სამი კვირა ლარნაკში - ყვავილები, რომლებიც ყველაზე დიდხანს ძლებენ

მოჭრილი ზამბახი, ჰორტენზია და ზოგიერთი ჯიშის პეონი ძალიან სწრაფად ჭკნება, მიუხედავად სხვადსხვა ხრიკის არსებობისა. რომელი ყვავილები ავირჩიოთ თაიგულისთვის, ორი-სამი კვირის განმავლობაში რომ გაძლოს?


მიხაკები

ეს არის თამამი და ძლიერი კლასიკა, რომელიც დაუმსახურებლადაა უგულებელყოფილი. მიხაკი ყოველთვის შესანიშნავად ავსებს თაიგულს. ეს ყვავილები კარგად ინახება მოჭრის შემდეგ სამ კვირამდე. ეს მაჩვენებელი მას გამძლეობის მხრივ ჩემპიონებად აქცევს.

შროშანი
შროშანი სხვადასხვა ზომისა და ფერის არსებობს. ლარნაკში ის 10-დან 14 დღემდე თავისუფლად ძლებს.

ანტურიუმი

ანტურიუმს ლარნაკი არ აშინებს, ეს ყვავილი მოჭრის შემდეგეც, ლარნაკშიც შესანიშნავად გრძნობს თავს.
ანტურიუმის თაიგული შესანიშნავი საშუალებაა ნებისმიერი ინტერიერის გასაფორმებლად.

ორქიდეა
ორქიდეებზე ამბობენ, რომ ძნელად იზრდება, თუმცა მოჭრის შემდეგ ის სიცოცხლეს დაახლოებით ორიდან სამ კვირამდე აგრძელებს. მოჭრილი ყვავილისთვის ეს ძალიან დიდი დროა, ამიტომ მისი თაიგულისთვის არჩევა კარგი იდეაა.

კრაპედია

მოჭრისას ამ ყვავილის იერი პრაქტიკულად უცვლელი რჩება. კრაპედიები ერთნაირად კარგად გამოიყურება როგორც ცოცხალ, ისე გამხმარ მდგომარეობაში.

თაიგულის ლარნაკში სიცოცხლის გახანგრძლივების მრავალი გზა არსებობს.
  • პირველ რიგში ყვავილის ღეროებს ყოველთვის დანით დააჭერით ბოლოები 45-გრადუსიანი კუთხით. ასე ისინი უფრო მარტივად შეისრუტავენ წყალს.
  • ყოველ 2-3 დღეში ერთხელ შეუცვალეთ ყვავილებს წყალი და მცენარეების ბოლოები მსუბუქად მოაჭერით, რომ დიდხანს იცოცხლონ.
  • ყურადღება მიაქციეთ, სად მოათავსებთ ლარნაკს. ის უნდა განთავსდეს რადიატორებისა და მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით.
  • გაგიკვირდებათ, მაგრამ თაიგულის ახლომახლო მოთავსებულმა ხილმა შეიძლება გამოიწვიოს ყვავილის ფოთლებისა და ღეროების ლპობა. ამიტომ არ დატოვოთ ლარნაკი ბანანის ან სხვა ხილის გვერდით.





კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები