რატომ შეიძლება გაუშავდეს ფოთლები ოთახის მცენარეს - 5 მიზეზი


ოთახის მცენარეების მოვლა არც ისე მარტივი საქმეა. თუ ქოთნის ყვავილები მოგწონთ და გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ინტერიერი უნდა დაამშვენოს, მათ სათანადოდ უნდა მოუაროთ კიდეც. ოთახის მცენარეებს განსაკუთრებული ყურადღება ზამთარში ჭირდება, როდესაც ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს, ამ დროს სიფრთხილეა საჭირო წყალი არ დააკლდესა ან პირიქით, მეტი არ მოუვიდეს. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ყვავილებს ფოთლების კიდეები უშავდება. რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზები?

შემოგთავაზებთ 5 მიზეზს, ამის ცოდნა საყვარელი ყვავილების გადარჩენაში დაგეხმარებათ.

1. დაბალი ტენიანობა



დაბალი ტენიანობა ყვავილის ჭკნობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს.
გათბობის ჩართვის შემდეგ შენობაში ტენიანობა ავტომატურად კლებულობს 30 პროცენტამდე, რაც მცენარეებისთვის დამღუპველი, კატასტროფული მაჩვენებელია, ასეთ ტენიანობას მხოლოდ კაქტუსები იტანენ.

2. მაღალი ტემპერატურა



მაღალმა ტემპერატურამ ოთახში ასევე შეიძლება გამოიწვიოს მცენარის გახმობა. სასურველია ოთახის ტემპერატურა არ აღემატებოდეს 20-ს, მინიმალური ზღვარი კი 16 გრადუსია.

3. ორპირი ქარი 



სიცივე და ორპირი ქარი ნებისმიერ მცენარეს დიდ საშიშროებას უქმნის.

4. პრობლემა ფესვებზე



ზამთრის პერიოდში მცენარის ფოთლების გაშავებას ფესვებთან დაკავშირებული პორობლემები იწვევს, კერძოდ ეს ფესვების ლპობითაა გამოწვეული. ფესვების ლპობა კი არასწორი მორწყვა განაპირობებს. 

5. წყალი



და ბოლოს., მცენარეს პრობლემა შეიძლება შეუქმნას წყალმა, უფრო სწორედ წყლის ტემპერატურამ. მოსარწყავი წყალი აუცილებლად უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის და არა ონკანის, ეს არსებითად მნიშვნელოვანია.


კომენტარის დამატება