საქართველოში სენპოლიებს, იგივე აფრიკულ იებს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ამ ყვავილის პოპულარიზაცია მისმა უწყვეტმა ყვავილობამ და მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნებულმა სილამაზემ განაპირობა. ილონა სამადბეგიშვილი უკვე 12 წელია, აფრიკული იების გახარების და გამრავლების "სენითაა დაავადებული“. მის საოცარ კოლექციაში სხვადასხვა სახეობის ულამაზეს აფრიკულ იას შეხვდებით. მან იების გამრავლება-გახარების საკუთარი გამოცდილება მკითხველს გაუზიარა.
- იებით დავინტერესდი ბავშვობაში, როდესაც ვუვლიდი ოჯახის ყვავილებს. იმ დროს ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყო იების მხოლოდ 3 ფერი - ვარდისფერი, თეთრი და იასამნისფერი. მათი ზომებიც არც ისე დიდი იყო. ამერიკაში კი 1930-იანი წლებიდან
- როგორ შეაგროვეთ ამდენი სახეობა?
- იების გამრავლება დავიწყე 2004 წელს, იმის მერე, რაც ინტერნეტში დავინახე მათი მრავალფეროვნება და სილამაზე. იების ფოთლები ჩამომქონდა უკრაინიდან, ლატვიიდან და რუსეთიდან. თავიდან ყვავილების 90% მიფუჭდებოდა, რადგან არ ვიცოდი მოვლის წესები. მერე ინტერნეტის მეშვეობით დავიწყე შესწავლა, თუ როგორ უნდა გაამრავლო და მოუარო იებს. შევისწავლე გამრავლების ყველა მეთოდი, მათი დაავადებები და მავნებლები. ახლა კი მეზრდება თითქმის ყველა ჩარგული ფოთოლი.
- როგორ მრავლდება და რა პირობები მოსწონს?
- იების აღზრდა არის ძალიან აზარტული ჰობი. საინტერესო და სასიამოვნოა, როდესაც ჩარგული ფოთლიდან იზრდება ლამაზი მცენარე არაჩვეულებრივი ყვავილით. ეს აზარტი გრძელდება იმ დღემდე, როდესაც ერთხელ ხვდები, რომ არ გყოფნის დასადგამი ადგილი რაფაზე, თაროებზე, მაგრამ ეს არც გახსენდება, როცა ულამაზეს იას ხედავ. სენპოლია - ეს არის ის მცენარე, რომელიც უნდა იყოს ყველა ოჯახში. ეს ითვლება კუროს მცენარედ, მაგრამ მოუხდება ზოდიაქოს ყველა ნიშანს. იგი ამშვიდებს ადამიანს და სახლს უქმნის კომფორტს, დადებით აურას. გაყვავილებული სენპოლია ჩაითვლება საუკეთესო საჩუქრად. იების გაზრდა და გახარება ძალზე მარტივია, ბავშვიც კი შეძლებს. სენპოლია ძალიან მარტივად მრავლდება, გამრავლების ყველაზე გავრცელებული მეთოდია ფოთლით გამრავლება. ამისთვის იას უნდა მოაჭრათ ფოთოლი, გააშროთ ღერო და დააფესვიანოთ წყალში ან სუბსტრატში. 2-4 კვირაში გამოვა ფესვები და შემდგომ - შვილები. ზრდის პროცესის დაჩქარების მიზნით შეგიძლიათ დაფაროთ ფოთოლი ცელოფნით. როდესაც შვილები წამოიზრდებიან, ისინი უნდა გადარგოთ ცალ-ცალკე და დაელოდოთ, სანამ გაიზრდებიან და აყვავდებიან. იები თითქმის მთელი წელიწადი ახარებენ გულს და თვალს, მხოლოდ 1-3 თვის ინტერვალით ისვენებენ, ყვავილობის დროს სასურველია დაუმატოთ სპეციალური სასუქი.
სუბსტრატთან მიმართებაში მთავარი მოთხოვნაა გამოიყენოთ ტორფი, მიწა ან სპეციალური ნარევი, მთავარია ის იყოს ფხვიერი და ჰაერგამტარი. ამისათვის უნდა დაამატოთ პერლიტი ან ვერმიკულიტი. ახლა მაღაზიებში იყიდება ბევრი აგროსაქონელი. ყველაფრის შეძენა ხელმისაწვდომია.
იების მორწყვა შეიძლებ როგორც ქვემოდან, ასევე ზემოდან. მთავარია ბევრი არ მოუვიდეს. იას არ უყვარს ბევრი წყალი. წყალი უნდა იყოს ოდნავ თბილი ოთახის ტემპერატურაზე. მე ვიყენებ მორწყვას ფიტილზე, ამ შემთხვევაში ია იღებს იმდენ წყალს, რამდენიც არის საჭირო. ეს ძალიან მოსახერხებელია, თუ გიწევთ სადმე წასვლა 2-3 კვირით, მცენარე არ დაიღუპება. ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს 16-24 გრადუსი, 16-ზე ნაკლები თუ იქნება, მცენარე გაიყინება. მიუხედავათ იმისა, რომ სენპოლიებს ჰქვია აფრიკული იები, ისინი სიცხესაც ვერ იტანენ. ასევე სიცხის დროს ყვავილებს უქრება არშიები და შტრიხები. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია სიგრილეში მათი შენახვა. განსაკუთრებით ჭრელფოთლიანი ჯიშებისთვის.
- ზამთარში განსხვავებული მოვლა სჭირდება?
- ზამთარში ია არ ისვენებს, იზრდება და ყვავილობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ოღონდ მორწყვა უნდა შეამციროთ.
მერი ბლიაძე
კომენტარები
aqariyidebaaaa