ოთახის მცენარეები დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

ჩარლი ჰოლი, საერთაშორისო მეყვავილეობის დეპარტამენტის პროფესორი ტეხასის უნივერსიტეტიდან ამტკიცებს, რომ ოთახის მცენარეები, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

მისი თქმით, ოთახის მცენარეების გარემოცვა შეიძლება დაეხმაროს ადამიანს კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის დონის შემცირებაში, რომლის დონეც შეიძლება გაიზარდოს დღის განათების შემცირებისა და სახლში მეტი დროის გატარების საჭიროების გამო.

ჰოლმა ასევე აღნიშნა, რომ ოთახის მცენარეებს შეუძლიათ საცხოვრებელი ფართი თვალისთვის აღსაქმელად უფრო სასიამოვნო გახადონ და მცენარეებთან ურთიერთობა და ამით გამოწვეული დადებითი ეფექტი შეიძლება შევადაროთ იმ სასიამოვნო ემოციებს, რასაც ადამიანი განიცდის ძაღლთან ან კატასთან
ურთიერთობის დროს. ჰოლის ზოგიერთ სამეცნიერო ნაშრომში ასევე საუბარია სუკულენტების დადებით გავლენაზე მეხსიერებასა და ცხოვრებით კმაყოფილებაზე.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები