10 სასუქი ოთახის მცენარეებისთვის იოდით, საფუარითა და ნიშადურის სპირტით


დღესდღეობით ბაზარზე უამრავი სახეობის სასუქის შეძენაა შესაძლებელი. ჩვენ კი ვისაუბრებთ ბუნებრივ სასუქებზე, რომელიც ძალიან ეფექტურად გამოიყენება ოთახის მცენარეებისთვის.
ყველაზე პოპულარული სასუქი ქოთნის ყვავილებისთვის არის შაქარი, ბანანის ქერქი, საფუარი, ნახშირი, კვერცხის ნაჭუჭი, იოდი, წყალბადის ზეჟანგი, ნიშადურის სპირტი.
თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს. შევეცდებით მოგაწოდოთ საჭირო რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოვიყენოთ ესა თუ ის საშუალება.

ბანანის ქერქი


ბანანის ქერქი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უმოწყალოდ მოისვრის ხოლმე ნაგავში, რეალურად ვიტამინების საბადოა. შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, აზოტს. ერთი სიტყვით,, ისეთ ნივთიერებებს, რაც ზოგიერთ მცენარეს
ძალიან სჭირდება, მაგალითად, ბეგონიას, ციკლამენას, იას და ა.შ.

როგორ მოვამზადოთ სასუქი ბანანის ქერქისგან
სუფთა ბანანის ქერქი დააქუცმაცეთ, მოათავსეთ ერთლიტრიან ქილაში და გააჩერეთ 24 საათი. შემდეგ გადააქციეთ წყალი, მასა დაიყვანეთ ერთ ლიტრამდე და დაუსხით მცენარეს. ამ საშუალების ერთადერთი მინუსი უსიამოვნო სუნია.
ბანანის სუფთა ქერქს აშრობენ, მაგალითად ღუმელში, შემდეგ ფქვავენ, ფხვნილს აყრიან ნიადაგს და შემდეგ მცენარეს ასხამენ წყალს. ეს პროცედურა საჭიროა თვეში დაახლოებით ერთხელ. ან შეიძლება გამომშრალი ბანანის ქერქი ქოთნის ძირში მოათავსოთ და ისე გადარგათ მცენარე.
კარგად გარეცხილი ბანანის ქერი დაჭერით და ღრმად მოათვსეზთ მიწაში. ამ მეთოდის უარყოფითი მხარე ის არის, რომ ქერქი ძალიან ნელა ლპება.
არსებობს ასევე ბანანის კოქტეილი. მის მოსამზადებლად უნდა გამოაშროთ 4 ცალი ბანანის ქერქი, დაგჭირდებათ ასევე 2-3 კვერცხის ნაჭუჭი და 20 გრ. მაგენზია. მიღებული მასა გადააზავეთ 900 მლ. წყალში და კარგად აურიეთ. სითხე აუცილებლად მაცივარში უნდა ინახებოდეს. გამოიყენება მცენარის დასანამად კვირაში ერთხელ.

შაქარი


ამ საშუალების მთავარი სარგებელი გლუკოზაა, რაც მცენარის სასიცოცხლო ციკლისთვის აუცილებელია.
მკვებავი სითხის მოსამზადებლად ერთი სუფრის კოვზი შაქარი გახსენით 500 მლ წყალში და დაასხით მცენრეებს.
ასევე შეგიძლიათ შაქარი მოაყაროთ ნიადაგს და შემდეგ დაუსხათ წყალი.
პროცედურა გაიმეორეთ თვეში ერთხელ.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გლუკოზის ტაბლეტები, რომელიც აფთიაქში იყიდება. პროპორცია სასურველია იყოს 1 ტაბლეტი 1 ლიტრ წყალზე.
თუმცა, შაქარი მცენარისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, თუ საკმარისად გამოიყოფა ნახშიროჟანგი, წინააღმდეგ შემთხვევაში გლუკოზა ფესვების ლპობას შეუწყობს ხელს.

ყავის ნალექი


დავიწყოთ იმითი, რომ ყავის ნალექი საკმაოდ კარგი სახის სასუქია, თუმცა არა ყველა მცენარისთვის. ყავის ნალექი ზრდის ნიადაგის მჟავიანობას, რაც ყველა ყვავილს ნამდვილად არ უხდება. ყავა უხდება აზალიას, როდოდენდრონს, წიწვოვან მცენარეებს და ა.შ.
ყავის ნალექის ანალოგი შეიძლება იყოს ჩაის ფერის ნაყენი, რომლიც, ყავის ნალექის მსგავსად, ნიადაგს ჟანგბადით ამდიდრებს.

ნახშირი


ნებისმიერი სახის ნახშირი მდიდარია მიკროელემენტებით და ძალიან სასარგებლოა ნებისმიერი ნიადაგისთვის.
ნახშირი შეგიძლიათ გახსნათ წყალში და ისე გამოიყენით ან შეგიძლიათ უბრალოდ გადაურიოთ ნიადაგს.

საფუარი


საფუარი ხელს უწყბს ოთახის მცენარეების ზრდას. განსაკუთრებით უხდება ახალგადარგულ მცენარეებს.
10 გრ საფუარი გახსენით 1 ლიტრ ნელ თბილ წყალში, დააყენეთ დაახლოებით 2 საათი. მიღებული ნაყენი გადააზავეთ წყალში პროპორციით 1:5-ზე და გამოიყენეთ მცენრეების მოსარწყავად ზამთარსა და შემოდგომაზე თვეში ერთხელ, ზაფხულსა და გაზაფხულზე 10 დღეში ერთხელ.
აღნიშნული სასუქი ძალიან კარგად მოქმედებს ფესვთა სისტემაზე და ხელს უწყობს მცენარის ყვავილობას.

ქარვის მჟავა


ქარვის მჟავა მიიღება ბუნებრივი ქარვის გადამუშავების შედეგად, ის წააგავს ლიმონის მჟავას და ძალიან კარგად მოქმედებს მცენარს იმუნურ სისტემაზე, თუმცა მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ წელიწადში ერთხელ.

კვერცხის ნაჭუჭი


კვერცხის ნაჭუჭი კალციუმის წყარო რომ არის ყველამ კარგად ვიცით, თუმცა მისი სასუქად გამოყენება ცოტა საკამათო საკითხია. თუ მაინც გადაწყვიტეთ მისი გამოყენება დაიწყეთ ეს ეტაპობრივად, რათა ბევრი არ მოგივიდეთ. ის შეგიძლიათ დაფშვნათ და შეურიოთ ნიადაგს ან გახსნათ წყალში და მორწყათ მცენარე.

ნიშადურის სპირტი



ნიშადური ძალიან კარგი და ეფექტური საშუალებაა მცენარის გამოსაფხიზლებლად, მისი ძალების აღსდგენად, ის არის აზოტის წყარო, რომელსაც მცენარე ძალიან მალე შეიწოვს.
გახსენით ერთი სუფრსი კოვზი ნიშადური ერთ ლიტრ წყალში და დაუსხით მცენარეს. ნორმაა 2 კვირაში ერთხელ.

წყალბადის ზეჟანგი



წყალბადის ზეჟანგით ამუშავებენ ტორფს მცენარისთვის, ასევე ხელს უწყობს მცენარეს ზრდის პროცესში. 20-25 მგ. წყალბადის ზეჟანგი გახსენით 1 ლიტრ წყალში და დაუსხით მცენარეს. მოწრყით მცენარე კვირაში რამდენჯერმე სანამ შედეგი თვალსაჩინო არ იქნება.

იოდი



ეს საშუალებაც ძალიან უწყობს ხელს მცენარის ზრდას. ერთი წვეთიიოდი გახსენით ერთ ლიტრ წყალში და დაუსხით მცენარეს ქოთნის კიდეებთან, რათ ფესვები არ დაწვას. ერთჯერადადმხოლოდ 50 გრამის დასხმა შეიძლება. თუ ნიადაგი მშრალია, იოდის ნაზავის დასხმამდე კარგად დაასველეთ.

რძე


გააკეთეთ რძის ნაზავი წყალთან პროპორციით 1:10-ზე და მორწყეთ მცენარე. ამ აბაზანის შემდეგ თქვენი მცენარის ნივთიერებათა ცვლა საგრძნობლად გააქტიურდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები