ტემპერატურული ცვლილებების გამო ფანჯრები ხშირად იორთქლება - თუ ამას არ დროულად არ აღკვეთავთ, შეიძლება სახლში ობი გაჩნდეს.
არაფერი ქმნის ისეთ საახალწლო განწყობას, როგორც ფანჯრიდან დათოვლილი ეზოს ხედი. მაგრამ, თოვლიც რომ მოვიდეს, რას დაინახავ, თუ ფანჯრები გამუდმებით „ტირიან“.
რატომ იორთქლება ფანჯრები?
ოთახში არსებული ტემპერატულა გარემოში არსებულ ტემპერატურაზე მეტია. მაღალი ტენიანობის პირობებში ეს ყველაფერი ფანჯრის დაორთქვლას იწვევს. რაც უფრო დიდია სხვაობა გარე და შიდა ტემპერატურას შორის და რაც უფრო მაღალია ტენიანობა, მით მეტია ორთქლი, rრომელიც წყლის წვთებად გარდაიქმნება და ფანჯრები ინამება.
ჭარბი
სახლში ტენიანობის დონე 55%-ზე მეტს არ უნდა შეადგენდეს.
ბინაში ზედმეტად ნოტიო ჰაერი საზიანოა როგორც ადამიანებისთვის, ასევე ტექნიკისთვის, კედლებისა და იატაკის საფარისთვის, ავეჯისთვის და პროდუქტებისთვის. მაგრამ მთავარი საფრთხე მაინც ობის გაჩენის რისკია. ობი მხოლოდ ესთეტური პრობლემა არ გახლავთ - სოკოების ზოგიერთი სახეობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და ერთი შეხედვით ყოველთვის არ არის შესაძლებელი საშიში ჯიშის გარჩევა შედარებით უსაფრთხოსგან.
ობი სოკო კანცეროგენული თვისებების მქონე მიკოტოქსინებს გამოიმუშავებს - ისინი საზიანოა ღვიძლის, იმუნიტეტისა და ადამიანების ნერვული სისტემისთვის, ბავშვებში განვითარების შეფერხებას იწვევს. ასეთ ოთახებში ასთმის და და ალერგიით დაავადებულთათვის განსაკუთრებით რთულია ცხოვრება. დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ პნევმონია, ასპერგილოზი და სხვადასხვა სოკოვანი ინფექციები.
როგორ გავუმკლავდეთ ტენიანობას
თვალყური ადევნეთ ბინაში არსებულ ტემპერატურას, პერიოდულად გაანიავეთ ოთახი, მაგრამ დარწმუნდით, რომ შიგნით ტემპერატურა 18-20 გრადუსზე დაბლა არ დაეცემა. თუ ბატარეა საკმარისად არ თბება, შეგიძლიათ ფანჯრის იზოლირება.
ეცადეთ, ბინაში ტენიანობა 55%-ზე მეტი არ იყოს. ამის გასაზომი ხელსაწყობი დღეს ბევრგან იყიდება.
შეგიძლიათ მინას თხევადი საპონი წაუსვათ და რბილი ქსოვილით შეაზილოთ, სანამ არ გაპრიალდება - ეს დროებითი ღონისძიებაა, რომელიც ზედმეტი ტენიანობის მოცილებაში დაგეხმარებათ. ზოგიერთი დიასახლისი ფანჯრის რაფაზე სუფრის მარილის ტომარას დებს, რაც გარშემო არსებულ ნესტს აშრობს.
ასევე შეგიძლიათ ეთილის სპირტი გლიცერინთან შეურიოთ 20:1 თანაფარდობით და ამ ნარევით შუშა თვეში ორჯერ გაწმინდოთ.
ტენს ოთახის მცენარეებიც აგროვებენ. თუ შესაძლებელია, შეამცირეთ ოთახში მცენარეების რაოდენობა და ისინი ბინის სხვადასხვა მხარეს გადაანაწილეთ.
რაც შეეხება უფრო რადიკალურ ზომებს, ზოგჯერ ზედმეტი ტენიანობის აღმოსაფხვრელად აუცილებელია ბინაში არსებული ყველა ვენტილაციის gგაძლიერება ან ხშირი განიავება.