მსახიობ ზურა ყიფშიძის ოჯახში ძველი და კარგად მოვლილი მცენარეები აღმოვაჩინე. ყვავილებს ზურას მეუღლე, ქალბატონი ლელა უვლის, თუმცა ბოლო დროს მცენარეების ბედით მათი ქალიშვილი ლენუკა ყიფშიძეც დაინტერესდა.
- მთელი ცხოვრებაა ჩვენს სახლში ქოთნის მცენარეები ხარობს. მათი მოვლით ჯერ ბებიაჩემი, დედაჩემის დედა, ჰერა გოცირიძე იყო გატაცებული, მერე კი - დედაჩემი. პალმა თუ მონსტერა ყოველთვის უამრავი სახეობის გვქონდა. ბებია, დედა, დეიდა ყვავილებს ზრდიდნენ და ახლაც ზრდიან.
ბოლო დროს მცენარეების მოვლამ მეც გამიტაცა. ადრე მხოლოდ ვტკბებოდი სილამაზით. მიმაჩნდა, რომ შინ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ლამაზი
- შენც ნელ-ნელა ერთვები ამ საქმეში, ხომ?
- კი, დედაჩემს რომ ვუყურებ, ისეთი გატაცებულია, მომწონს და ვამბობ, ოდესმე ჩემი სახლი და ყვავილები აუცილებლად მექნება-მეთქი. განაგრძეთ კითხვა
კომენტარები