როგორ გადავრგოთ ოთახის მცენარეები - რჩევები ყველასთვის

ეს რეკომენდაციები სასარგებლო იქნება როგორც მოყვარულებისთვის, ასევე პროფესიონალი მებაღეებისთვის.

გაზაფხული-ზაფხული საუკეთესო დროა ოთახის ყვავილების გადარგვისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ამას მთელი წელი ელოდებიან.
საჭიროა თუ არა გადარგვა?
თუ თქვენ არ ხართ იმ იღბლიანთაგანი, ვისაც ესმის მცენარეების ენა, შეეცადეთ განსაზღვროთ გადარგვის საჭიროება შემდეგი ნიშნებით:
  • მცენარე ქოთანში ვიწროდ არის: იმდენი სიმწვანეა, რომ მიწა არ ჩანს;
  • სადრენაჟო ხვრელიდან გამოდის ფესვები;
  • ყველაზე ცუდ ვარიანტში მცენარე თითქოს მიწიდან ხტება, ფესვები ზემოთ ამოდის, ქოთანი მისთვის დაბალია;
  • რეგულარული განოყივრების მიუხედავად, მცენარე არ იზრდება;
  • მცენარე ერთი ან ორი წელია არის ერთი და
    იგივე ქოთანში.
  • გადარგვა ასევე აუცილებელია, თუ გსურთ მცენარე საგრძნობლად გაიზარდოს.


მინი ტესტი

თქვენი ვარაუდების გადასამოწმებლად, ჩაატარეთ შემდეგი ტესტი: ფრთხილად ამოიღეთ მცენარე ქოთნიდან (უმჯობესია მიწა იყოს ცოტა სველი, რომ მცენარე ერთიანად ამოვიდეს). ამისათვის ქოთანი თავდაყირა ამოატრიალეთ, მცენარე ხელისგულზე მოითავსეთ.
თუ ფესვები მთლიანად ფარავს მიწას ისე, რომ მიწა პრაქტიკულად შეუმჩნეველია, მაშინ გადარგვა გარდაუვალია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დააბრუნეთ მცენარე უკან. ეს მინი ტესტი უვნებელია ნებისმიერი ყვავილის შემდგომი ზრდა-განვითარებისთვის.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ზოგიერთ ყვავილს არ მოსწონს სივრცე: მაგალითად, ჰიპეასტრუმი მხოლოდ ვიწრო ქოთანში ყვავის.

გადარგვის ეტაპები
ქოთნის მომზადება. გამოყენებული თიხის ქოთანი თბილი წყლით უნდა გაირეცხოს, კედლები ფუნჯით გაიწმინდოს. ახალი ქოთანი წინა საღამოს წყალში დაასველეთ.

დაახშეთ ხვრელი. ამისთვის ფსკერზე მოათავსეთ აგურის ან ქვის ნამსხვრევები, ეს ფოროვანი მასალა შესანიშნავად შთანთქავს ზედმეტ ტენს, იცავს ფესვებს გაფუჭებისგან.
ამოიღეთ მცენარე ძველი ქოთნიდან გადმობრუნებით და მაგიდაზე მსუბუქი დაკაკუნებით საჭიროების შემთხვევაში. ახალ ქოთანში ჩაყარეთ ნიადაგის ახალი ფენა და თითებით კარგად დატკეპნეთ, მოათვსეთ ფრთხილად მცენარის ფესვები და დააყარეთ მიწა.
დადგით ქოთანი სადგამზე ან თეფშზე და კარგად დაასხით წყალი. უმჯობესია ერთი კვირის განმავლობაში იყოს ჩრდილში. ამის შემდეგ ყვავილი შეიძლება გადადგათ ჩვეულ ადგილას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები