„ყვავილები ჩემი ცხოვრების მეგზურები არიან... ბავშვობიდან მომყვებიან და ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე ჩემთან იქნებიან...“ - ამბობს ქალბატონი მარინა ვაშაძე, ფლორისტი, ჩვენი ჟურნალის ერთგული კონსულტანტი. სწორედ ყვავილების მოვლასა და ბევრ საინტერესო თემაზე ესაუბრება ქალბატონი მარინა ჩვენს მკითხველს.
- როგორ დაინტერესდით ყვავილებით, რა გამოცდილება დაგიგროვდათ ამასობაში?
- დედას ჰქონდა უამრავი ია, მაშინ მხოლოდ ლურჯი და თეთრი არსებობდა. შევამჩნიე და ჩემი ყურადღება იმ დღიდან მიიპყრო ამ საოცარმა არსებებმა (ასე ვიტყოდი), როცა დედამ იმ ფანჯრის რაფაზე გაანაწილა, სადაც დილაობით მუსიკას რთავდა რადიოში. იქ, სადაც მუსიკა არ
სწვდებოდათ, ყვავილებმა მოიწყინეს. მივხვდი, რომ მათ ძალიან მოსწონთ მუსიკა და არა მარტო მუსიკა, საუბარი, ბიოველი, რომელსაც ადამიანი გამოსცემს. ვერ ვიტყოდი, რომ ყვავილები და ზოგადად მცენარეები ჩემი ჰობია. მათი მოვლა, დაკვირვება, უამრავი ექსპერიმენტი უფრო პროფესიონალიზმს დაემსგავსა. ალბათ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მიყვარს ვიღაცაზე ზრუნვა, მოსმენა, გაგება, რჩევა, გამოცდილების გაზიარება, მიყვარს ურთიერთობა ყვავილებთან, ცხოველებთან, ბავშვებთან. მცენარე კმაყოფილებას ყვავილებით გამოხატავს და როგორ მიხარია, რომ ხშირად მაჯილდოებენ ამ სიკეთით. ესე იგი მე მათ გავუგე და მივუხვდი. ჰობი უამრავი მაქვს, მით უმეტეს ამ პანდემიის პირობებში, - ხელნაკეთი ნივთები (ავითვისე სხვადასხვა ტექნოლოგია), ასევე ქსოვა, კერვა, დიზაინი, ხატვა. ვწერ მოთხრობებს, ლექსებს, მაგრამ ძირითადი მაინც ყვავილებია, რადგან მათ ესმით ჩემი, ჩემს ხასიათსაც კი ხვდებიან. მათთან ურთიერთობის 50 წელი დამიგროვდა. გამოცდილებას ვუზიარებ და ვასწავლი მეგობრებს, უცნობებს, ნაცნობებს. არსებობს ასეთი ჯგუფი, „ყვავილნარი“, ქალბატონი ირინა ღარიბაშვილის მიერ შექმნილი ჯერ კიდევ მაშინ, როცა სოციალურ ქსელში არ არსებობდა მსგავსი ინფორმაცია მცენარეებზე. მიყვარს ეს ჯგუფი. ბევრი მეგობარი შევიძინე, უამრავი გამოცდილება დავაგროვე და სხვებსაც ვუზიარებ. ამ ჯგუფმა ბევრ ყვავილნარელს გაუკაფა გზა მცირე ბიზნესისკენ. გვქონდა საქველმოქმედო აქციებიც, ჯგუფში კონკურსებიც გვაქვს. მცენარეებზე და კერძოდ ყვავილებზე საუბარი შემიძლია უსაზღვროდ, უზომოდ და უმისამართოდ.
- რამდენად პოპულარული გახდა ყვავილების მოვლა წლებთან ერთად საზოგადოებაში? რამდენად ინფორმირებული არიან?
- ბოლო ათი-თხუთმეტი წელია ძალიან პოპულარული გახდა ყვავილების მოშენება აივნებზე, მცირე მიწის ნაკვეთებზე, აგარაკებზე. ადრე ინფორმაცია მწირი იყო და ინტერნეტშიც არ მოიძიებოდა, მხოლოდ წიგნებით და ისიც უცხოურით ვსარგებლობდით. ახლა საქართველოში გაიხსნა უამრავი სათბური, ჩამოაქვთ ახალი და უცხო მცენარეები, ვიძენთ, მაგრამ მოვლა არ ვიცით. ვიწყებთ ძიებას, რა პირობები მოსწონს ამა თუ იმ მცენარეს, თითოეულს ხომ ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. არ შეიძლება ყველა ყვავილი ერთნაირ პირობებში ვამყოფოთ, ერთი და იგივე მცენარეც კი სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირად ვითარდება და ხარობს. ასე რომ, ყველაფერი უნდა ვიცოდეთ - ჩრდილის მოყვარულია თუ სინათლის, სად მოვათავსოთ, მორწყვის რეგულირება, დროულად გადარგვა, გასხვლა, საკვების მიცემა და ასე შემდეგ.
- ბევრ ინფორმაციას აწვდით მცენარეების მოყვარულებს, თავად რომელი გიყვართ გამორჩეულად?
- ჩემთვის არ არსებობს რაღაც განსაკუთრებულად გამორჩეული მცენარე, ყვავილი, ყველა მიყვარს, მაგრამ მაინც გამოვყოფდი ჩინურ ვარდს, ჰიბისკუსს, რომელიც მხიბლავს თავისი მრავალფეროვნებით, ულამაზესი ყვავილებით. ასე ვიტყოდი, ეს ყვავილი არის გულღია, თბილი, ყვავილი სიკეთე. პეტუნიები - ნაირფერებით გამორჩეული, რომელიც გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ყვავის, ულამაზესია როგორც ეზოში, ასევე სახლშიც, ქოთნებში. ვარდები - ვცდილობ შევაგროვო მათი ჯიშები, აგარაკზე ორმოცდაათამდე ჯიშის ვარდი მაქვს, რომელთაც თავის დროზე სჭირდებათ გასხვლა, შეწამვლა და შრომასაც გიფასებენ. უამრავ ინფორმაციას ვაწვდი ჯგუფში ყვავილნარელებს, გამოცდილებამ მასწავლა მათი მოვლა. მცენარის კმაყოფილება გამოიხატება მათ ყვავილობაში, თუ ასე არ არის, სულ ვეძებ მიზეზს, რატომ არ ყვავილობს, და როცა მიზანი მიღწეულია, ეს თვითკმაყოფილებაცაა, რა თქმა უნდა.
- გაზაფხულზე რა ტიპის რჩევები უნდა გაითვალისწინონ ოთახის მცენარეების მოყვარულებმა?
- ზამთარში მცენარე ისვენებს, იძინებს ახალი ძალების მოსაპივებლად, მას დასვენება ესაჭიროება, ამ დროს მისი გამოფხიზლება სხვადასხვა სტიმულატორებით, სასუქებით არაა მიზანშეწონილი. გაზაფხულზე, როცა ვეგეტაციის პერიოდი იწყება, მცენარე გამოფხიზლებას იწყებს, ადვილად შევატყობთ, ახალი ყლორტები ჩნდება, ახალი კვირტები, აი ზუსტად ამ დროს სჭირდება დახმარება, რომ ახალი ჯანსაღი მცენარე მივიღოთ. არსებობს უამრავი ბუნებრივი სასუქი, რომლითაც მცენარე შეგვიძლია გამოვკვებოთ, ეს იქნება ბანანის ნაყენი თუ ყავის ნალექი, შაქრიანი წყალი თუ ხახვის ფურცლების ნახარში.
ოთახის მცენარეების მოყვარულებს ვურჩევ ზამთრის პერიოდში არ გადარგონ მცენარე, ზამთარში არც მათი შეძენაა მიზანშეწონილი. გადარგვა, ან ახალი ნიადაგის დამატება, თუ ქოთანი დიდია, კარგია გაზაფხულიდან.
- თქვენ რა დროს უთმობთ თქვენი ბაღის თუ ოთახის მცენარეების მოვლას?
- სახლში ოთხასამდე ქოთნის ყვავილი მაქვს, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება მათ მხოლოდ მორწყვას, არათუ მოვლას. არსებობენ პრეტენზიული, მომთხოვნი, ასე ვთქვათ, მძიმე ხასიათის მცენარეები და, რა თქმა უნდა, უპრეტენზიო, ადვილად მოსავლელები, რომლითაც ახალბედა მეყვავილემ უნდა დაიწყოს.
- რა აუცილებელი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს ყველამ, რომ ჰქონდეს მოვლილი ბაღი თუ ოთახის მცენარეები?
- ათი ოქროს წესი არსებობს, რომელიც სასურველია ყველამ იცოდეს:
1. არ დაასხათ მცენარეებს ზედმეტი წყალი - ფესვებს არა მხოლოდ წყალი, არამედ ჰაერიც სჭირდება. ნიადაგში ზედმეტი ტენის მუდმივად არსებობა მცენარეების უმრავლესობისთვის სასიკვდილოდ სახიფათოა. ისწავლეთ სწორად მორწყვა.
2. შეუქმენით მშვიდი პირობები - თითქმის ყველა მცენარეს ზამთარში სიმშვიდე სჭირდება, ანუ ის უნდა მორწყათ იშვიათად, ნაკლები სასუქი დაუყაროთ და გქონდეთ უფრო დაბალ ტემპერატურულ რეჟიმში, ვიდრე აქტიური ზრდის პერიოდში.
3. შეურიგდით ზოგიერთი მცენარის დაკარგვას - ისეთი მცენარეები, როგორიცაა ყოჩივარდა, ქრიზანთემა და სხვა, ხშირად საჩუქრის სახით გამოიყენება და რამდენიმე კვირაში ჭკნება. ეს თქვენი ბრალი არაა - აღნიშნული სახეობები დროებითი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი.
4. შექმენით ტენიანი ატმოსფერო - ზამთარში ოთახში, სადაც გათბობაა ჩართული, ჰაერი უდაბნოს ჰაერივით მშრალია. ტენიანობის გაზრდა შეიძლება წყლის დასხურებით, დაჯგუფებით ან „ორმაგი ქოთნის“ (მცენარიანი ქოთანი ტენიანი ტორფით სავსე კონტეინერში იდება) მეშვეობით.
5. დროულად მიიღეთ საჭირო ზომები - პრობლემები გამოცდილ მეყვავილეებსაც ექმნებათ და ახალბედებსაც. დაავადების მკურნალობა მის საწყის სტადიაზე იოლია, ხოლო თუ ავადმყოფობა მთელ მცენარეზე გავრცელდა, მას უკვე ვეღარ უშველით.
6. დააჯგუფეთ მცენარეები - თითქმის ყველა მცენარე უკეთ გამოიყურება და ვითარდება, თუ ჯგუფურად არის დალაგებული.
7. ისწავლეთ გადარგვა - 1-2 წლის შემდეგ მცენარეთა უმრავლესობა მომხიბლაობას კარგავს. ასეთ შემთხვევებში უბრალოდ საჭიროა, მცენარე უფრო დიდ ქოთანში გადარგოთ.
8. სწორად შეარჩიეთ მცენარეები - მცენარე უნდა შეესაბამებოდეს იმ პირობებს, რომლის შექმნაც თქვენ შეგიძლიათ. გამოცდილი მეყვავილეც კი ვერ შეძლებს სითბოს მოყვარული მცენარის გაზრდას მზიან რაფაზე.
9. შეიძინეთ აუცილებელი ინვენტარი - დაგჭირდებათ სარწყავი, წყლის გასაფრქვევი, კარგი მიწა, ქოთნები, სადგამები, თხევადი სასუქი, ანტისეპტიკი პარაზიტებთან საბრძოლველად, რბილი ღრუბელი, ძველი ჩანგლები და კოვზები და სხვ.
10. სწორად მოუარეთ ყველა მცენარეს - დაკვირვებით შეისწავლეთ თითოეული მცენარის გაზრდისა და მოვლის თავისებურებები.
ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი მცენარეებთან მიმართებაში,
სხვათა შორის, ძალიან უყვართ კლასიკური მუსიკა. ვერ იტანენ მკვეთრ ხმებს, ხმაურს. ზოგიერთ მცენარეს ერთმანეთის გვერდით დგომაც არ მოსწონს. მაგალითად, კაქტუსებს არ უყვართ დიდფოთლიანი ყვავილები, უარყოფითად მოქმედებენ მათზე. უმჯობესია ერთნაირი პირობების მოყვარული მცენარეები ერთად იყოს.

კომენტარები