მამა იაკობ სირბილაძე ვაკის სამების ტაძრის მოძღვარია. ყვავილები და მცენარეები განსაკუთრებით უყვარს. მეუღლესთან ერთად მაღალსართულიან კორპუსში პატარა წალკოტი მოაწყო - რომელზეც ჩვენს საიტზე დაიწერა კიდეც (იხილეთ მისი მეუღლის მიერ მოწყობილი საოცარი ბაღი აივანზე). ერთი წლის წინ კი ტაძრის გალამაზებას შეუდგა. მრევლის და გარშემო მყოფების დახმარებით დღეს ტაძრის ეზოში უამრავი ყვავილი და ხემცენარე ყვავის. თუმცა მამაოს თქმით, წინ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რაც ეზოს უფრო ლამაზს და სრულყოფილს გახდის.
- ნაძალადევის რაიონში გავიზარდე. ოჯახში სამი და-ძმა ვცხოვრობდით. ქრისტიანული ოჯახი არ გვქონდა. უფრო
მოგვიანებით 16 წლის ასაკში წავიკითხე სახარება და მივედი სიონის საკათედრო ტაძარში. ცოტა ხანში გავხდი ტაძრის მნათე. ჩემი პირველი მოძღვარი იყო მამა ტარიელ სიკინჭილაშვილი. 1998 წელს უწმინდესმა დიაკვნად მაკურთხა, ერთ წელიწადში კი - მღვდლად.
- როგორი ბავშვი იყავით?
- ჩვეულებრივი, ბედნიერი, მხიარული ბავშვი ვიყავი. 112- ე სკოლაში ვსწავლობდი. ქართული ცეკვის სტუდიაში დავდიოდი. ძალიან მიყვარდა და კარგადაც გამომდიოდა ცეკვა. პატარა ასაკში ჩემს ანსამბლთან ერთად ბევრს ვმოგზაურობდი.
- მცენარეების, ყვავილების ბუნების მიმართ ბავშვობაშიც განსაკუთრებული დამოკიდებულება გქონდათ?
- კერძო სახლში ვიზრდებოდით, ეზოში ცოტა ხეხილიც გვედგა. ყველაზე მნიშვნელოვანი მცენარე ჩვენს ეზოში თეთრი ჯიშის „ჩინური“ ყურძენი იყო, რომლისგანაც საკმაოდ მასშტაბური ხეივანი ჰქონდა გაშენებული მამას. მთელი წელი ვუვლიდით და შემოდგომაზე ღვინოს ვაყენებდით. როგორ შეიძლება, ადამიანს ბუნება, მცენარეები და ყვავილები არ უყვარდეს?!
- როცა კორპუსის სახლში გადახვედით საცხოვრებლად არ გაგიჭირდათ?
- დაოჯახების შემდეგ კორპუსის ბინაში გადავედით საცხოვრებლად. ქოთნის ყვავილების შეგროვება დავიწყეთ. მოვლა კარგად არ ვიცოდით, ზამთარში ზოგი ყვავილი გვიფუჭდებოდა. გაზაფხულზე ისევ ახლიდან ვამრავლებდით და ამასობაში ცოდნაც შევიძინეთ. ბევრმა გაიგო ჩვენი გატაცების შესახებ, ხან ტოტს გვჩუქნიდნენ, ხან -ფოთოლს. ყოფილა შემთხვევა, გახარებული, ლამაზი მცენარე უჩუქებიათ. მერე ჩვენც სხვას ვუწილადებთ ტოტს.
- ამ საქმეში ალბათ თქვენი მეუღლეც გიდგათ გვერდში. მასაც უყვარს ყვავილები...
- ორივე ერთმანეთს ვეხმარებით. ერთად მივდივართ მიწის და ქოთნების შესარჩევად. დიდ და რთულ საქმეებს ყვავილებთან დაკავშირებით, რასაც კაცის ძალა სჭირდება, ერთად ვაკეთებთ. ისე მაინც ყველაფერს ჩემი მეუღლე წყვეტს. როდის გადარგოს, შეწამლოს ან გაკრიჭოს მცენარე, მან უკეთესად იცის.
- რამდენი სახეობის ყვავილი „ცხოვრობს“ თქვენთან?
- ჩვენს სახლში განსაკუთრებული ადგილი ოთახის იებს უჭირავს. მათთვის სპეციალური თაროებიც გავაკეთე განათებით. მათი ყვავილობა განსაკუთრებით ზამთარშია სასწაული, როცა გარეთ ყინავს, სახლში კი უამრავი ყვავილია გაშლილი. იების გარდა მოზრდილი მცენარეებიც გვაქვს -შეფლერა, ეუფორბია, აგლაონემა, ასპარაგუსი,ჰოია.
მოწყობილი გვაქვს აივანი, სადაც გაზაფხულიდან შემოდგომამდე გერანები და პეტუნიები ყვავის. ამის გამო სტუმარიც ბევრი გვყავს, რაც ძალიან გვახარებს.
- ვაკის სამების ტაძრის მოძღვარი ხართ. ძალიან ლამაზად მოაწყვეთ ტაძრის ეზო. როგორ დაიწყეთ მისი გალამაზება, ვინ გეხმარებოდათ?
- ეზოს მოწყობა გასულ წელს დავიწყეთ. თავიდან ყველაფერი უფრო მარტივი მეგონა. ვფიქრობდი, დავრგავდით ერთბაშად მცენარეებს და მერე სამუდამოდ შევინარჩუნებდით ბაღს. ეს თურმე დროში გაწელილი, რთული პროცესი ყოფილა. მრევლი მეხმარება. სურვილს გამოთქვამენ და ზოგს მცენარეები მოაქვს, ზოგს - ქოთნები, ზოგიც ფიზიკურად შრომობს. ბაღის გაშენებაში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ბევრმა მატერიალური სახსრები გაიღო, ზოგი ღიმილით და კეთილი სურვილებით შეგვეწია. ყველას მიმართ უდიდეს მადლიერებას ვგრძნობ. უფალმა შეუწიროს და გააძლიეროს ყველა.
ჩვენს ტაძართან მდებარე ყვავილების მაღაზიამ დიზაინერი გამოგვიგზავნა და ერთი კუთხე ლამაზად მოგვიწყვეს. მცენარეებს სათბურებში ან რაიონიდან ჩამოტანილ ნერგებს ბაზარში ვყიდულობთ. ერთწლიან მოყვავილე ნერგებს გაზაფხულზე ვრგავთ და შემოდგომამდე ყვავის. ყველაფერი მრევლის დახმარებით კეთდება. ჩემმა სულიერმა შვილმა კახა გირგვლიანმა რამდენიმე კომპოზიცია გააკეთა ეგრეთ წოდებული სუკულენტებით და წიწვოვანი ბუჩქებით. ჩემი მეუღლის იდეა იყო სურნელოვანი ჟასმინების ხეივანი, სადაც ჯვრის დასაწერად მოსული წყვილები ფოტოებს იღებენ.
რადგან ეზოს დიდი ნაწილი ფილებითაა მოპირკეთებული, ამიტომ დავდგით ხელოვნური მარმარილოს საყვავილეები. ასევე გვაქვს საკიდი კალათი საყვავილეები. საერთო ჯამში მრავალმა მცენარემ მოიყარა თავი ჩვენი ტაძრის ეზოში. ჩვენს ბაღში ცხოვრობენ: ვერცხლისფერი ნაძვები, კიპარისები, უთხოვარები, აგავები, ჭრელი და წითელი ნეჯერჩხალი, გარდენიები, ოლეანდრები, ჰიბისკუსები, აზალიერი, ბზები, პიონები, ვარდები, ტიტები, ნარცისები, გლადიოლუსები, გერანები, პეტუნიები და ვიოლები. გყვავსმხვიარა მცენარეები, ტეკომა, კლეტისები და ჟასმინები.
- ეზოს უკვე დასრულებული სახე აქვს თუ კიდევ გაქვთ გეგმები და იდები?
- ყველაზე მეტად ახლა ჩვენს ბაღს წვეთოვანი მორწყვის სისტემა სჭირდება. რომელსაც მომავალი წლისთვის აუცილებლად გავაკეთებ. ეს სისტემა ძალიან სჭირდება ჩვენს ბაღს ცხელი ზაფხულის გადატანაში. ასევე მოსაწყობია ეზოს მეორე ნახევარი, სადაც ამჟამად მშენებლობა მიმდინარეობს.
მერი ბლიაძე