ამჯერად ყურადღებას იმ მცენარეებზე შევაჩერებთ, რომლებიც დიდი არ იზრდება, თუმცა ინტერიერს ძალიან ალამაზებს და სწორედ იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, ვისაც სახლში შეზღუდული სივრცე აქვს.
სასიამოვნო ალოე
ეს ალოეს მინიატიურული, თუმცა ძალიან ლამაზი სახეობა გახლავთ. მისი წვეტიანი ფოთლები 10-15 სმ-ზე მეტ დიამეტრს არ აღწევს. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ნელა იზრდება, გადარგვა 3-4 წელიწადში ერთხელ უნდა, იმავე ქოთანში ან ოდნავ მოზრდილში, ამ შემთხვევაში გრუნტის განახლებაა მნიშვნელოვანი.
მორწყვა ზაფხულობით 1-2 კვირაში ერთხელ სჭირდება, ზამთარში კი - 3-4 კვირაში ერთხელ. არ უხდება მზის პირდაპირი
სხივები.
ფულის ხე
ფულის ხე იმ საინტერესო მცენარეთა რიცხვს განეკუთვნება, რომლის სიმაღლეში ზრდაც შეგიძლიათ გააკონტროლოთ. ბუნებაში, ღია გრუნტში მისის სიმაღლე 2 მეტრსაც კი აღწევს, თუმცა კომპაქტურ ქოთანში მოთავსების შემთხვევაში აქტიურად უბრალოდ ვერ გაიზრდება სანამ ჭურჭელს არ შეუცვლით. ამ მცენარეს მორწყვა საჭიროებისამებრ უნდა, გირჩევთ, შეუმოწმოთ ფოთლები. ფრთხილად იყავით და გრუნტი ძალიან არ დაუსველოთ, თორემ ფესვები შესაძლოა დაულპეს. არც წყლის შეშხაპუნება უყვარს, ამის შემდეგ შესაძლოა დაიწყოს ფოთლების ცვენა.
ია
მას, ვისაც სახლში მოყვავილე მცენარე უნდა, თუმცა ადგილი შეზღუდული აქვს, იას ვურჩევთ. შეარჩიეთ მინიატიურული სახეობები. მათი დიამეტრი 6-16 სმ. იქნება. ია მთლიანად და ხანგრძლივად ყვავის. არ დაგავიწყდეთ, რომ ია წყლის მოყვარული მცენარეა, პატარა ზომის ქოთანში კი გრუნტი ძალიან მალე შრება, ამიტომ მას მორწყვა ხშირ-ხშირად დასჭირდება. ზაფხულის ცხელ დღეებში ორ დღეში ერთხელ, ზამთარში და შემოდგომაზე კი 4-5 დღეში ერთხელ.
სულკორებუცია
სულკორებუცია კაქტუსის შორეული ნათესავია, რომელიც მუქ მწვანე ან იისფერ ქვას წააგავს. ეს ძალიან უპრეტენზიო მცენარეა, რომელიც არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, ძალიან ნელა იზრდება, თუმცა დროდადრო ლამაზად მოყვავილე ყვავილით გაგიხარებთ გულს. შეგიძლიათ ერთი ცალი მოათავსოთ ერთ პატარა ქოთანში ან რამდენიმე მოზრდილ კაშპოში.
სულკორებუციას სჭირდება ქვიშიანი გრუნტი და კარგი დრენაჟი.
ჰიბეუმი
ჰიბეუმი მინიატიურული სუკულენტია ძალიან მოკლე ფესვთა სისტემით. მცენარე წყლის მარაგს ფოთლებში იკეთებს, ამიტომ მცენარე თამამად შეგიძლიათ მოათავსოთ ძალიან მინიატიურულ ქოთანშიც კი, რომლის სიღრმე 5-7 სმ. იქნება. ასეთი ტიპის სუკულენტებისგან ძალიან საინტერესო კომპოზიციის შექმნაა შესაძლებელი. კომპოზიცია შეგიძლიათ გააკეთო მინის აკვარიუმში ან უბრალოდ, რამდენიმე კაშპო ერთად მოათავსოთ. გახსოვდეთ, რომ სუკულენტები მორწყვას ძალიან იშვიათად საჭიროებენ, მხოლოდ მაშინ, როდესაც ფოთლები დაეკუჭებათ.
ტილანდსია
ეს ძალიან უჩვეულო მცენარეა, რომელსაც გრუნტი არ სჭირდება. ბუნებაში უბრალოდ ხის ტოტებზე ან ბუჩქებში ცხოვრობს და წყალს ჰაერიდან იღებს. სახლის პირობებში კი შეგიძლიათ მოათავსოთ ლამაზ კერამიკულ ჭურჭელში, შუშის ტერარიუმში ან უბრალოდ მიამაგროთ ხის დაფას. იმისათვის, რომ ტილანდსიამ თავი კომფორტულად იგრძნოს რეგულარულად მიასხით წყალი პულვერიზატორით.