საუკეთესო მცენარეები ფლორარიუმისა და ტერარიუმისთვის

ბოლო დროს აქტუალური გახდა ტერარიუმები და ფლორარიუმები. განსაკუთრებით - ეს უკანასკნელი. ტერარიუმებისა და ფლორარიუმების უმეტესობა დამზადებულია შუშის, პლასტმასის ან ხის მასალისგან. ხმელეთის ცხოველებისთვის ტერარიუმში ათავსებენ მიწას, ქვიშას, ქვებს, დებენ ხავსს, რგავენ მცენარეებს. რა არის ან ერთი, ან მეორე? და როგორ შეიძლება დაამზადოთ თქვენით, ან რა მცენარეების მოთავსება შეიძლება მათში?

ტერარიუმი

როგორც წესი, ტერარიუმში მოთავსებული არის ხოლმე წყალიც ან წყლით გაჟღენთილი გრუნტი. მთავარი პირობა ამ შემთხვევაში ტერარიუმში ოპტიმალური ტემპერატურის და ტენიანობის შენარჩუნებაა. რაც შეეხება განათებას, ეს პრობლემ გვარდება სპეციალური მოწყობილობით, რომელიც არანაირად არის დაკავშირებული ბუნებრვ განათებასთან.


ტერარიუმი ძალიან პოპლარული გახდა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მისი სახლში ქონა ყვავილებით თუ ქვეწარმავლებით დაინტერესებულ ნებისმიერ

ადამიანს შეუძლია. ძალიან ხშირად შეგხვდებათ ტერორიუმებში სეკულენტები და კაქტუსები, მიუხედავად იმისა, რომ ეს მცენარეები საერთოდ არ არის გათვალისწინებული ამ სათავსოსთვის და 2-3 კვირაში მცენარე შეიძლება უბრალოდ დალპეს.

ფლორარიუმი

ფლორარიუმი უფრო მომცრო ზომის არის, უფრო ადვილად გასაკეთებელი და მოსავლელი და ყვავილების მოყვარულებისთვის ძალიან საყვარელი. მინი-ბაღი ბოთლში ან ქილაში ხშირად ქმნის ტროპიკული ტყის ან უდაბნოს ასოციაცასაც კი და სახლის დეკორის ნაწილადაც ხდება და ბევრს გულს უხაერებს. ხანდახან ის ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.

მცენარეული ტერარიუმიც და ფლორარიუმიც ჩვეულებრივი აკვარიუმია, უბრალოდ მასში თევზებისა და წყლის ნაცვლად მცენარეებია. ფლორარიუმის ავტორად შეიძლება მივიჩნიოთ ინგლისელი მეცნიერი ნათანიელ უორდი, რომელმაც ჯერ კიდევ XVIII საუკუნის დასაწყისში ჩაკეტილ სივრცეში მოათავსა ტროპიკული მცენარეები და ამით შეუქმნა მათთვის სასურველი პირობები.

როგორ შეიძლება დაამზადოთ თავად ფლორარიუმი? ყველაზე რთულია ბოთლში მოთავსება, რადგან ასე მოვლაც გაგიჭირდებათ. ნუ აირჩევთ ჭურჭელს ფლორარიუმისთვის სილამაზისა და სიდიდის მიხედვით. მცენარეების მოთავსება სულ პაწაწინა შუშის ჭურჭელშიც შეიძლება, მთავარია, სწორად აარჩიოთ მცენარე და კარგად მოუწყოთ "ბუდე".

ფლორარიუმის შესაქმნელად გამოიყენება შემდეგი ნივთები და ინსტრუმენტები:

შუშის ჭურჭელი ან აკვარიუმი, დრენაჟი ფსკერზე (დატეხილი აგური, მსხვილი ქვიშა და ა.შ.), მიწა, ქვიშა ან გრუნტი (დამოკიდებულია გამოყენებულ მცენარეებზე), ჩვეულებრივი ინსტრუმენტები მცენარეების დასარგავად ან პინცეტები, წყალი შპრიცში ან პულვერიზატორში მოსარწყავად, დეკორატიული მოსართავი (ლამაზი ქვები, ფერადი ქვიშა, ცხოველების ფიგურები ან ზღაპრული პერსონაჟები), ფლორარიუმი.

შუშის ფორმა კარგად უნდა გარეცხოთ, შემდეგ გაამშრალოთ და შიგნიდან სპირტით გამოწმინდოთ. ფსკერზე დადეთ აქტივირებული ნახშირი, რომ ან შთანთქას მავნე ორგანული ნივთიერებები, ან ობისა და სოკოსგან დაიცვას. აქტივირებული ნახშირის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოთ ჩვეულებრივი დრენაჟი ოთახის მცენარეებისთვის, თუმცა დიდი ოდენობით, რადგან ქილაში ან ბოთლში არ არის ხვრელები, სადაც სინესტე გავა.

ჭურჭელში ათავსებენ გრუნტს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მომავალ მწვანე მცხოვრებლებს: თუ მინი-უდაბნო იქმნება, შეგიძლიათ, ჩვეულებრივი ქვიშა გამოიყენოთ. თუ ტროპიკულ ჯუნგლებს აწტობთ, მზა სუბსტრატის გამოყენება ჯობს, რომლებიც იყიდება სპეციალურ მაღაზიებში. დეკორაიული ეფექტისთვის გრუნტის ფენები შეიძლება, ფერადი ქვიშით ცვალოთ.

შემდეგ უკვე უნდა შეუდგეთ ჭურჭელში მცენარეების "დასახლებას". ამისთვის ისინი უნდა ამოიღოთ თავიანთი ნიადაგიდან, გაუსუფთავოთ ძირები და მომზადებულ გრუნტში დააფესვიანოთ. თუ აირჩევთ ხავსს ფლორარიუმისთვის, სუბსტრატის ზემოდან სპეციალური სუბსტრატის დადება მოგიწევთ ხავსისთვის, რადგან ხავსს მჟავე ნიადაგი უყვარს.

რომ დარგავთ და მორწყავთ, მოასუფთავებთ ფლორარიუმის კედლებს და დეკორირებას შეუდგებით, ამ შემთხვევაში ფანტაზია მოიშველიეთ და ეს ფოტოიდეებიც დაიხმარიეთ.

მცენარეებად, თუ უდაბნოს მოწყობა გსურთ, სხვადასხვა სუკულენტი გამოდგება (მცენარეები, რომლებიც დიდხანს უძებენ უწყლოობას) - კაქტუსები, ალოე და სხვები. ასევე თავისუფლად გამოდგება თქვენს ტერარიუმსა და ფლორარიუმში განსათავსებლად პეპერომია, ორზოლიანი კრიპტანტუსი, პილეა, იგივე ჩინური ფულის ხე, სელაგინელა, ტელანდსია, ოთიოპოგონი, ასპლენიუმი, ფიტონია. უბრალოდ, მცენარეებს რეგულარულად უნდა მიაწოდოთ სუფთა წყალი - იშვიათად, მაგრამ სწორად. გაანიავოთ შიგადაშიგ. ასუფთავოთ ჭურჭელი.

და გახსოვდეთ, ფლორარიუმი არ არის სამუდამო. რა ნელაც არ უნდა იზრდებოდეს მცენარეები, ერთხელაც ვერ დაეტევიან ჭურჭელში და ჩვეულებრივ ქოთნებში მოგიწევთ გადარგვა. მერე კი იქ ახალი ბაღები მაოწყვეთ.

კომენტარები

მაგული გახარია 2022-05-07 15:22
სად შეიძლება ფლრარიუმის შეძენა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები