ერთი შეხედვით ალოე თითქოს ჩამორჩება ოთახის სხვა მცენარეებს თავისი გარეგნული მახასიათებლებით, თუმცა ამ მინუსს ამ მცენარის ორიგინალურუბა და მისი სასარგებლო თვისებები დიდ პლუსად აქცევს. ასევე პლუსად შეიძლება ჩავთვალოთ ის ფაქტორი, რომ ალოე ძალიან უპრეტენზიოა და შესაბამისად, ადვილი მოსავლელია. ალოე გამოირჩევა თავისი სამკურნალო თვისებებით, მისი ფოთლებიდან გამოწურული წვენი უებარია სურდოს და ხველების დროს.
შევეცდებით განვიხილოთ, რა პირობები სჭირდება ამ მცენარეს და როგორ უნდა მოვუაროთ მას.
შესაბამისი ადგილი
ალოეს უყვარს მზის შუქი, ამიტომ, თუ გა
ზაფხულობით ალოეს ქოთანი გაიტანეთ აივანზე ან ტერასაზე, სუფთა ჰაერზე, ეს მას ძალიან უყვარს და ესიამოვნება. ერთადერთი გაფრთხილება ამ დროს იქნება, რომ მოარიდოთა წვიმას, რადგან ალოეს არ უყვარს და ვერ იტანს ზედმეტ წყალს.
ზამთარში, როდესაც დღე შემცირებას იწყებს, ალოე საჭიროებს დამატებით განათებას.
ოპტიმალური მორწყვა
ალოეს მორწყვა პირდაპირ არის დაკავშირებული გარშემო არსებულ ტემპერატურაზე. თუ საუბარია მორწყვაზე ზაფხულში, მაშინ ტემპერატურა მერყეობს საშუალოდ +25-+30 გრადუსებში. ასეთ შემთხვევაში ალოე უნდა მორწყათ დღეგამოშვებით ან ყოველდღე. რაც შეეხება ზამთრის ტემპერატურას, როდესაც ოთახის ტემპერატურა ფიქსირდება საშუალოდ +12-+13 გრადუსი, ალოეს მორწყვა კვირაში ერთხელ აბსოლუტურად საკმარისია.
მოსარწყავად უმჯობესია გამოიყენოთ ნადგომი, რბილი წყალი, სასურველია ის იყოს ოთახის ტემპერატურის. მოერიდეთ მოსარწყავად ცივი წლის გამოყენებას, განსაკუთრებით ზამთარში.
მორწყვის დროს წყალი უნდა დაუსხათ ფესვს და არა დაასხათ მცენარეს, რათა თავიდან ავიცილოთ ლპობის პროცესი.
ტემპერატურა და ტენიანობა
ტენოანობა ალოესთვის მთავარი და განმსაზღვრელი ფაქტორი არ არის, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ოთახში იქნება ტენანი ჰაერი, ზაფხულში შეგიძლიათ ალოე კვირაში ორჯერ პულევიზატორით დანამოთ.
გამრავლება
გაზაფხულზე უნდა მოაცალოთ ახალგაზრდა ტოტები და ცალკე უნდა დარგოთ, მერე კი ჩვეულებრივ მოუაროთ.
თვეები.
ასევე შეიძლება გამრავლება ფოთლით. ჯანსაღი და ლამაზი ფოთოლი რაც შეიძლება ძირში უნდა აათალოთ, შემდეგ მცენარის დაჭრილი ნაწილი უნდა მოთავსდეს ბნელ ადგილას. დაჭრილ ადგილას თხელი ქერქი უნდა გამოჩნდეს.
შემდეგ უნდა მომზადდეს ტორფიანი ნიადაგი და მოათავსოთ იქ ფოთოლი.
კომენტარები