ჩვენთვის ნაცნობი ბევრი მცენარე ევროპაში მსოფლიოს სხვადასხვა შორეული ქვეყნიდან მოხვდა. მთელი რიგი ისტორიები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობდნენ ესა თუ ის მოგზაურები მცენარეების საკუთარ ქვეყანაში შეტანას. მისიონერები, ბოტანიკოსები, უბრალო მოგზაურები, მეცნიერები ამას საკუთარი სიცოცხლის ფასად აკეთებდნენ. იმისათვის, რომ ევროპისათვის აბსოლუტურად უცნობი და უცხო მცენარე მოეპოვებინათ და საკუთარ ქვეყანაში ჩაეტანათ, ისინი ებრძოდნენ ტროპიკულ ტყეებსა თუ სხვადასხვა ტროპიკულ დაავადებას, ასევე აბორიგენებსა თუ შხამიან მწერებსა და გველებს. მალე ეს საქმე იმდენად სარფიანი გახ
და, რომ სუი უფრო და უფრო იმატა შპიონაჟმა, მექრთამეობამ, ტყუილმა და მკვლელობებმაც კი. საქმე ის გახლავთ, რომ იშვიათი მცენარეების ფასი ხანდახან ასტრონომიულ თანხებსაც კი აღწევდა და ეს არცთუ იშვიათად ხდებოდა. მოგზაურიბა მცენარეებისთვისაც არ ყოფილა ადვილი პროცესი, სანამ ინგლისელმა მეცნიერმა ნათანიელ უორდმა არ გამოიგონა სპეციალური მინის ქილა, რომელშიც სისველის შენარჩუნება იქნებოდა შესაძლებელი. უორდის ეს კონტეინერი გახდა სწორედ მცენარეების გადატანის ძირითადი საშუალება, მომავალში კი ჩვენი სათბურების პროტოტიპი.
რაც შეეხება იმას, თუ რომელ სტილს რომელი მცენარე უხდება, მოგახსენებთ:
კლასიკურ სტილს ძალიან უხდება აზალიები, ციკლამენები, ასევე სხვადასხვა ტიპის ბეგონიები, ასევე სეპოლიები და პალმები.
ეგზოტიკურ ავეჯს კი ჰარმონიულად ერწყმის ფიკუსი, ბრომელი, პალმა, პასიფლორა.
იაპონური ტიპის ინტერიერს მოუხდება ბამბუკი, რაპისი, აზალია და რაღა თქმა უნდა, ოთახის ბონსაი.
მოდერნისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დრაცენა, დიდი ზომის ფიკუსი, ასპარაგუსი, კაქტუსი, პალმა.
თანამედროვე, ახალგაზრდულ ოთახს ძალიან კარგად შეერწყმება ამარილისი, ანტურიუმი, ალოკაზია, სპატიფილუმი, მონსტერა, გარდენია, კალა, პასიფლორა.
ხის ავეჯს შეგიძლიათ შეუხამოთ ბეგონია, კალანჰოე, პემერგონია, პუანსეტია.
ხმელთაშუა ზღვის ტიპის ავეჯს კი ძალიან უხდება აგავა, ალოე, გიბისკუსომი, კაქტუსი, ლიმონის და ფორთოხლის ხეები.
ეს რეკომენდაციები მკაცრი წესები როდი გახლავთ. მცენარეები ხომ ცოცხალი არსებები არინ და ისინი თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ საკუთარი გემოვნების მიხედვით, ჩვენ უბრალოდ რჩევის სახით მოგაწოდეთ ინფორმაცია.