ფლორისტები გვესაუბრებიან იმაზე, თუ რომელი ყვავილები უნდა მოათავსოთ საძინებელში, თუ გვსურს ძილის ხარისხის გაუმჯობესება.
სახლის მცენარეები არა მხოლოდ ინტერიერს ამშვენებს, ნაწილობრივ მტვრისგანაც ასუფთავებს ადგილს, გარდა ამისა, მათ შეუძლიათ გააუმჯობესონ თქვენი ძილი. თუმცა, ამისათვის უნდა იცოდეთ, რომელი ყვავილები უნდა იქონიოთ საძინებელში.
ფლორისტების თქმით, გარკვეული მცენარეები დადებითად მოქმედებს ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ამ მხრივ პირველი მცენარე, რომელიც უნდა მოვათავსოთ საძინებელში მშვიდი ძილისთვის, არის ლავანდა.
ლავანდა ცნობილია თავისი დამამშვიდებელი ეფექტით, ამ ყვავილის ზეთს ხშირად იყენებენ აბაზანისთვისაც. შეგიძლიათ მოათავსოთ ხმელი ლავანდის თაიგული
საწოლთან, ან ცოცხალი მცენარე ქოთნით. ლავანდა ავსებს ოთახს უნიკალური, დამამშვიდებელი არომატით.
შემდეგი ყვავილი, რომელიც ამ მხრივ არის საინტერესო, გახლავთ სპატიფილუმი, შესანიშნავი ყვავილი ძილის გასაუმჯობესებლად. ის ფილტრავს ჰაერს და ზრდის ტენიანობას, რაც დაგეხმარებათ უკეთ სუნთქვაში. ასევე შთანთქავს ჰაერში გავრცელებულ ობის სპორებს, რომლებიც შეიძლება იყოს ალერგენები.
მნიშვნელოვანი ნიუანსია ის, რომ მცენარე უნდა მოაშოროთ მზის პირდაპირი სხივებს, ნიადაგი კი მუდმივად ტენიანი უნდა იყოს.
და ბოლოს, მესამე მცენარე, რომელიც ხელს უწყობს ხარისხიან ძილს, არის სანსევიერია, იგივე "დედამთილის ენა". ეს არის ყვავილი გრძელი, მკვრივი და წაგრძელებული ფოთლებით.
სანსევიერია ცნობილია ტოქსინების შთანთქმისა და ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდაქმნის უნარით ღამითაც (მცენარეთა უმეტესობა ამას აკეთებს მხოლოდ დღის განმავლობაში). ეს ყველაფერი ხელს უწყობს სწრაფ და ხარისხიან ძილს. ჟანგბადის დონის მატება კი ძალიან სასარგებლოა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, რადგან ზრდის ენერგიას და აუმჯობესებს განწყობას.