მოდით ვნახოთ ის კომპაქტური მცენარეები, რომლებიც ადვილად მოთავსდება შეზღუდულ სივრცეშიც კი.
ალოე
ამ მინიატიურული, თუმცა ძალიან ლამაზი მცენარის დიამეტრი 10-15 სმ დიამეტრს არ აღემატება, იზრდება ძალიან ნელა და გადარგვა მხოლოდ 3-4 წელიწადში ერთხელ სჭირდება. მორწყვას ხშირად არ საჭიროებს, 1-2-ჯერ კვირაში აბსოლუტურად საკმარისია. არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები.
ფულის ხე
ამ მცენარის სიმაღლის კონტროლი ადამიანს თავისუფლად შეუძლია. ღია გრუნტში მისი სიმაღლე 2 მ-საც კი აღწევს, თუმცა ქოთანში აქტიურად არ გაიზრდება, სანამ ქოთანს არ შეუცვლით და მოზრდილში არ გადაიტანთ. ფულის ხეს არ
ია
ვისაც სახლში მოყვავილე ქოთნის ყვავილი უნდა, თუმცა დიდი ქოთნის ადგილი არ აქვს, შეუძლია ია იქონიოს. მათი დიამეტრი 6-15 სმ-ია. ამ მცენარეს ხშირი მორწყვა უყვარს. ზაფხულობით ყოველ მეორე დღის სჭირდება წყალი.
სულკორებუცია
ეს კაქტუსის შორეული ნათესავია, რომელიც იასამნისფერ ქვას წააგავს. ეს ძალიან უპრეტენზიო მცენარე ასევე ძალიან ნელა იზრდება და ხანდახან ყვავის კიდეც. მას სჭირდება ქვიშიანი ნიადაგი და კარგი დრენაჟი.
ჰობეუმი
ეს მინიატიურული სუკულენტი გახლავთ ფესვთა უმოკლესი სისტემით. მთელი წყალი მის ფოთლებშია მოთავსებული. ამ სუკულენტებისგან საინტერესო კომპოზიციის გაკეთებაა შესაძლებელი.
ტილანდსია
ეს უჩვეულო ნამცეცა მცენარეა, რომელსაც გრუნტი არ სჭირდება. ის შეგიძლიათ უბრალოდ აკვარიუმში მოათავსოთ ან სულაც ხის დაფას მიაბათ. მცენარემ თავი კომფორტულად რომ იგრძნოს, რეგულარულად შეასხურეთ ხოლმე წყალი პულვერიზატორით.