ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი, რომლის თანახმადაც მომავალი 50 წლის განმავლობაში კლიმატის ცვლილების შედეგებიდან გამომდინარე, ათასობით ვირუსი უფრო ხშირად გადავა ერთი ძუძუმწოვრიდან მეორეში - ამის შესახებ ონლაინგამოცემა cactus-media წერს.
ვირუსების შესაძლო მომატებული დინამიური გადაცემა უფრო მეტ საფრთხეს გააჩენს, რომ ისინი ადამიანებშიც გადავა და ახალ პანდემიებს გამოწვევს.
დიდი ხანია, მეცნიერები ამბობენ, რომ უფრო დამთბარ პლანეტაზე დაავადებების სიხშირე და რისკები გაიზრდება. მალარიას, მაგალითად, კოღოები ავრცელებენ და მისი გავრცელების მასშტაბები თბილ კლიმატზეა დამოკიდებული.
კლიმატის ცვლილება ახალ პრობლემებსაც გააჩენს. გაიზრდება ახალი დაავადებების გაჩენის რისკიც: ახალი
“ცხოველები მოძრაობენ, დიდ მანძილებზე გადაადგილდებიან და ამ დროს ვირუსების გავრცელების რისკები უფრო მაღალია,” - ამბობს კოლინ კარლსონი, ჯორჯთაუნის უნივერსტიტეტის ბიოლოგი, რომელიც ამ კვლევის თანაავტორი იყო.
დოქტორმა კარლსონმა და მისმა კოლეგებმა კომპიუტერული მოდელირებით, გარკვეული სცენარები შეიმუშავეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავრცელდება ვირუსები დედამიწის მასშტაბით, ტემპერატურის დათბობასთან ერთად.
მეცნიერებმა საბაზისო სცენარი შეიმუშავეს იმაზე, თუ როგორ შეიცვლება ათასობით ძუძუმწოვრის გადაადგილების მარშრუტი, კლიმატის ცვლილების პარალელურად, დღევანდელ დღესა და 2070 წლებს შორის.
ტემპერატურის მატებასთან ერთად, ბევრი სახეობა ცხელი ეკვადორიდან უფრო კომფორტულ, გრილ საცხოვრებელ ტერიტორიებზე დაიწყებს გადაადგილებას. ზოგი სახეობა უფრო მაღალ სარტყელში გადაინაცვლებს, რომ უფრო გრილი საცხოვრებელი გარემო იპოვოს.
როცა სხვადასხვა სახეობა ერთად პირველად შეიყრება, ვირუსებს ექნებათ შანსი, მოიპოვონ და დააინფიცირონ ახალი მასპინძლები.
ახალი და პოტენციურად წარმატებული ინფექციების გავრცელების წინასწარმეტყველებისთვის, მეცნიერები შეეცადნენ, ვირუსებისა და მათი შესაძლო მასპინძლების პოტენციური ბაზა შექმნათ. ზოგი ვირუსი ერთზე მეტ ძუძუმწოვარში აღმოაჩინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის სხვა ძუძუმწოვარი აღარ აღმოჩნდა დაინფიცირების ბარიერი.
უფრო მარტივად: ერთი და იგივე ვირუსი რამდენიმე სახეობის ძუძუმწოვარში აღრიცხეს.
კომპიუტერული ტექნოლოგიის საშუალებით, რომელსაც machine learning-ს ეძახიან, მეცნიერებმა შეიმუშავეს მოდელი, რომელსაც იმის წინასწარმეტყველება შეუძლია, რამდენად აქვს ძუძუმწოვრის ორ სახეობას ერთი ვირუსის მასპინძლობის უნარი.
რაც უფრო მეტად უახლოვდება ორი სახეობა ერთმანეთს გეოგრაფიულად, ვირუსის გაზიარებისა თუ გავრცელების რისკები უფრო და უფრო იზრდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ორ მასპინძელს უფრო მეტი შანსი აქვს ერთმანეთთან შეხვედრის, ხოლო მათში დაბუდებულ ვირუსებს მეტი შესაძლებლობა აქვს გადასვლის და შერევის, შესაბამისად კი - ცვლილების. იხილეთ სრულად cactus-media.ge-ზე