ახალი წლის წინა დღეებში სავაჭრო დახლებზე ხასხასა წითელი ფერის ულამაზესი ყვავილი ჩნდება. ქართული საშობაო ტრადიციებისთვის ის უცხო და ახალია, თუმცა ევროპაში ძალიან გავრცელებულია და თანდათან ჩვენშიც იკიდებს ფეხს. ეს ყვავილი პუანსეტია გახლავთ. მას საშობაო ვარსკვლავსაც უწოდებენ. რატომ უნდა იქონიოთ ეს ალისფერი ყვავილი შინ საშობაოდ და როგორ უნდა მოუაროთ მას.
პუანსეტია უნიკალური და ძალიან ლამაზი საშობაო მცენარეა. მას სხვაგვარად ბეთლემის ან საშობაო ვარსკვლავს უწოდებენ. მასთან დაკავშირებით ასეთი ლეგენდაც არსებობს:
თურმე მექსიკაში ობოლი და-ძმა ცხოვრობდა, რომელთაც ძალიან უყვარდათ შობა და ყოველთვის მოუთმენლად ელოდნენ ამ
თუ ამ ლეგენდას დავუჯერებთ, მცენარე ნამდვილად სასწაულმოქმედია, რადგან უეცრად იცვალა ფერი შობის ღამეს. პუანსეტია ესპანელებმა მექსიკისთვის ბრძოლის დროს ნახეს და სწორედ შობის პერიოდისთვის გაშლილი ულამაზესი ვარსკვლავით იმდენად მოიხიბლნენ, რომ მღვდელმსახურებმა ამ ყვავილს Flora de Noche Bueno, ანუ წმინდა ღამის ყვავილი უწოდეს.
ამასთანავე, ის ძალიან ლამაზია და, თუ თქვენც გაახარებთ, თქვენს ბინას ფერადი ფოთლებით დაამშვენებს.
თუ გსურთ, რომ თქვენი პუანსეტია შობის ღამეს წითელი იყოს, სექტემბრიდან, დღის მეორე ნახევარში, უნდა დადგათ ბნელ ადგილას, ან რაიმე მუქი ფერის ნაჭერი გადააფაროთ და მცენარე "დააბნელოთ". ასე მოიქეცით დეკემბრის ბოლომდე და თქვენი პუანსეტია შობას ნამდვილად წითელი ფოთლებით შეხვდება.
შეგიძლიათ, ეს გაითვალისწინოთ შემდეგი შობისთვის, მაგრამ, თუ ახლა შეიძინეთ პუანსეტია, აუცილებლად შობის ღამეს სუფრასთან ან ნაძვის ხესთან ახლოს დადგით, რათა მომავალი წელი ბედნიერების მომტანი იყოს.
განაგრძეთ კითხვა
კომენტარები