ფანჯრის რაფა ოთახის ყვავილებისთვის ყველაზე კარგ ადგილად ითვლება, რადგან სწორედ ამ ადგილას არის ყველაზე კარგი ბუნებრივი განათება. თუმცა რა უნდა ვქნათ საიმისოდ, რომ საბოლოოდ ფანჯრის რაფაზე ქაოსი არ მივიღოთ და ჩვენი ყვავილები ლამაზად გამოიყურებოდეს?
ფანჯრის თარო დეკორის ერთ-ერთი ატრიბუტია. ფანჯარაც ისევე უნდა გააფორმოთ და გაალამაზოთ, როგორც მაგალითად ბუხარი ან სტელაჟი. იმისათვის, რომ ფანჯრის რაფა ლამაზად გამოიყურებოდს და არ იყოს გადატვირთული ქოთნის მცენარეებით, დაგჭირდებათ კონცეფცია.
კონსტრუქცია თქვენი საყვარელი ყვავილებით შექმენით.
ჯობს რაფაზე ორი ლამაზი და შესაფერისი ყვავილი იდოს, ვიდრე 10 გაურკვეველი.
ქოთნის ირგვლივ თავისუფალი ადგილი ქოთანზე ყურადღების გამახვილების საწინდარია.
რაფაზე დასალაგებლად ჯობს სადა, უბრალო, ერთნაირი ქოთნები შეარჩიოთ.
რაოდენობასთან დაკავშირებული პრობლემა რამდენიმე ყვავილის ერთ სივრცეში მოთავსებით შეგიძლიათ მოაგვაროთ.
ფანჯრის რაფის გალამაზება მხოლოდ ყვავილებით როდია შესაძლებელი, ძალიან კარგი იდეაა მაგალითად ნატურმორტი. ზოგიერთ ქოთანს საერთოდ არ სჭირდება ყვავილი, ის ისედაც ძალიან ლამაზად და ორიგინალურად გამოიყურება.
თუ თქვენი რაფა არც ისე დიდია, უპირატესობა სეკულენტებს ან სხვა მინიატურულ ჯიშებს მიანიჭეთ.
შეგიძლიათ მინი-მცენარეები მინის ქილაში ან რაიმე ჭურჭელშიც კი მოათავსოთ. ცოტა უფრო მოზრდილი ჯიშებისთვის ძველი ორიგინალური ჯამებისა და ქვაბების გამოყენებაც არის შესაძლებელი.
სამზარეულოს რაფის გაფორმება ძველი მომინანქრებული ჩაიდნით ძალიან კარგი იდეაა, უცხოა და კრეატიული.
არც მინი ბოსტნის იდეაა ურიგო, ეს ხომ ლამაზი, გემრიელი და სასარგებლო რამ იქნება, თან, ძალიან მოხერხებულიც.
თუ ტრადიციული ქოთნები მოგბეზრდათ, შეგიძლიათ ისინი სპეციალური ფორმით შეფუთოთ.
არ დაგავიწყდეთ რიტმი და სიმეტრიაც. აბა, სცადეთ და ერთნაირი მცენარეები თანაბარი მანძილით დააშორეთ ერთმანეთს. ეს ძალიან ლამაზად გამოიყურება.
თუ არ გინდათ, რომ თქვენი რაფა ძალიან ასკეტურად გამოიყურებოდს, შეგიძლიათ შექმნათ კომპოზიცია.
თუ ფანჯრის რაფა განიერია, ეცადეთ, რომ ერთი ზომის და სიმაღლის ყვავილები ერთად არ ჩაამწკრივოთ. ასეთ შემთხვევაში ეცადეთ შექმნათ რამდენიმე დონე.
ფანჯრის გასწვრივ ხშირად ჰორიზონტალურ თაროს აკეთებენ, ეს საკმაოდ კარგი ჩანაფიქრია, თუმცა სანამ მის გაკეთებას გადაწყვეტთ, კარგად მოიფიქრეთ, როგორ უნდა გააღოთ ფანჯარა.
ნუ დაივიწყებთ იმასაც, რომ ქოთნის დაკიდებაც არის შესაძლებელი.