ყვავილები და ბოსტნეული, რომლებსაც წყლიან ჭიქაშიც გაახარებთ


ოთახის მცენარეები ნებისმიერ სახლს დამატებით სიმყუდროვეს სძენს. თუმცა ყველას როდი უყვარს მიწაში ქექვა, ჰოდა, სწორედ ასეთი ადამიანებისთვის არსებობს ისეთი მცენარეები, რომლებიც წყლის ჭიქაშიც მშვენივრად ხარობენ.

მწვანე ხახვი


ეს ბოსტენული ძალიან მარტივად ხარობს ფანჯრის რაფაზე. საამისოდ საჭიროა მხოლოდ ხახვის წყალში მოთავსება.
ამის თქმა მარტო ხახვზე როდი შეიძლება, არსებობს კიდევ მრავალი მცენარე, რომელიც მშვენივრად უძლებს სპარტანულ პირობებს.

ნიორი


თქვენ დაგჭირდებათ არც თუ ღრმა ჭურჭელი. ჩაასხით მასში ცოტა წყალი, მოათავსეთ ნივრის კბილიდა ძალიან მალე გამოიღებს ნაყოფს, რომელსაც თავისუფლად მოიხმართ საყვარელი კერძის კეთების დროს.

ჩინური კომბოსტო


მეორენაირად მას პეკინურ კომბოსტოს უწოდებენ. შეგიძლიათ ამ კომბოსტოს ახალი ფოთლების გამოღებაში დაეხმაროთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხოლოდ კომბოსტოს ქვედა ნაწილი შემოგრჩათ.
მოათავსეთ კომბოსტოს ფესვი წყლიან ჭურჭელში და დაელოდეთ, როდის გამოიღებს ახალ ფურცლებს.

სტაფილო

სტაფილოს მალე ეზრდება თავი თუ მას მოათავსებთ წყლიან ჭიქაში. ეს მწვანე ნაწილი იჭმევა და ძალიან სასარგებლოა. მისი დამტება სალათებში შეგიძლიათ.

პიტნა

პიტნა ბევრი ადამიანის საყვარელი მცენარეა და ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, საკმარისია პიტნა ფესვებით მოათავსოთ წყალში და მისი გახარება ძალიან ადვილად ხდება.

რეჰანი


იმისათვის, რომ სახლში ყოველთვის გქონდეთ ქორფა რეჰანი სულაც არ არის საჭირო ყოველდღე ბაზარში სირბილი. იყიდეთ ერთხელ ეს მცენარე და ფესვებით წყალში მოათავსეთ. დაგვიჯერეთ, რეჰანი ყოველთვის ხელთ გექნებათ.

როზმარინი


თუ გინდათ, რომ სამზარეულოში როზმარინიც გქონდეთ, ჩადეთ ის ფესვებით წყალში და დაელოდეთ შედეგს. თუმცა, როდესაც მცენარე დაგრძელდება, ის მიწაში უნდა გადარგათ.

ნიახური

ღერებს არ ვატეხავთ, ვაჭრით ისე, რომ ზედა ნაწილის 4-5 სმ-ს ვტოვებთ. ვათავსებთ საშუალო სიღმის ჭურჭელში და 4-5 დღის შემდეგ ნახავთ, რომ გექნებათ ახალი ნიახური.

ყვავილები

ტიტა

ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ტიტები მხოლოდ ბაღში იზრდება, თუმცა ასე არ არის. ის წყალშიც მშვენვრად იხარებს, უბრალოდ მოათავსეთ მისი ბოლქვი წყლიან ჭიქაში.

ეიქორნია  
ეს ნაზი მცენარე მშვენივრად გრძნობს თავს ნიადაგის გარეშე და ახარებს ადამიანებს. როგორ წესი, ამ ყვავილს აკვარიუმში ახარებენ ხოლმე.

გიაცინტი
მოათავსეთ ამ ლამაზი მცენარის ბოლქვი წყალში, გაალამაზეთ დეკორატიული ქვებით და დადგით ნათელ ადგილას.

ამარილისი

კიდევ ერთი დეკორატიული ბოლქვიანი მცენარე, რომელსაც არ სჭირდება ნიადაგი. თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ წყალი და დეკორატიული ქვები ბოლქვის დამჭერად.

ციპერუსი
ციპერუსი ნაზ პალმას მოგაგონებთ და არ სჭირდება წყალი. მას სიმაღლეში გასაზრდელად მხოლოდ წყლიანი ლარნაკი ჭირდება.

ბამბუკი
ბამბუკი ძალიან სწრაფად იზრდება წყლიან ლარნაკში თუ საკმარისი წყალი აქვს.

ოქროსფერი ეპიპრემნუმი

როგორც წესი, ეს მცენარე ქოთნის არის, თუმცა წყალშიც მშვენივირად გრძნობს თავს. ეს მცენარე ძალიან გამძლეა. მისი მოკვლა პრაქტიკულად შეუძლებელია, ჩრდილშიც კი თავს გადასარევად გრძნობს.

აგლაონემა
მას მეორენაირად ჩინურ მარადმწვანე მცენარეს ეძახიან. როგორც წესი, ქოთანში იზრდება, თუმცა არც წყალზე ამბობს უარს, თუმცა ამ შემთხვევაში მეტი დრო დასჭირდება.

სეკულენტები და კაქტუსები
ეს მცენარეები ცნობილია იმით, რომ არ საჭიროებენ ხშირ მორწყვას და დიდ ქოთნებს. მათი გავრცელების ყველაზე გავრცელებული მეთოდი ჰოდროპონიკაა. მოათავსეთ მცენარე ქვებიან ქოთანში და ჩადგით მეორე, წყლიან ქოთანში.

ტილანდსია
ამ ეგზოტიკურ მცენარეს კი არ სჭირდება არათუ ნიადაგი, წყლის გარეშეც შეუძლია არსებობა. ზრდისთვის მას მხოლოდ ტენიანი ჰავა სჭირდება.

კომენტარები

nana 2021-03-16 15:50
ra silamazea
kato 2021-03-09 22:53
წყალი უნდა გამოვცვალო ? რამდენ დღეში? ერთიდაიგივე წყალი ხომ გაფუჭდება. ვინც იცით მიპასუხეთ რა
... 2021-03-09 18:53
კარგი იქნებოდა თვითეული ყვავილის სურათები დაგედოთ ჩემნაირად ბევრმა არ იცის ყვავილის სახელი. მადლობთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები