ოთახის მცენარეები ნებისმიერ ინტერიერს ალამაზებს, თუმცა მიწასთან მუშაობა ყველას როდი უყვარს,
სწორედ მათთვის შექმნა ბუნებამ ისეთი მცენარეები, რომელიც ნიადაგის გარეშეც მშვენივრად იზრდება.
ფანჯრის რაფაზე ყველაზე ხშირად და ადვილად მწვანე ხახვი მოჰყავთ, თუმცა მხოლოდ მწვანე ხახვით როდი არის შესაძლებელი სახლის "ბოსტნის" გამდიდრება, სხვა ბევრი ისეთი მცენარეც არსებობს, რომელიც შესანიშნავად გრძნობს თავს სპარტანულ პირობებში.
ნიორი
არც ისე ღრმა ჭურჭელში ჩაასხით წყალი , მოათავსეთ მასში ნივრის კბილი და სულ ცოტა ხანში შედეგად მიიღებთ მწვანილს, რომლის გამოყენებაც თავისუფლად შეგიძლიათ ნებისმიერ კერძში.
ჩინური კომბოსტო
იგივე
პეკინური კომბოსტოს გაზრდა ძალიან მარტივია, თუ კომბოსტოს ქვედა ნაწილს მოათავსებთ წყლიან ღრმა ჭურჭელში. ახალი ფოთლები ძალიან მალე გაგახარებთ.
სტაფილო
წყლიან ჭიქაში მოთავსებული სტაფილო ძალიან მალე იკეთებს თავზე მწვანე "ფუნჯს", რომელიც იჭმევა კიდევ და ძალიან სასარგებლოც არის.
პიტნა
უბრალოდ მოათავსეთ პიტნა ფესვებით წყალში და მორჩა. პიტნის ჩაი ყოველდღიურად გარანტირებული გექნებათ.
რეჰანი
იმისათვის, რომ სურნელოვანი რეჰანი ყოველთვის ხელთ გქონდეთ სულაც არ არის საჭირო ყოველდღიურად ბაზარში სიარული, ამისთვის საკმარისია შეიძინოთ ერთხელ და მისი ფესვები მოათავსოთ წყლიან ჭიქაში.
როზმარინი
იმავეს თქმა არის შესაძლებელი როზმარინზეც, უბრალოდ მოათავსეთ ის ფესვებით წყალში, თუმცა, როდესაც შეატყობთ, რომ ძალიან გაიზარდა უნდა გადაიტანოთ ნიადაგში, რომელსაც ექნება კარგი დრენაჟი.
ნიახური
ტოტები არ მოატეხოთ, მოაჭერით, დატოვეთ 4-5 სმ და მოათავსეთ წყლიან ჭურჭელში. 3-4 დღის შემდეგ შენიშნავთ ახალ ღერებს. ამის შემდეგ მცენარის გადარგვა ქოთანშიც შეგეძლებათ.
რაც შეეხება ყვავილებს:
ტიტა
ტიტები მხოლოდ ბაღში როდი იზრდება, მოათავსე მისი ბოლქვი წყლიან ჭურჭელში და შემდეგ თქვენი ფანჯრის რაფაზე და მშვენიერი ტიტა სახლში გექნებათ.
ეიქორნია
ეს ნაზი მცენარე მშვენივრად გრძნობს თავს ნიადაგის გარეშე და თქვენს გახარებასაც თავისუფლად მოახერხებს.
გიაცინტი
ეს ყვავილი მშვენივრად გრძნობს თავს სახლში. მოათავსეთ წყლიან ლარნაკში და ჩაუყარეთ დეკორატიული კენჭები. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ მას ძალიან უყვარს სინათლე.
ამარილისი
კიდევ ერთი დეკორატიული მცენარე, რომელსაც არ სჭირდება ნიადაგი. ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ წყლიანი ლარნაკი, კენჭები, ბოლქვების დასაჭერად წყალში.
ციპერუსი
ციპერუსი პალმის მსგავსი მცენარეა, რომელსაც ზრდისთვის მიწა არ სჭირდება. მისთვის მხოლოდ წყალი აბსოლუტურად საკმარისია. საამისოდ ყველაზე შესაფერისი წყლიანი ლარნაკია.
ბამბუკი
მხოლოდ წყლიან ლარნაკში ბამბუკი ძალიან სწრაფად იზრდება. დეკორატიული ბამბუკის საკმაოდ ბევრი სახეობა არსებობს, რომელიც შეძლებს ნებისმიერ ინტერიერის გალამაზებას.