რამდენიმე საიდუმლო გამოცდილი მეყვავილეებისგან - როგორ მოვაწყოთ სახლში საოცარი ყვავილნარი

გაინტერესებთ, როგორ უნდა მოაწყოთ სახლში თვალწარმტაცი ყვავილნარი? მაშინ გაგიმხელთ რამდენიმე პატარა საიდუმლოს, რომლებიც გამოცდილ მეყვავილეებს უკვე არაერთხელ გამოუყენებიათ და კმაყოფილნიც არიან.

რეალურად, ყველაზე დიდი საიდუმლო ძალიან მარტივია: ლამაზი ყვავილებისთვის საჭიროა მხოლოდ კარგი სასუქი, რომლის გარაშეც წარმოუდგენელია ხშირი ფოთლები და ლამაზი, გაფურჩქნილი ყავილები. მკაცრი დიეტა, ისევე როგორც ადამიანებში, მცენარეებშიც იწვევს გამოფიტვას. მაგრამ როგორ შევარჩიოთ სწორად მენიუ ჩვენი მწვანე მობინადრეებისთვის, ყველა ხომ სხვადასხვანაირია და ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება?


1. დავიწყოთ იმით, რომ პრაქტიკულად ყველა მცენარეს უყვარს შაქარი, აი, კაქტუსები კი განსაკუთრებით გიჟდებან ტკბილზე.
მორწყვამდე

ცოტა ხნით ადრე მოაფრქვიეთ ერთი ჩაის კოვზი შაქარი მცენარეს მიწაზე ან გრუნტზე და შემდეგ დაასხით წყალი ან უბრალოდ ტკბილი წყლით მორწყეთ.


2. კარგ ეფექტს იძლევა ლამაზად მოყვავილე მცენარეების აბუსალათინის ზეთით გამოკვება (1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი ერთ ლიტრ წყალზე).


3. ძალიან სასარგებლოა მცენარეებისთვის ხის ნაცარი, ეს საშუალება ძალიან კარგია როგორც მცენარეების საკვებად, ისე დაავადების პროფილაქტიკის მიზნით. ამ ნარევის მოსამზადებლად ერთი სუფრის კოვზი ნაცარი უნდა გახსნათ ერთ ლიტრ ცხელ წყალში და უნდა დააყენოთ ერთი კვირის განმავლობაში. ამ ხსანრით მცენარე უნდა მორწყათ 10 დღეში ერთხელ.


4. ასევე ძალიან ეფექტურია მცენარეებისთვის ასეთი სახის ნაყენი: გამოიყენეთ ბროწეულის ან რომელიმე ციტრუსის ქერქები. დაასხით წყალი და დადგით ერთი დღე-ღამე.


5. ძალიან ეფექტურია მცენარის იმუნიტეტის ასამაღლებლად მათი ასპირინის ნაყენით მორწყვა. ერთი ტაბლეტი ასპირინი გახსენით ერთ ლიტრ წყალში.


6. წყალში გახსნილი ალოეს წვენიც ძალიან უხდება ნებისმიერ ოთახის მცენარეს. ერთი ჩაის კოვზი ალოეს წვენი უნდა გახსნათ ლიტრ-ნახევარ წყალში.


7. თვეში ერთხელ ფიკუსი შეგიძლიათ მორწყათ ოდნავ ტკბილი წყლით. ერთ ლიტრ წყალში გახსენით ერთი ჩაის კოვზი შაქარი. ამ მცენარის ფოთლები შეგიძლიათ ასევე გაწმინდოთ რძით. ეს მცენარეს ბზინვარებას და სილამაზეს ანიჭებს.


8. სოკოს ნაყენი დაეხმარება თქვენს მცენარეებს, შეინარჩუნონ ჯანმრთელი იერი. დაკეპილ საჭმელ სოკოს დაასხით წყალი, პროპორციით 1/1-ზე, ერთი დღე-ღამის შემდეგ ეს ნაყენი გადააქციეთ, ხოლო სოკოს ისევ დაასხით წყალი. ერთ დღე-ღამეში სოკოს ნაყენი მზად იქნება.


9. იებს შემდეგი სახის სასუქი უხდებათ: აიღეთ ერთი ამპულა ვიტამინი ბ12 და გახსენით ერთ ლიტრ წყალში. ამ ნაყენის გამოყენება იების გამოსაკვებად დაგჭირდებათ თვეში ორჯერ.


10. ბანანის ქერქი, რომელიც ძალიან მდიდარია კალიუმით, მაგნიუმითა და ფოსფორით, შეგიძლიათ გამოიყენოთ მცენარის გადასარგავად. დრენაჟის ფენას ზემოდან დაადეთ წვრილად დაჭრილი ბანანის ქერქი, დააყარეთ გრუნტი და გადარგით მცენარე.

 

11. ორი-სამი წვეთი იოდი ჩაასხით ერთ ლიტრ წყალში და მორწყეთ ბალბები ისე, რომ ყვავილის ფესვებს არ მოხვდეს, ქოთნის კიდეებზე დაასხით. ხელს უწყობს აყვავებაში.

 

12. როდესაც თქვენი ფიკუსი და ჩინური ვარდი, იგივე ჰიბისკუსი მოიწყენილია, ერთ ლიტრ წყალში ჩავასხათ 50 გრ. არაყი და დავასხათ წინასწარ ჩვეულებრივი წყლით მორწყულ მცენარეებს. არყიანი წყალი ქოთნის გარშემო დაუსხით, პირდაპირ ფესვებს რომ არ მოხვდეს. შეგიძლიათ ერთი თვის მერეც გაიმეოროთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები