6 პრობლემა, რომელსაც მცენარე გარეგნული ნიშნებით გატყობინებთ


რა არ ყოფნით მცენარეებს? მართალია, ისინი ვერ საუბრობენ, მაგრამ გარეგნული ნიშნებით გკარნახობენ, რა აკლიათ.

ფოთოლი შრება და ხმება

არასაკმარისი ტენიანობა

მცენარეებს ფოთლები ძირითადად მაშინ უჭკნებათ, როდესაც ნიადაგი გამომშრალია. არ არის საჭირო ბევრი წყალი, მაგრამ არც იმის ლოდინია საჭირო, როდის გამოშრება მიწა. გამოსავალი მარტივია, ეცდეთ, რომ ყვავილს ნიადაგი ყოველთვის ნამიანი ქონდეს, ხოლო თუ მიწა ძალიან სწრაფად შრება, ე.ი. ქოთანი არის პატარა ზომისაა და ყვავილს გადარგვა ჭირდება.

ფოთლები ცვივა

არასაკმარისი წყალი

თუ ყვავილი არ იზრდება და ფოთლები სცვივა, უფრო ხშირად უნდა დაუსხათ წყალი. თუმცა შემოდგომით
ზოგიერთი მცენარე თავისთავად იცვლის ფოთლებს, მაგალითად ფიკუსი, მას ყოველწლიურად ცვივა ფოთლები შემოდგომით, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მას რამე პრობლემა აქვს.

ფოთლის ბოლოები ჭკნება


ეს იმას ნიშნავს, რომ ოთახში არ არის საკმარისი ტენიანობა
იმისათვის, რომ მცენარემ თავი კომფორტულად იგრძნოს, ოთახში უნდა იყოს ტენიანობა 60-80 %. თუ მაჩვენებელი ამაზე დაბალია, რაც ხშირად ხდება ზამთარში გათბობის სეზონზე, 40%, მცენარემ შესაძლოა თავი არაკომფორტულად იგრძნოს. იმისათვის, რომ ყვავილს უშველოთ, უნდა მოაშოროთ ბატარეას.

დეფორმირებული და გაუფერულებული ფოთლები

ზედმეტად ბევრი წყალი

საჭიროზე მეტი წყალი ოთახის მცენარეების პირველი მტერია. ასე მცენარე შესაძლოა დალპეს, ამიტომ აკონტროლეთ წყლის რაოდენობა.

დახვეული ფოთოლი

ორპირი და სიცივე



სულ პატარა ორპირიც კი საკმრისი საიმისოდ, რომ მცენარეს ფოთლები დაეხვეს. მიაქციეთ ამ ფაქტორს ყურადრება და თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენ მცენარეს სცივა, აუცილებლად მოუძებნეთ სხვა ადგილი.

ფოთლები გაფერმკრთალდა

თუ თქვენ მცენარეს ფოთლები გაუფერმკრთალდა, მის ნიადაგს გამდიდრება სჭირდება. ნიადაგში რკინის უკმარისობა ყველაზე გავრცელებული პრობლემაა.

მცენარე ფანჯრისკენ მიიწევს


ეს კი, თავადაც ხვდებით, იმას ნიშნავს, რომ მცენარეს მზის შუქი არ ყოფნის და ეს პრობლემა უნდა მოაგვაროთ.





კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები