სახლის დეკორის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება ოთახის მცენარეებია, რომელიც, გარდა იმისა, რომ ახარებს თვალს და დადებითად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე, სასარგებლოც არის, მცენარეები ხომ ჰაერს წმენდენ. თუმცა, ოთახის მცენარეები კარგ მოვლას საჭიროებენ, მათ მუდმივი მზრუნველობა სჭირდებათ. მცენარის თითოეულ სახეობას მისთვის დამახასიათებელი მოვლა-პატრონობა უნდა, თუმცა არსებობს მთავარი, საკვანძო მომენტები, რომელიც ყველა მცენარეს ერთნაირი აქვს.
1. სწორი განლაგება
ადამიანის განწყობა და ჯანმრთელობის მდგომარეოა შესაძლოა შეიცვალოს ადგილმდებარეობის მიხედვით. ასე არიან მცენარეებიც. სანამ ამა თუ იმ მცენარეს ადგილს მიუჩენთ, დარწმუნდით, რომ ეს სწორედ ის ადგილია,
2. სწორი მორწყვა
თუ ვინმეს ან რამეს შეიძლება ვავნოთ ზედმეტი მზრუნველობით, ეს პირველ რიგში ოთახის მცენარეებია. მათი დაღუპვა შესაძლოა გამოიწვიოს როგორც წყლის ნაკლებობამ, ასევე მისმა სიჭარბემ. ზედმეტი მორწყვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
გირჩევთ განლაგების დროს მცენარეები დააჯგუფოთ იმის მიხედვით, თუ როგორ მორწყვას საჭიროებენ ისინი, ხშირსა თუ პირიქით, იშვიათს. ასე უფრო გაგიმარტივდებათ მათი მოვლა. თუ გულმავიწყი ბრძანდებით, ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი მცენრეები, რომლებიც არ საჭიროებენ ხშირ მორწყვას, მაგალითად, კაქტუსები.
3. სწორად შერჩეული ქოთანი
ოთახის მცენარე წარმოუდგენელია ქოთნის გარეშე, ასე რომ, სწორად შერჩეული ქოთანი მცენარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქოთანი არ უნდა იყოს არც ძალიან დიდი და არც ძალიან პატარა. ბევრი მცენარის მოყვარული მცენარეს პლასტიკურ ქოთანში ტოვებს, რომელსაც ლამაზ ქოთანში ათავსებს, ასე მცენარის გადარგვა უფრო ადვილია. ასევე არსებობს ჭკვიანი ქოთნები, რომლებიც თავად არეგულირებენ მორწყვის პროცესს, ასე თავიდან აირიდებთ ზედმეტად მორწყვას ან პირიქით.
4. პატარა ლარნაკები
რა თქმა უნდა, დიდი ზომის ლარნაკები ოთახში ძალიან მდიდრულად და ლამაზად გამოიყურება, თუმცა ამის გამო უარს ნუ იტყვით პატარა ზომის ქოთნებზე, რომელთა ოთახში გადაადგილებაც ბევრად მარტივია. გაგიადვილდებათ მცენარეების განიავება, მათი აივანზე გატანა, ასევე შეგიძლიათ სხვადასხვა კომბინაციის გაკეთება. შეხედეთ სურათს, ნახეთ, რა საინტერესოდ არის განლაგებულები ეს ქოთნის მცენარეები.
5. ზრდის არეალი
თუ გადაწყვიტეთ ისეთი მცენარეების ქონა, როგორიც არის პალმა ან ფიკუსი, კარგად უნდა დაფიქრდეთ, მათ სათანადო პირობები სჭირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ უნდა გქონდეთ საკმარისი სივრცე, იგულისხმება როგორც სიგანე, ისე სიმაღლე, და დიდი ზომის ქოთანი, ქოთნის სიდიდე კი უნდა გათვალოთ რამდენიმე წელზე.
6. სისუფთავე
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარის სისუფთავეს. მაქსიმალურად ეცადეთ, მცენარეები რაც შეიძლება სუფთად გქონდეთ, მტვერი ფოთლებზე მნიშვნელოვნად აფერხებს ფოტოსინთეზის პროცესს. ზოგადად მცენარეებს ამ პრობლემას წვიმის წყალი უგვარებს, სახლის პირობებში კი გირჩევთ ფოთლები სველი სუფთა ჩვრით გაწმინდოთ ხოლმე, ეს პროცედურა უნდა ჩაატაროთ დაახლოებით თვეში ერთხელ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ, რომ თქვენს მცენარეს ჰქონდეს ხასხასა, პრიალა და ჯანმრთელი ფოთლები.
7. სასუქი და ნიადაგის განოყივრება
მცენარეები პერიოდულად საჭიროებენ ნიადაგის განოყივრებას. ოთახის მცენარეების შემთხვევაში - როგორც გრუნტის, ისე მოსარწყავ წყალში დამატებული სასუქის სახით. სასურველია შეიძინოთ მხოლოდ მაღალი ხარისხის სასუქი. ასევე ყურადღება მიაქციეთ სასუქის ვარგისიანობის ვადას.
8. გაანიავეთ მცენარეები
ისევე, როგორც ადამიანებს, მცენარეებსაც აუცილებლად სჭირდებათ სუფთა ჰაერი, ამიტომ, კარგ ამინდში გირჩევთ მათ გატანას სუფთა ჰაერზე. თან გაითვალისწინეთ, ამინდი უნდა იყოს ისეთი, რომ მცენარე არც გაიყინოს და არც მზის სხივებმა დაწვას.