ზამთრის ბაღი პოპულარობას მე-19 საუკუნიდან იძენს. დღესდღეობით ზამთრის ბაღის შესაქმნელად სულაც არ არის საჭირო აგარაკი, ამის გაკეთება კორპუსშიც არის შესაძლებელი, რაშიც დაგეხმარებათ თანამედროვე კლიმატური ტექნიკა და ინჟინერული გადაწყვეტილებები. რა თქმა უნდა, კორპუსის სახლში ვერ იქნება ისეთი მასშტაბები, როგორიც ქალაქგარეთ სახლში, თუმცა დახვეწილი ფოტოკომპოზიციის შექმნა ნამდვილად შესაძლებელია.
მდებარეობა
პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ, სად აკეთებთ ზამთრის ბაღს, საამისოდ იდეალური ვარიანტი მანსარდა გახლავთ, რომელიც სამხრეთ-აღმოსალეთით ან სამხრეთ-დასავლეთით იქნება განთავსებული. ასეთი მდებარეობა მოგცემთ საშუალებას თავი მოუყაროთ სხვადასხვა მოთხოვნილების მქონე მცენარეებს. თუ ისეთი ბაღის გაკეთებას
გეგმავთ, რომელიც მთელი წელი უნდა ფინქციონირებდეს, მაშინ აცილებლად უნდა უზრუნველყოთ სინათლე და სითბო სეზონების მიხედვით. ამისთვის დაგჭირდებათ სითბოს შესანარჩუნებელი მასალა შუშაზე და ფარდები ან ჟალუზები.
მცენარეების შერჩევა, ჰაერის ტენიანობა
ზამთრის ბაღისთვის, როგორც წესი, არჩევენ დეკორატიულ მცენარეებს, ანუ ისეთს, რომელიც ფოთლების ფორმით და სილამაზით ფასდება. ასეთი მცენარეების შერჩევის დროს, რაღა თქმა უნდა, ყურადღება ექცევა არა მარტო ვიზუალურ მხარეს, არამედ მათ მოთხოვნებსაც. უმეტესი მცენარეების ოპტიმალური ტენიანობა 60-80 პროცენტია.
ტენიანობისადმი დამოკიდებულების მიხედვით მცენარეები იყოფიან ქსეროფიტებად, რომელთაც შედარებით მშრალი ჰაერი სჭირდებათ და მეზოფიტებად, რომლებიც უპირატესობას შედარებით ტენიან ატმოსფეროს ანიჭებენ. ასევე არსებობენ ჰოდრიფიტები, რომელთაც შეუძლიათ არსებობა 100-პროცენტიან ტენიანობაში. ასეთი ტენიანობის მიღწევა ზამთარში, გამათბობლების პირობებში, მხოლოდ სპეციალური აპარატურით არის შესაძლებელი.
თუ არ ხართ მზად ან არ გაქვთ საშუალება უზრუნველყოთ ასეთი ტენიანობა ტროპიკული მცენარეებისთვის, მაშინ გირჩევთ აირჩიოთ ამ მხრივ ნაკლებად მოთხოვნადი მცენარეები, მაგალითად ფიკუსი, სპატიფილუმი, ჟასმინი, სცინდაპუსი, სეკულენტები და ა.შ. თუ თქვენი ბაღი შეძლებს უზრუნველყოს საკმარისი ტენიანობა, მაშინ ეგზოტიკური ნოტების შემოსატანად შეარჩიეთ ფიტონია, დრაცენა, მარანტა და სხვა.
მცენარეების შერჩევა, განათება
თუ ზამთრის ბაღის გაკეთებას მხოლოდ ზამთრის პერიოდისთვის გეგმავთ, მაშინ მისთვის იდეალური ვარიანტი სამხრეთი მხარე იქნება. ხოლო თუ მთელი წლით აპირებთ მცენარეებით ტკბობას, გამოგადგებათ აღმოსავლეთი ან სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე. სინათლის მოყვარულ მცენარეებს განეკუთვნება ბანანი, ციტრუსები, პალმა, მურაია.
თუ თქვენი ბაღი სამხრეთით არის განთავსებული, გირჩევთ შეარჩიოთ ისეთი მცენარეები, როგორიც არის მონსტერა, ქლოროფიტუმი და ა.შ.
ელემენტების შერწყმა
ზამთრის ბაღი, როგორც წესი, ერთიანი კონცეფციით იქმნება, იქნება ეს ანტიკური, გოთიკური თუ მოდერნის სტილის. ზამთრის ბაღის მთავარი ატრიბუტი მოსასვენებელი ზონაა, კარგი იქნება, თუ მოსასვენებელი ზონა დეკორატიულიც იქნება.
ავეჯი ბაღისთვის უმჯობესია იყოს დამზადებული ბუნებრივი მასალისგან, რომელიც იქნება მდგრადი ლპობის მიმართ.