როგორც კვლევა ამტკიცებს, შრომისუნარიანობა იზრდება, როცა ოფისში ბევრი მცენარეა და „ეკოატმოსფერო“ სუფევს. წარმოგიდგენთ თქვენი სამუშაო ადგილისთვის ყველაზე „გამძლე“ მცენარეებს:
ფილოდენდრონი
ფილოდენდრონი - ოფისში მომუშავე ადამინების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მცენარეა. ის პრაქტიკულად ნებისმიერ პირობებში ცოცხლობს: არ საჭიროებს რთულ მორწყვას, დიდი ოდენობით სინათლეს და შესანიშნავად გადააქვს ტემპერატურის ცვალებადობა და კონდინციონერი.
ბედნიერების ხე
ამტანობით გამოირჩევა ბედნიერების ხეც. უყვარს მზე, ამიტომ ყველაზე კარგად თავს ფანჯარასთან გრძნობს, არ სჭირდება ხშირი მორწყვა. შესანიშნავად შეეგუება, თუ მთელი ოფისი დასასვენებლად წავა და მის შ
ესახებ საერთოდ დაივიწყებს.
ალოე ვერა
ეს მცენარე, გრძელი ფოთლებით იდეალური ვარიანტია, როგორც სახლისთვის, ისე ოფისისთვის. ის წმენდს ჰაერს, გამოყოფს ჟანგბადს და აუმჯობესებს განწყობას. მისი მორწყვა საკმარისია ყოველ ორ კვირაში ერთხელ.
კაქტუსი
მრავალფეროვანი სახეობისა და ნებისმიერ პირობებში სიცოცხლის უნარის წყალობით, კაქტუსი 100%-ით საოფისე ინტერიერის ნამდვილი ჰიტია. მცირე ზომის კაქტუსები არ იკავებს დიდ ადგილს, არ სჭირდება მოვლა და არაპირდაპირი შუქი ურჩევნია. მორწყეთ კვირაში ერთხელ.
ასპიდისტრა მაღალი
ასპიდისტრა იაპონური ტყიდანაა და განთქმულია სიცივის ამტანობით. მისი ლამაზი შეფერილობა ნებისმიერ ოფისს დაამშვენებს.
სანსევიერა (სიდედრის ენა)
მცენარის წარმოშობა აფრიკიდან მოდის. ის თავს შესანიშნავად გრძნობს მზეზე, ჩრდილში, სიცხესა თუ სიცივეში, ნოტიო ან მშრალ ადგილას. იდეალური კომპანიონია ოფისში მომუშავეთათვის.
ფლორარიუმი
და ბოლოს, იდეა მათთვის, ვისაც სურს „ყველაფერი ერთში“ მიიღოს: ფლორარიუმი. ეს გახლავთ მცირე ზომის ბაღი შუშის დახურულ სივრცეში, რომლის შიგნით შენარჩუნებულია რეგულარული ტენიანობა და ტემპერატურა. ის არ იკავებს დიდ ადგილს, ამიტომ შეგიძლიათ მოათავსოთ, როგორც ფანჯრის რაფაზე, ისე სამუშაო მაგიდაზე. ფლორიუმი შეგიძლიათ საკუთარი ხელით დაამზადოთ, ან შეუკვეთოთ მზა.