალური ტემპერატურა ძილის დროს არის 20 გრადუსი, ძალიან თბილ გარემოში ძილი პრაქტიკულად შეუძლებელია, ასე რომ, თბილი ღუნღულა პლედი ძილის დროს არაფერში გჭირდებათ.
ტრენაჟორი
გულახდილად თქვით, როდის ივარჯიშეთ ბოლოს ტრენაჟორზე? თუ ეს მოწყობილობა თქვენს საძინებელში გაქვთ, გირჩევთ, სასწრაფოდ გაიტანოთ და სივრცე მოსასვენებლად და დასამშვიდებლად განაწყოთ.
მაღვიძარა
ყველას უყვარს ისეთ მაღვიძარა, რომელსაც სასწრაფოდ გააჩერებს, გადაწევს და ძილს კიდევ ცოტა ხნით გააგრძელებს. სპეციალისტები კი გაფრთხილებენ, რომ ფრაგმენტული ძილი ძალიან ცუდად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე და თუ ასეთი საათი გაქვთ საძინებელში, სასწრაფოდ უნდა მოაშოროთ.