ნინო ხოხობაშვილი შვედეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია. მშობლების, ახლობლების სიყვარულს და მონატრებას ყვავილებს უზიარებს. უცხოქ ვეყანაში, მეუღლესთან ერთად, აივანზე პატარა წალკოტი მოაწყო, რაც მათ ცხოვრებას ალამაზებს. შვედეთში მცხოვრები ქართველები ხშირად სტუმრობენ ამ სასიამოვნო გარემოს და საქართველოს საჭირბოროტო საკითხზე საათობით საუბრობენ.
- ყვავილები ბავშობიდან გვქონდა სახლში, მაგრამ მე მათი მოვლით დიდად არ ვიწუხებდი თავს (იღიმის), ეს საქმე დედას და ბებიას ჰქონდათ შეთავსებული. აქ რომ ჩამოვედი, ძველ მეპატრონეს ჰქონდა რამდენიმე ძირი დატოვებული. უკვე დაჭკნობის პირას იყვნენ და გავაცოცხლე. რაღაც საოცარი გრძნობა გამიჩნდა, როცა ახალი, პატარა
- შვედეთში ყვავილების მოვლის წესები განსხვავებულია?
- ამ თვალსაზრისით არ მქონია საუბარი აქაურ ხალხთან და არ ვიცი, როგორ უვლიან ოთახის მცენარეებს, მე როგორც დედისგან და ბებიისგან ვისწავლე, ისე ვუვლი და ვახარებ, ჩემებურად. აქ ყვავილების დიდი კულტურაა. თითქმის ყველა ოჯახშია ულამაზესი ყავილები. ბუნების მოყვარული ხალხია. დიდ ყურადღებას აქცევენ გარემოს სისუფთავეს, გამწვანებას. შვედებს ძალიან უყვართ ტიტები, იასამნები და პლანტაციებივით აქვთ გაშენებული. ეზოებში ბავშვებისთვის აწყობენ მინი-სკვერებს ბატუტით, სასრიალო ატრაქციონებით, სხვადასხვა ლოგიკური სათამაშო დანადგარებით. შაბათ-კვირას აუცილებლად გადიან ოჯახის წევრები ბუნებაში, ტყეში, ტბის პირას საპიკნიკოდ და დროს ერთად სასიამოვნოდ ატარებენ.
- მაშინ თქვენეული გამრავლების და მოვლის პირობებზე გვესაუბრეთ...
- ბალბა ძალიან მარტივი გასამრავლებელია. წყალში ვხსნი ერთ აბ აქტივირებულ ნახშირს და ამ ხსნარში ვდებ ბალბის ტოტს. ნახშირიანში იმიტომ, რომ ფესვი არ დალპეს. ძალიან მალე ფესვიანდება და ტორფიან, ერთი ერთზე გადაზავებულ მიწაში გადამაქვს. აქვე ახლოს ტყეა და მიწა იქიდან მოაქვს ხოლმე ჩემს მეუღლეს. ბალბას უყვას სინათლე, მაგრამ არა პირდაპირი მზე. სასურველია, თუ საკვების სახით გამოიყენებთ აზოტის, ფოსფორის და კალიუმის მიქსს, ეს სასუქი გამდიდრებულია მკიროელემენტებით და ხელს უწყობს მის ყვავილობას. გადამეტებული და ჭარბი მორწყვა არ უყვარს, თუმცა უწყლობის დროსაც შეიძლება გაუყვითლდეს და დასცვივდეს ფოთლები, ამიტომ მორწყვის დროს ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ, როცა მიწა ნახევრად გამოშრება, მაშინ ვრწყავთ ბალბას. როცა საქართველოში სახლს ვიყიდი და ჩემს ფესვებს დავუბრუნდები, ყველა სახეობის ბალბით გავალამაზებ აივანს, კიბის მოაჯირებს და ფანჯრის რაფებს.
მერი ბლიაძე
კომენტარები