აზალია, ანუ როდოდენდრონი ოთახის მცენარეებს შორის ყველაზე ლამაზად ითვლება. ბერძნულად მისი სახელი “ვარდის ხეს” ნიშნავს.
მისი უპირატესობა ისაა, რომ ზამთარშიც უხვად ყვავილობს, დაახლოებით ორ თვეს (წელიწადში ორჯერ) და მის ვარდისფერ, წითელ და შინდისფერ ყვავილებს ოთახში გაზაფხულის სურნელება შემოაქვს.
მრავლდება თესლით, კალმით, გადაწვენითა და ბუჩქის გადარგვით. საქართველოში 5 სახეობის ყვავის: ყვითელი, უნგერნის, შქერი (ანუ პონტოური იელი), კავკასიური, ანუ დეკა და სმირნოვი. ბუნებაში, ძირითადად, მაღალმთიან რეგიონებში გვხვდება.
მიუხედავად იმისა, რომ ქოთნის აზალია საკმაოდ ჭირვეული მცენარეა, სილამაზის გამო იგი ყველა ოთახის მოყვარულ დიასახლისს
აქვს. თუმცა, ვინც მის შეძენას ახლა აპირებს, მისთვის სასარგებლო რჩევები გვაქვს.
ზაფხულში აზალიას ზედმეტი სიცხე არ უხდება და უმჯობესია, იგი გრილ ადგილას გადადგათ. ზამთარში ოთახის ტემპერატურა 10-15 გრადუსზე დაბალი არ უნდა იყოს.
აზალიას 100 მეტი ჯიში არსებობს და სხვადასხვა სახეობა წელიწადის სხვადასხვა დროს ყვავის. აზალიას სინათლე უყვარს, მაგრამ არა მზის პირდაპირი სხივები, განსაკუთრებით, ზაფხულში.
ზაფხულში ფოთლები ხშირად დაუნამეთ ანადუღარი ან ოთახის ტემპერატურის წყლით. უმჯობესია, წვრილპულველიზატორიანი ბოთლი გამოიყენოთ, რადგან წყლის დიდმა წვეთებმა შეიძლება ყვავილსა და ფოთოლზე ლაქები გააჩინოს.
რაც შეეხება ნიადაგს, იგი მუდმივად ტენიანი უნდა იყოს. მოსარწყავად იდეალურია წვიმის წყალი. აზალია ის მცენარეა, რომელსაც მჟავე მიწა უყვარს. ამიტომ ნიადაგი ტორფით უნდა გაუმდიდროთ ან მორწყვისას წყალში ლიმონის რამდენიმე წვეთი გაურიეთ (ლიმონის 2-3 წვეთი ერთ ლიტრ წყალზე ან ლიმონმჟავას 2-3 კრისტალი ერთ ლიტრ წყალზე). მჟავე წყალი მცენარემ თვეში ერთხელ უნდა მიიღოს.
შემოდგომაზე მცენარის მორწყვა უნდა შეამციროთ, მაგრამ მისი გამოშრობა არ დაუშვათ.
ახალი ნერგები ყოველწლიურად გადარგეთ (გამოიყენეთ მხოლოდ მაღალი ქოთნები), ძველები – 2-3 წელიწადში ერთხელ. გადარგვისას ნიადაგი გაუფხვიერეთ, გაამდიდრეთ ბუნებრივი მინერალებით.
მაისი თვეში აზალიას ზედმეტ ტოტები, ფოთლები უნდა მოაშოროთ. გახსოვდეთ, რაც უფრო დიდი ბუჩქია, მით ნაკლებ ყვავილს გამოიღებს.
დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ სილამაზის მიუხედავად, ამ მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია, ფრთხილად იყავით.
მარინა ვაშაძე