როგორ გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე ყვავილებს ლარნაკში

ქალების უმრავლესობა ყვავილებს აღმერთებს. ლარნაკში ჩალაგებული ყვავილები ნებისმიერ ინტერიერს ალამაზებს, ხასაითზეც დადებითად მოქმედებს და თუ დღესასწაული არ არის და არ გვაჩუქეს ხშირად თავადაც ვყიდულობთ ხოლმე, თუმცა მეორე დღეს ყვავილები ჭკონობას იწყებს და გულს გვწყვეტს. როგორ უნდა მოვიქცეთ, ჩვენს ლამაზ ყვავილებს სიცოცხლე რომ გავუხანგრძლივოთ?

პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, არ უნდა დავიზაროთ და უნდა მოვაჭრათ ძირები, საამისოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ მჭრელი დანა ან მაკრატელი.
უნდა მოაჭრათ ირიბად, 45-გრადუსიანი კუთხით. ასე მცენარე წყალს უკეთ მიიღებს.

მოაშორეთ ასევე ფოთლები. ის ყვავილებს ართმევს წყალს და
ხელს უშლის გაშლაში, რაც საბოლოოდ მის ჭკნობას უწყობს ხელს.
გარდა ამისა, ფოთლები წყალში ლპება და ბევრ ბაქტერიას წარმოქმნის, რაც უსიამოვნო სუნის გარანტიაა.

წყალი ყვავილისთვის აუცილებლი ატრიბუტია, თუმცა უნდა ვიცოდეთ, როგორი ტემპერატურის წყალი უნდა ჩავასხათ ლარნაკში.

ვარდებს მაგალითად, ცივი წყალი უყვართ და თუ ცივ წყალში ყინულის ნაჭრებსაც ჩაამატებთ თავს ბევრად უკეთ იგრძნობენ.
ყვავილების უმეტესობას უყვარს გრილი წყალი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თბილი. წყალი ყვავილს 2-3 დღეში ერთხელ უნდა გამოუცვალოთ და აუცილებლად უნდა გარეცხოთ ლარნაკი.

ეცადეთ, რომ არ გამოიყენოთ ვიწროყელიანი ლარნაკი, ასეთი ტიპის ჭურჭელი ძირითადად დეკორატიული ყვავილებისთვის არის განკუთვნილი.

მოჭრილი ყვავილები ვერ იტანენ მზის პირდაპირ სხივებს და სითბოს, ამიტომ უმჯობესია მათთვის გრილი ადგილი შეარჩიოთ. ასე რომ, მოარიდეთ ყვავილებიანი ლარნაკი ფანჯრის რაფას და ასევე ხილს. მართალია, ყვავილები ხილთან ტანდემში ბევრად ლამაზად გამოიყურება, თუმცა მალე ჭკნება. განსაკუთრებით ხელს უწყობს ჭკნობის პროცესს ბანანი. საქმე ის არის, რომ ხილი გამოყოფს ეთილის გაზს, რაც მცენარეებს არ უხდებათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები