ალოკაზია ერთ-ერთი პოპულარული მცენარეა მეყვავილეებს შორის. მისი უამრავი სახეობა არსებობს, თუმცა საქართველოში ყველაზე გავრცელებული ალოკაზია არმა და ალოკაზია ოდორაა.
ალოკაზიას უცნაური თვისება აქვს: გაწვიმებამდე „ტირილს იწყებს” - მისი ფოთლის წვერზე ჩნდება გამჭვირვალე წვეთები, რის გამოც „მტირალას” ეძახიან.
ალოკაზიის ყველა სახეობა შხამიანია და მოვლის განსაკუთრებულ წესებს მოითხოვს. საშიშია სითხე, რომელსაც მისი ნაწილები გამოტოფს. კანზე ან ლორწოვან გარსზე მოხვედრისას მის გაღიზიანებას იწვევს. ამიტომ აუცილებელია, ალოკაზიის ნებისმიერი სახეობა მოათავსოთ ისეთ ადგილას, რომ მას არ ეხებოდნენ არც ბავშვები და არც შინაური ცხოველები. უმჯობესია, მცენარესთან
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ”საშიში” მცენარეა, უამრავი დადებითი თვისება აქვს და გამოსცემს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას. მისი ფოთლებისგან დამზადებულ ნაყენებს აქტიურად იყენებენ ჩინურ მედიცინაში და ამბობენ, რომ განსაკუთრებით ძლიერია ტუბერკულოზსა და პნევმონიასთან ბრძოლისას.
ამბობენ, რომ ეს მცენარე ადამიანის ფსიქიკას აწონასწორებს და დაძაბულობას ხსნის. თუ ერთ ოთახში ალოკაზიის რამდენიმე ქოთანს დადგამთ, ეს ბიოველის უარყოფითი ენერგიისგან გაწმენდაში დაგეხმარებათ. ალოკაზია ცნობილია, როგორც ნერვული სისტემისა და ძილის მარეგულირებელი მცენარე. თუმცა ისიც ცნობილი ამბავია, რომ მას ძირითადად ოფისებში დგამენ, არა მხოლოდ მისი შხამიანი წვენის გამო, არამედ იმ ცრურწმენების გამოც, რაც მას უკავშირდება.
ამბობენ, რომ სახლში არ ღირს მისი გაჩერება, რადგან ოჯახის წევრების პირად ცხოვრებაზე ცუდად მოქმედებს და მათ ხშირ ტირილს იწვევს. იმასაც ამბობენ, რომ განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ისეთი ოჯახები, რომლებსაც ვაჟები ეზრდებათ. ხოლო ვისაც ეს მცენარე ძალიან უყვარს, ურჩევენ, ეზოში ჰქონდეთ და არა სახლში.
საინტერესოა, ჩვენი მკითხველები რას ფიქრობენ ამ საკითხზე. თუ აქვთ სახლში ეს მცენარე, თუ აქვთ მისი მოვლის გამოცდილება - კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი აზრები.
კომენტარები