ქართველი ფიზიკოსის რჩევები მობილური ტელეფონების მფლობელებს

მობილური ტელეფონის გამოყენებამ 21-ე საუკუნეში მასობრივი ხასიათი მიიღო და ყოველდღიურობა ამ საკომუნიკაციო საშუალების გარეშე უკვე წარმოუდგენლად გვეჩვენება, თუმცა მისი აქტიურად გამოყენებისას ხშირად რისკებს არ ვაანალიზებთ, რომლებმაც შესაძლოა, ზეგავლენა ჩვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მოახდინოს.

მობილური ტელეფონი, გამოყენებისას თავთან ახლო კონტაქტში იმყოფება, შესაბამისად, მისი დასხივება გარკვეულ ზეგავლენას თავის ტვინსა და კანის ქსოვილებზე ახდენს.

გამოყენებითი ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორის, ვერიკო ჯელაძის თქმით, მობილურ ტელეფონს ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებებს ტვინსა და სხვა სასიცოცხლო ორგანოებზე შესაძლოა გარკვეული გავლენა ჰქონდეს. მისი თქმით, გამოყენებისას

მობილური ტელეფონი ელექტრომაგნიტულ ველს წარმოქმნის,

რომლის ნაწილის შთანთქმაც ადამიანის ორგანიზმში ხდება.
"ადამიანში ელექტრომაგნიტური ველის შთანთქმა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, რა მანძილზეა ტელეფონი ადამიანისგან, რა სიხშირეზე მუშაობს ის. საკომუნიკაციო მოწყობილობის დაბალ სიხშირეზე მუშაობისას, ელექტრომაგნიტური ველი ორგანიზმში უფრო მეტად აღწევს, ვიდრე მაღალი სიხშირის შემთხვევაში. გარდა ამისა,

ელექტრომაგნიტური ველის შთანთქმა ადამიანის აღნაგობაზე, თავის ფორმასა და ზომაზე და ტელეფონსა და თავს შორის მოხმარებისას არსებულ მანძილზეცაა დამოკიდებული.

მაღალი სიხშირის შემთხვევაში გამოსხივების შედეგად ტემპერატურა უსაფრთხოების ზომებს აღემატება, მაგრამ ის ტვინის ნაწილებში ვერ აღწევს რადგან ძირითადად კანსა და ცხიმის ფენაზე ნაწილდება. დაბალ სიხშირეზე კი ქსოვილზე რეაქცია ნაკლებია და უფრო თავის ტვინში აღწევს", - განმარტავს ის.

ფიზიკოსის თქმით, მობილური ტელეფონის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების შესახებ საუბრისას, ტელეფონში ჩაშენებული ანტენის მდებარეობა და წარმოქმნილი ენერგიის შთანთქმის კოეფიციენტიც (SAR) უნდა გავითვალისწინოთ.

მისი განმარტებით, ანტენა სმარტფონებში ძირითადად ქვედა მხარესაა ჩაშენებული, ამიტომ ეს ნაწილი თავთან მოშორებით უნდა დავიჭიროთ ან ტელეფონი საუბრის ხმამაღალ რეჟიმზე გადავიყვანოთ.

 

 "როდესაც ხელის გული ტელეფონში ჩაშენებული ანტენის მხარეს ეხება, ტელეფონის გამოსხივება და რეაქტიული ველი იზრდება და ადამიანისთვის უფრო საზიანო ხდება"


რაც შეეხება SAR-ს, რომელიც გვიჩვენებს, გამოსხივების შედეგად სხეულში ენერგიის რა ნაწილი შთაინთქმება, მისი კოეფიციენტი თავის არეში 2ვტ/კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს, სხეულის სხვა ნაწილებში უფრო მეტია დასაშვები, ამიტომ ტელეფონის შეძენისას, უკეთესია, აღნიშნულ მაჩვენებელს დავაკვირდეთ.

მობილური ტელეფონის დაბალ სიხშირეზე ფუნქციონირებისას კანი გვიცხელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტრომაგნიტური ველის შთანთქმა ძირითადად ქსოვილში მოხდა, ამ შემთხვევაში ერთვება სისხლის მიმოქცევის ფაქტორი, რაც დაგროვილი სითბოს მთელს სხეულში გადანაწილებას უზრუნველყოფს.

"სისხლის მიერ სითბოს გადატანის გამო, ტემპერატურა თავის ტვინთან დაახლოებით 30%-ით იმატებს და ასევე იმატებს SAR-იც", - განმარტავს ვერიკო ჯელაძე და ასევე დასძენს, რომ ქსოვილის ტემპერატურის ზრდა 1 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს, ტვინისთვის კი 1 გრადუსზე მცირე უნდა იყოს, რაც, გათვალისწინებული არ არის.

"უკეთესია, თუ ტელეფონზე ფანჯარასთან ვისაუბრებთ"
ვერიკო ჯელაძემ კვლევა ტელეფონის გამოყენებისას ხელის ფაქტორის არსებობის შესახებაც iისაუბრა, მისი თქმით, როდესაც ხელის გული ტელეფონში ჩაშენებული ანტენის მხარეს ეხება, ტელეფონის გამოსხივება და რეაქტიული ველი იზრდება და ადამიანისთვის უფრო საზიანო ხდება. ამიტომ ტელეფონზე საუბრისას ხელის ისეთი პოზიცია უნდა შევარჩიოთ, რომ გამოსხივება თავის ტვინში ნაკლებად შთაინთქას:

"როდესაც მობილური ტელეფონი ხელისგულით გვიჭირავს, ენერგიის უმეტესი ნაწილი შთაინთქმება ხელში, რადგანაც მოწყობილობა ხელს უშუალოდ ეხება და თავზე ნაკლებად აისახება, გამოსხივების სიმძლავრე ავტომატურად იზრდება, შესაბამისად, თავის არეში უფრო მაღალი ელექტრომაგნიტური ველიც.

მობილური ტელეფონის მხოლოდ თითებით დაჭერისას, თითები ხურდება და თავშიც ელექტრომაგნიტური ველი უფრო მაღალი სიმძლავრით შედის".

განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

lalis 2017-04-07 20:20
kai ra izaxe da dids da patara simsvne rom Wirs meg araferi xo
lali 2016-11-01 12:43
kai raaa....

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები