ოთახის მცენარე ნებისმიერ სახლს ამშვენებს, გამსაკუთრებით ლაამაზი სანახავები არიან ზამთარში, როდესაც გარეთ ძალიან ცივა ან სულაც ყინავს, თქვენს მყუდრო სახლში კი მწვანე ფერი მაინც აქტუალურია. ამჯერად შევეცდებით ყურადღება გავამახვილოთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად ოთახის მცენარეებზე და მოგცეთ სასარგებლო რჩევები მათ მოვლასთან დაკავშირებით.
აზალია
ამ ბოლო დროს მოდაში შემოვიდა ყვავილების თაიგულის ნაცვლად დღესასწაულებზე ქოთნის ყვავილების ჩუქება. ქოთანში მოხდენილად მოკალათებული აზალიას ნახვაც სულ უფრო ხშირად არის შესაძლებელი, თუმცა მას მომხიბვლელობა დიდხანს როდი მიჰყვება. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ფანჯრის ქოთანზე მოკალათებული თქვენი ლამაზი
აზალიისთვის ოპტიმალური ტემპერატურა ზაფხულში +19-+22 გრადუსია, ზამთარში კი - +12-+13 გრადუსი. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი მორწყვა და ტენიანობა. აზალიას ძალიან უყვარს ტენიანი ჰაერი, ზაფხულში ხშირი, ხოლო ზამთარში ზომიერი მორწყვა. ამ ყვავილის გადარგვა შეგიძლიათ ყოველ წელს, ყვავილების მაღაზიებში კი იყიდება სპეციალური მიწა აზალიებისთვის.
კალანჰოე
კალანჰოეც ასევე შედის რვა საუკეთესო მოყვავილე ოთახის მცენრეთა რიცხვში. ეს მცენარე ძალიან უყვართ ყვავილების მოყვარულებს, რადგან ის ძალიან ადვილი მოსავლელია და განსაკუთრებულ პირობებს არ მოითხოვენ. კალანჰოე ძალიან კარგად ეგუება ოთახის პირობებს.
ამ ყვავილის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სხვა ყვავილებთან შედარებით არის ის, რომ ის ძალიან კარგად იტანს პირდაპირი მზის სხვებს. ოპტიმალური ტემპერატურა მისთვის არის ზაფხულში +19-+29 გრადუსი, ხოლო ზამთარში კი +12 გრადუსი.
რაც შეეხება მორწყვას, ეს მთლიანად არის დამოკიდებული ოთახის ტემპერატურაზე, რაც უფრო ცხელა, მით მეტად ითხოვს მორწყვას. რაც შეეხება ჰაერის ტენიანიბას, კალანჰოესთვის ამ ფაქტორს თითქმის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ის მშვენივრად გრძნობს თავს და იზრდება მშრალი ჰაერის პირობებშიც. რაც შეეხება მის განოყუვრებას, სასუქი განსაკუთრებით სჭირდება ყვავილობის პერიოდში. ამ დროს კვირაში ერთხელ სასუქის დაყრა აუცილებელია, ნებისმიერ სხვა დროს კი ამის გაკეთება 2-3 კვირაში ერთხელ აბსოლუტურად საკმარისია.
ანთურიუმი
ამ ყვავილს კაცთა ბედნიერებასაც უწოდებენ. ამ მცენარის ზოგიერთი ჯიში მთელი წელი ყვავის და მთელი წელი ახარებს გულს მოყვავილე წითელი ყვავილებით, თუმცა როდესაც ყავავილი თავს არაკომფორტულად იგრძნობს, ის გაყვითლდებადა დაჭკნება. ამიტომ ეცადეთ ამ მცენარეს სათანადო პირობები შეუქმნათ, რათა გული გაგიხაროთ.
ანთურიუმს ძალიან ეშინია მზის დამწვრობის, ამიტომ აუცილებლად უნდა მოარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს.
ყველაზე კარგად ეს ყვავილი თავს +20-+30 გრადუსზე გრძნობს. ზამთარში კი ოთახის ტემპერატრა +16 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს. პულივიზატორით წყლის შეშხუპუნება ანთირიუმისთვის რეკომენდირებული არ არის, განსაკუთრებით ეს ეხება მის ყვავილებს.სასურველია ჰაერის ტენიანობა შეადგენდეს 40-50%-ს. ამ მცენარეს მორწყვა უხდება, თუმცა ცადეთ რომ წყალი არ დაგუბდეს, ზედმეტი რაოდენობა ქოთნიდან მაშინვე გადმოასხით. ნიადაგის განოყივრება თვქში ერთხელ ან ორჯერ მოუხდება, ეცადეთ ეს არცთუ ძლერი ხსნარით გააკეთოთ.
გერანი
ყვავილების მოყვარულთათვის ეს მცენარე ასოცირდება გარკვეულ სპეციფიურ სურნელთან, რომელიც წარმოიქმნება ამ მცენარის გასრესვის შედეგად. ეს ძალიან პოპულარული ოთახის მცენარეა, რომელიც არც ისე რთული მოსავლელია. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ამ მცენარისა არის ის, რომ მას ძალიან უყვარს სინათლე, მზე, ასე რომ, თუ ქოთანს მზეზე მოათვსებთ, ამით გერანს არაფერს დაუშავებთ, პირიქით, ის თქვენ მადლობასაც კი გეტყვით.
ასე რომ, გერანს უნდა შეურჩიოთ რაც სეიძლება მზიანი და ნატელი ადგილი, ეს ფაქტორი იმის გარანტია იქნება, რომ თქვენი ყვავილი ხანგრძლივად და უხვად იყვავილებს.
გერანს არ აშინებს ორპირი და კარგად იტანს ტემპერატურის ცვალებადობას. ამიტომ ის არა მხოლოდ ქოთანში, არამედ სათბურებშიც მოჰყავთ. ოპტიმალური ტემპერატურაა +18-+22 გრადუსი. ტენიანობას მნიშვნელობა არ აქვს. ამ მცენარის მორწყვა უმჯობესია ოთახის ტემპერატურის წყლით, ეცადეთ წყალი ზედმეტი არ მოგივიდეთ, რათა თავიდან აიცილოთ ლპობის პროცესი. სასუქი დაუყარეთ თვეში ერთხელ, გადარგვა უხდება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ.
ორქიდეა
ბოლო წლების განმავლობაში ორქიდეებმა ოთახის მცენარეებს შორის გამორჩეული და მოწინავე ადგილი დაიმკვიდრეს. ეს მცენარე ძალიან მრავალფეროვანია. ამ ულამაზესმა მცენარემ ძალიან ბევრი სახლი გაალამაზა, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი აწყდებ ერთ პრობლემას, რომდესაც ორქიდეას ყვავილი კარგავს სიცოცხლისუნარიანობას და ჭკნობას იწყებს, ახალი ყვავილები კი არსად ჩანს. საქმე ის არის, რომ თუ ყვავილი თავს არაკომფორტულად გრძნობს, მაშინ მის ყვავილობას არ უნდა ველოდოთ.
არსებობს ორი ძირითადი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ორქიდის ყვავილობას და მის კომფრტს, ეს არის სინათლე და მორწყვა. მცენარის ამ ჯიშისთვის არსებითად მნიშვნელოვანია დღის შუქის ხანგრძლივობა. თუმცა მიაქციეთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ თქვენს მიერ შერჩეულ ადგილს თუ პირდაპირი მზის სხივები არ მიანათებს, თქვენი ყვავილის ფოთლები აუცილებლად დაიწვება. ჰაერის ტენიანობა რაც მაღალი იქნება, მით უკეთესი. რსც შეეხება მორწყვას აქაც აუცილებელია ზომიერების დაცვა, რომ თავიდან ავიცილოთ ფესვის ლპობია. რაც შეეხება ორქიდეასთვის მიწის განოყივრებას, ეს შეგიძლიათ წელიწადში 2-3 ჯერ გააკეთოთ.
სპატიფილუმი
სპატიფილუმს ქალთა ბედნიერებასაც უწოდებენ. ამ მცენარეს ხშირად ჩუქნიან ხოლმე გასათხოვარ გოგონებს. ძველი თქმულების თანახმად, ეს ყვავილი ბედნიერების მომტანია. აი ასეთი მნიშვნელოვანი მცენარეა ჩვენი სპატიფილუმი. მათ კი, ვისაც ცრურწმენების არ სჯერა, ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ეს საოცრად ლამაზი ყვავილია, რომელიც ნებისმიერ სახლს დაამშვენებს და აღავსებს დადებითი ემოციებით.
საპტიფილუმი შეგიძლიათ მოათვასოთ ჩრდილში ან ნახევრადჩრდილში, რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში მზეზე.
ეს მცენარე მზის სხივებს ვერ იტანს. ასევე უნდა იცოდეთ, რომ ამ ყვავილს უნდა გაატარებინოთ გრილი ზამთარი +16-+17 გრადუსი, რაც შეეხება ზაფხულს, ამ სეზონზე სპატიფილუმისთვის ოპტიმალური ტემპერატურა +22-+23 გრადუსია. ამ ყვავილს ძალიან უხდება წლის პულივიზატორით შეშხაპუნება და ასევე ფოთლების ნამიანი ნაჭრით გაწმენდა. რწყვის პროცესი უნდა იყოს რეგულარული და ამავე დროს აუცილებლად ზომიერი. რაც შეეხება ნიადაგის განოყივრებას, სასუქს საჭიროებს წელიწადში ორჯერ, მარტსა და ოქტომბერში. ზამთარში გირჩევთ ყვავილი დაასვენოთ.
ია
ეს სახლის ყვავილი უძველესი დროიდან ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ძალიან ბევრი ნაირსახეობა არსებობს. იას უყვარს ნახევრად ჩრდილი. მზის სხივებს ძალიან ცუდად იტანს. დღეში 10 საათი მაინც უნდა იყოს დღის შუქზე, ამიტომ მათ მოყვარულებს ვურჩევთ დამატებითი განათების დამონტაჟებას.
მორწყვა უნდა ზომიერად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიწის ზედაპირი გამოშრება. მორწყვა უმჯობესი ოთახის ტემპერატურის წყლით. ამ მცენარის გადარგვის აუცილებლობა არ არსებობს. რაც შეეხება სასუქს, გირჩევთ მიწის გაჯერებას სასუქით წელიწადში ორჯერ.
ბეგონია
კიდევ ერთი საკმაოდ გავრცელებული ოთახის ყვავილია მცენარე სახელად - ბეგონია. სწორად მოვლის შემთხვევაში ეს მცენარე იმდენად ყვავის, რომ ფოთლები საერთოდ აღარ უჩანს. ბეგონიასაც არ უყვარს მზის სხივები, ამიტომ ის ჩრდილში უნდა დააბინავოთ.
ყვავილობისთვის ოპტმალური ტემპერატურა +25-+22 გრადუსია. ეს მცენარე სითბოს მოყვარულია და სიგრილესა და ორპირს ძალიან ცუდად იტანს. საჭიროებს ზომიერ მორწყვას, მთავარია, რომ ნიადაგი არ გამოუშრეს. ეცადეთ მორწყათ ხშირად და ზომიერად. ნიადაგის განოყივრებას მთელი წლის განმავლობაში მოითხოვს.
კომენტარები