როგორ მოვიყვანოთ წიწაკა სახლის პირობებში? - ნატურალური სუნელი თქვენს ფანრჯის რაფაზე!

მწარე, წითელი წიწაკის, იგივე ჩილის სახლის პირობებში გახარება ძალიან მარტივი ყოფილა. გარდა იმისა, რომ გექნებათ საშუალება ეს სანელებელი სახლში სულ გქონდეთ, ვიზუალურადაც ლამაზი სანახავია თქვენს ფანჯრის რაფაზე წითლად მოკაშკაშე ლამაზი მცენარე.
ამ მცენარეს უყვარს მზიანი, თბილი ადგილი. წიწაკა შეგიძლიათ მოიყვანოთ თესლის საშუალებით ქოთანში, ან მოგვიანებით გადარგათ უკვე გახარებული ნაყოფი ქოთანში.

იმისათვის, რომ გაახაროთ წიწაკა, თქვენ დაგჭირდებათ:
1. ხელთათმანები
2. გრუნტი
3. წიწაკის თესლები
4. პატარა ქოთანი
5. წყალი

1. დაალბეთ წიწაკის თესლები თბილ წყალში ერთი დღე-ღამით.
შემდეგ ამოიღეთ და გაამშრალეთ. უნდა დაითესოს მხოლოდ

კარგად გამშრალებული თესლი.
დალბობის პროცედურა თესლს დათესვის პროცესს ააქტიურებს და წიწაკა იზრდება ძლიერი. ძალიან კარგია ასევე დასალბობად თბილი გვირილის ჩაი. ის ძალიან კარგად მოქმედებს წიწაკის თესლზე.


2. მოამზადეთ ქოთანი თესლების ჩასარგავად. ქოთნის ძირში აუცილებლდ განათავსეთ დრენაჟი, ნიადაგს კი შეურიეთ სასუქი. მიწაში გააკეთეთ ჩაღრმავება, დაახლოებით 1,5 სმ და მოათავსეთ შიგ თესლები.


3. თესლები უნდა მორწყათ ყოველდღიურად. 1 ჩაის კოვზი წყალი ყოველდღიურად საკმარისი იქნება თესლების გარშემო არსებული მიწის დასატენიანებლად.


4. როგორც უკვე გითხარით, წიწაკას უყვარს სითბო და სინათლე, ამიტომ ქოთანი სწორედ ასეთ ადგილას უნდა მოათავსოთ. თუ თქვენ გამოიყენებთ ულტრაისფერი განათების მქონე ლამფასაც, წიწაკის ზრდის პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებთ.


5. პირველი წამონაზარდი გაჩნდება უკვე რამდენიმე დღეში, რამდენიმე კვირაში კი შეგიძლიათ მცენარე გადარგათ უფრო დიდ ქოთანში ან აგარაკზე, ეზოში.


6. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუ თქვენ წიწაკის ღია ცის ქვეშ გადარგვას გეგმავთ, ის აუცილებლად უნდა გამოაწრთოთ, გააკაჟოთ, ქოთანი ყოველ დღე უნდა გაიტანოთ სუფთა ჰაერზე და მცენარე ნელ-ნელა შეაჩვიოთ ცივ ჰაერს. ეს პროცედურა ხელს შეუწყობს მცენარის ადაპტაციას ცივ ტემპერატურასთან.


7. გირჩევთ გამოიყენოთ სასუქი, რომელიც შეიცავს კალიუმს, ის ძალიან უხდება წიწაკას. თუ თქვენ პატარა ხეს რეგულარულად გაანოყივრებთ, მოსავალსაც უხვად მიიღებთ. რომ იცოდეთ, რა ლამაზია პატარა თეთრი ყვავილები, რომელსაც წიწაკის ხე ყვავილობის დროს ისხამს ხოლმე.

კომენტარები

ლალი 2019-11-26 10:25
წიწაკას მუმლი გაუნდა რა გაუკეთო
დათო 2018-12-19 12:09
ჩემ წიწაკას ფოთლები გასცვივდა ვერ მეტყვით
ტბილისკი 2017-08-20 17:55
გვანცა, დრენაჟი არის გამწოვი. გექნება ნანახი ქოთნის ძირსსჰი ნახვრეტი .
გვანცა 2017-07-14 16:18
დრენაჟი რას ნიშნავს? როგორ გავაკეთოთ?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები