რომელი მცენარეები იტანენ ერთთვიან უწყლობას - იცოდეთ, თუ ქალაქიდან დიდხანს გადიხართ

ვისაც ძალიან უყვარს ყვავილები და სიმწვანე სახლში, თუმცა ხშირად უწევს მოვლინებებში სიარული და ამის გამო უარს ამბობს საყვარელ ჰობიზე, გულს ნუ გაიტეხთ, ჩვენ გირჩევთ ისეთ მცენარეებს, რომლებიც ერთი თვეც კი ძლებენ წყლის გარეშე.

ბოკარნეა
ეს ცოტა ექსტრავაგანტური, თუმცა მშვენიერი მცენარეა. იგი ძალიან ადვილი მოსავლელია, ამიტომაც მას ხშირად იყენებენ ოფისებში, ასევე სავაჭრო ცენტრებში. ბოკარნეას დიდხანს შეუძლია უწყლოდ ყოფნა, ამით მას არაფერო დაუშავდება, ის შინაგან რესურსებს გამოიყენებს.

კაუჩუკოვანი ფიკუსი

ის ძალიან ესთეტიური და კეთილშობილი მცენარეა. ის რამდენიმე მეტრი სიმაღლის იზრდება. მცენარე ძალიან
უპრეტენზიოა და კარგად იტანს სიმშრალეს. თუ მივლინებაში გიწევთ წასვლა, კარგად გაუწმინდეთ ფიკუსს ფოთლები, მორწყეთ ზომიერად და მშვიდი გულით გაემგზავრეთ თუნდაც ერთი თვით.

სანსევიერია

სანსევიერია იგივე ვეფხისტყავა ძალიან გამძლე მცენარეა. ის მშვენივრად გრძნობს თავს წყლის გერეშეც რამდენმე კვირის განმავლობაში. მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ არ ღირს კომპენსირება და უხვად მორწყვა, შესაძლოა ფოთლები ცოტა შელახული მოგეჩვენოთ თუმცა ჩვეულ რიტმში დაბრუნების შემდეგ ის მალევე აღიდგენს ჩვეულ სახეს.

ქლოროფიტუმი

ეს ყველაზე ადვილი მოსავლელი ოთახის მცენარეა. ცნობილია, რომ ის შთანთქვას ჰაერიდან ფორმალდეგიდს. Qქლოროფიტუმი მშვენივრად იტანს უწყლობას. უბრალოდ ეცადეთ ის აბაზანში მოათავსოთ და ისე დატოვოთ.

სუკულენტები

სუკულენტები უდაბნოს მკვიდრნი არიან აა სიმშრალე მათთვის საშიში სულაც არ არის. Aამ მცნეარეებს აქვთ სპეციალური უჯრედები, სადაც ისინი ინახავენ წყალს და სწორედ შენახული წყლის ხარჯზე რამდენიმე თვეც კი კარგად ძლებენ მორწყვის გარეშე.

ზამიოკულკასი, იგიგვე დოლარის ხე

ეს ეგზოტიკური სახლის მცენარეა. რამდენად იწვევს იგი დოლარების მოზღავავებას ვერ გეტყვით, თუმცა ინტერიერს მართლაც ალამაზებს. Gარდა ამისა, არანაირი მნივნელობა არ აქვს, სად მოათავსებთ ამ ყვავილს, ჩრდილში, მზეზე, ნახევრადჩრდილში თუ აბაზანაში. ის იმდენად უპრეტენზიოა, რომ ყველა პირობას ძალიან ადვილად ეგუება. ამ მცენარესთან მიმართებაში არსებობს მოსაზრება, ჯობს ცოტა ვიდრე ბევრი, დიახ, ის ვერ იტანს ბევრ წყალს. სიმშრალე მასზე მხოლოდ დადებიტად მოქმედებს.

ასპიდისტრა

თუ ეძებთ ისეთ ყავილს, რომელიც თქვენგან არ მოითხოვს დიდი ყურადღებას, შეარჩიეთ ასპიდისტრა. მას არ ჭირდება კარგი განათება და ბევრი წყალი, ასევე კარგად უძლებს ტემპერატურის ცვალებადობას.

ქოია, ანუ ცვილის სურო

მისის სქელი ფოთლები კარგად იტევენ წყლის მარაგას, ამიტომ ეს მცენარე თავისუფლად ძლებს რამდენმე თვე წყლის გარეშე. თუმცა საამისოდ ჯობს ისეთი პერიოდი შეარჩიოთ, როდესაც ის არ ყვავის, რადგან ყვავილობის პერიოდშ მას მეტი სითხე ესაჭიროება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები