ამ საოცარ ყვავილს ვიცნობთ, როგორც ვიოლებს, ასევე ანიუტას თვალებს, ასევე ივან და მარიებსაც ეძახიან. მას ბევრი საოცარი ლეგენდა და ამბავი უკავშირდება.
ძველი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ოდესღაც ცხოვრობდა ულამაზესი გოგონა ანიუტა. მან შეიყვარა ულამაზესი ბიჭი, მაგრამ სამწუხაროდ, გულცივი ადამიანი. ბიჭმა მიმნდობ გოგონას ძალიან ატკინა და გაუტეხა გული. საწყალი გოგონა გარდაიცვალა სევდისა და დარდისგან, არშემდგარი სიყვარულის გამო.
ანიუტას საფლავზე იები ამოვიდა. იებს უჩვეულო შეფერილობა ჰქონდა - სამი შეფერილობის იყოს. თითოეული მათგანი განასახიერებდა სამ გრძნობას - იმედს, რომ მისი სიყვარული არ დარჩებოდა უპასუხოდ, გაოცებას არასამართლიანი
ძველი ბერძნებისთვის სამი შეფერილობის ვიოლები სიყვარულის სამკუთხედს განასახიერებდა. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსს მოეწონა არგოსის მეფის ქალიშვილი სახელად იიო, მაგრამ ზევსის ცოლმა ჰერამ გოგონა ძროხად გადააქცია. დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ იიომ შეძლო ადამიანის გარეგნობის დაბრუნება, ხოლო ელვამტყორცნელ ზევსს რომ დაეფარა თავისი შეყვარებული იიო და მუდამ ეარსება მას, სამი ფერის იებად გაახარა.
რომაულ მითოლოგიაში ეს სამფეროვანი ყვავილი უკავშირდება ქალღმერთ ვენერას. რომაელებს სჯეროდათ, რომ ღმერთმა ამ ყვავილებად გადააქცია მამაკაცები, რომლებიც ჩუმად უთვალთვალებდნენ სიყვარულის ქალღმერთს მდინარეში ბანაობისას.
უძველესი დროიდან ეს ყვავილი გახლდათ სიყვარულის, ერთგულების სიმბოლო. ბევრ ერს აქვს ამ ყვავილთან დაკავშირებული ტრადიციები მაგალითად პოლონელი გოგონები შეყვარებულს ჩუქნიდნენ ამ ყვავილებს, თუ დიდი ხნით შორდებოდნენ. ეს ყვავილები ერთგულებისა და მარადიული სიყვარულის სიმბოლო იყო. მას ასევე ჩუქნიან ერთმანეთს შეყვარებულები საფრანგეთსა და ბრიტანეთში ვალენტინობის დღეს...
ვიოლები ბაღის კულტურაა. მისგან იქმნება ულმაზესი გაზონები და დეკორაციები, ასევე მშვენივრად ხარობენ ქოთნებშიც. არ უყვართ სიცხე, ამიტომ უმჯობესია გაახაროთ ავივნებსა თუ ტერასებზე. ვიოლები ითესება წელიწადში ორჯერ - ადრე აგვისტოში, თუ გვინდა, რომ ადრე გაზაფხულზე იყვავილოს, და ასევე გვიან გაზაფხულზე ან ადრეულ ზაფხულს, თუ გვინდა, რომ იყვავილოს შემოდგომით.
თესლის აღება ხდება მაისსა და ივნისში. თესლს ახასიათებს ერთი თვისება: უხმება სათესლე პარკი. უეცრად სკდება და იბნევა თესლი, ამიტომ უნდა მოასწროთ თესლის აღება, როგორც კი დაიწყებს სათესლე პარკი შეხმობას და გააშროთ ქაღალდის კონვერტში.
როგორც ყველა მცენარეს, ვიოლებსაც სჭირდებათ კვება, ხოლო შეწამვლა არ ესაჭიროებათ. მდგრადი და ძლიერი კულტურა გახლავთ ავადმყოფობების მიმართ, ასევე - ყინვაგამძლე...
"შინის" კონსულტანტი ინგა-ქეთევანი
კომენტარები