თუ თქვენი ბინა არ არის ნათელი და ფანჯრები მზის მხარეს არ გადის, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ოთახის მცენარეებზე უარი უნდა თქვათ, არსებობს ისეთი ქოთნის ყვავილები, რომელთაც სინათლე დიდად არ სჭირდებათ.
აგლაონემა
ეს მცენარე ვერ იტანს მზის პირდაპირ სხივებს, ორპირსა და კვამლს. თუ ამ ყველაფერს აარიდებთ, თქვენთან თავს შესანიშნავად იგრძნობს და საკუთარი ვიზუალით გასიამოვნებთ.
ასპიდისტრა
ერთ-ერთი უპრეტენზიო მცენარე, რომელსაც არც განსაკუთრეული სინათლე სჭირდება, არც მორწყვა და არც მოვლა. ერთადეთ, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენო,ს მზის სხივებია, მოაშორეთ ფანჯარას და ისიამოვნეთ.
ასპლენიუმი
ასპრენიუმს ძალიან
ჰელკსინა
ამ მცენარეს მშვენივრად გადააქვს ჩრდილი, ის მხოლოდ ხშირ მორწყვას საჭიროებს.
სანსევიერია
ხარობს როგორც მზეზე, ისე ჩრდილში, შეუძლია გაძლოს უწყლოდ მთელი კვირა. ერთადერთი, რასაც ვერ იტანს, ზედმეტი ტენია.
სცინდაპსუსი
მშვენივრად გრძნობს თავს ჩრდილში, მხოლოდ დროული მორწყვა და ტენიანი ჰაერი სჭირდება.
ფილოდენდრონი
ყველაზე კომფროტულად თავს ჩრდილში გრძნობს და უყვარს წყალი.
დრაცენა
ბევრს ეს მცენარე პალმა ჰგონია, თუმცა ეს პალმა არ არის. პალმისაგნ განსხვავებით, მას საერთოდ არ სჭირდება მზე, ჩრდილი ურჩევნია. დრაცენა ინტერიერს ტროპიკულ ხიბლს სძენს.
ფატსია
შესანიშნავად გრძნობს თავს სიგრილეში და ერგება როგორც მზეს, ისე ჩრდილს.
ფატსხედერა
მშვენივრად გრძნობს თავს ოთახის სიღრმეში, სადაც მზე ვერ წვდება.