ალბათ შეგიმჩნევიათ, საკმარისია სუპერმარკეტში ან თუნდაც ყვავილების მაღაზიაში ნაყიდი ქოთნის ყვავილი სახლში მოვიტანოთ და ცოტა ხანში, შეიძლება ერთ თვეშიც კი, ის გაგვიფუჭდეს, დაიღუპოს?
დრაცენა, ვარდი, ქრიზანთემა, რომელიც ასე ლამაზად გამოიყურება სუპერმარკეტში, ლამაზ ქოთანში, იყიდი, მოიტან სახლში და სულ ცოტა ხანში აღარ გაქვს, მცენარე იღუპება.
ნუ იჩქარებთ და ნუ გამოუტანთ განაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს ყვავილების მოვლასთან დაკავშირებით. ძალიან ხშირად მიზეზი შეიძლება იყოთ არა თქვენ, არამედ სუპერმარკეტის ხელმძღვანელობა, რომელსაც უნდა, რაც შეიძლება სწრაფად გაყიდოს პროდუქცია.
მიზეზები შესაძლოა მრავლად იყოს. დავიწყოთ იმით, რომ ყველა სავაჭრო ცენტრში
როდი არის ისეთ პირობები, რომელიც ქოთნის მცენარეებს სჭირდება. როგორც წესი, ასეთ სივრცეში არასდროს არის მცენარისთვის საჭირო განათება, საკმარისი დღის სინათლე, რაც საბოლოოდ დამღუპველად აისახება ნებისმიერ მცენარეზე.
კიდევ ერთი მიზეზ გახლავთ ის, რომ მომგებიანია მცენარის გაყიდვა ყვავილობის პერიოდში, რისთვისაც იყენებენ სპეციალურ საშუალებებს, სტიმულატორებს, რაც აიძულებს მცენარეს, არაბუნებრივად განვითარდეს და გაიზარდოს. ყვავილობის დროს ის ლამაზ ყვავილებზე ხარჯავს მთელ თავის ენერგიას, ასე ვთქვათ, "იღებს კრედიტს", რომლის გადახდაც უბრალოდ აღარ შეუძლია, მას საამისო ძალები აღარ რჩება. ვეღარ ახერხებს სიცოცხლის შენარჩუნებას და ამიტომ იღუპება.
ასევე ხშირად მაღაზიის თანამშრომლები გადამეტებულად იყენებენ ზრდის სტიმულატორებს, რის გამოც მცენარეს უვითარდება სხვადასხვა სახის დაავადება, მაგალითად სოკოვანი, რაც საბოლოოდ მისი დაღუპვის მიზეზი ხდება.
არის კიდევ ერთი მიზეზი, როდესაც მცენარის სხვა ქვეყნიდან შემოტანის დროს, იმისთვის, რომ მას თან არ მოჰყვეს რაიმე პარაზიტი, უხვად ასხამენ სხვადასხვა პრეპარატს, რომელიც პარაზიტებთან ერთად მასაც ანადგურებს.
როგორ მოვიქცეთ?
თუ მაინც მოგიწიათ ყვავილის მაღაზიაში ყიდვა, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ უნდა გადაიტანოთ სხვა ქოთანსა და მისთვის შესაფერის ნიადაგში. კარგად უნდა შეუმოწმოთ ფესვთა სისტემა და თუ რაიმე დაზიანებას შენიშნავთ, ფრთხილად უნდა მოაჭრათ დაზიანებული ადგილი. ჯანმრთელი ფესვები 2-3 დღით წყალში მოათავსეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიტანეთ ქოთანში.
ასევე უნდა ეცადოთ ძალიან ფრთხილად, ნაზად დაუფერთხოთ ფესვები, რათა მაქსიმალურად ჩამოაფერთხოთ ძველი მიწა, რომელიც შესაძლოა კიდევ შეიცავდეს მცენარისთვის საშიშ ნივთიერებას. ახალ ქოთანში და ნიადაგში გადარგვამდე გულდასმით გაავლეთ გამდინარე წყალში, მაგრამ ეს ძალიან ფრთხილად უნდა გაკეთდეს.