ყველამ კარგად ვიცით, რომ ოთახის მცენარეებს სჭირდებათ სინათლე, რათა სახლის პირობებში ნორმალურად განვითარდნენ და შეექმნათ სასურევლი პირობები, თუმცა თუ ამის საშუალება არ გაქვთ და თქვენი ბინა არ არის საკმარისად ნათელი, გულს ნუ გაიტეხთ, არსებობს ისეთი ჯიშის ოთახის მცენარეები, რომლებიც შესანიშნავად გრძნობენ თავს ჩრდილშიც.
ანთურიუმი
ანთურიუმი კარგად გრძნობს თავს 20-26 გრადუს ტემპერატურაზე ზაფხულობით, ზამთარში კი ტემპერატურა 15 გრადუსზე დაბალი არ უნდა იყოს. ამ მცენარეს უყვარს ტენიანი ჰავა, ამიტომ ხშირად უნდა დანამოთ და რეგულარულად დაუსხათ წყალი. სინათლის მიმართ კი გულგრილია. მზის პირდაპირ
სხივებს ვერ იტანს, გაფანტული შუქი ბევრად სიამოვნებს.
ასპიდისტრა
ასპრიდისტრა ძალიან უპრეტენზიო მცენარეა. ძალიან კარგად იტანს უშუქობას და კარგად ერგება ჩრდილს. მორწყვა რეგულარულად სჭირდება, თუმცა არა უხვი. სანამ წყალს დაუსხამდეთ, შეუმოწმეთ ნიადაგი, თუ მშრალია, დაუსხით, თუ სველია, თავი შეიკავეთ. ასპიდისტრას უყვარს შხაპის მიღება, ამიტომ ხშირად დანამეთ.
გვიმრა
გვიმრას ხშირად შეხვდებით როგორც ლანდშაფტის დიზაინში, ისე ინტერიერის გაფორმების სახით. საქმე ის გახლავთ, რომ ეს მცენარე ძალიან ადვილი მოსავლელია. ადვილად ეგუება ნებისმიერ არაკომფორტულ გარემოს, იქნება ეს ცუდი განათება თუ არარეგულარული მორწყვა. გვიმრას ძალიან უყვარს ჩრდილი. სახლის პირობებში მისთვის მთავარი მხოლოდ ტენიანობა და წყალია.
აივი
მინიატიურულ ოთახის სუროს ბევრი მზე არ სჭირდება, ცუდად განათებული ფანჯრის რაფა მისთვის სავსებით საკმარისი იქნება.
სანსევიერია
ეს ყველაზე ადვილი მოსავლელი ოთახის მცენარეა. მას არ აშინებს არც ორპირი ქარი, არც უშუქობა და არც უწყლობა.
ფიკუსი
ამ მცენარეს არ უყვარს მზის სხივები და თამამად შეგიძლიათ მიუჩინოთ ადგილი ცუდად განათებულ მხარეს.
განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. მთავარია დროულად და საკმარისად მიაწოდოთ წყალი.

კომენტარები