თამარ თაბუკაშვილი დიდი ხანია რემონტით დაინტერესებულ ადამიანებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.
იხილეთ თაკოს რჩევები სამზარეულოს მოწყობაზე - რა დაგიჯდებათ და რომელი მასალები ჯობია
ამჯერად მისაღები ოთახის დაგეგმვასა და გარემონტების შესახე საუბრობს. როგორც თაკო ფიქრობს, ეს რჩევები განსაკუთრებით ბავშვიან ოჯახებს ან მომავალ მშობლებს გამოადგებათ.
ჭერი
თუ თქვენ რემონტს ახალ აშენებულ ბინაში აკეთებთ, ჭერის სიმაღლის პრობლემა არ გქნებათ და თავისუფლად შეგიძლიათ თბაშირმუყაო (გიფსოკარდონი), ბარისოლი ან სხვა ნებისმიერი მასალა გამოიყენოთ. თუმცა თუ ძველი პროექტით აშენებული სახლია, ყურადღება გმართებთ - ბარისოლი ჭერი სიმაღლეს, მინიმუმ,5 სმ, მაქსიმუმ, 8 სმ -ით შეგიმცირებთ. არსებობს მოსაზრება, რომ ბარისოლის სარკისებრი ეფექტი სივრცეს ქმნის, თუმცა როცა ის ზედმეტად ახლოსაა, ძალიან
თაბაშირმუყაო მეტ ნაკლებლად შვებაა, თუმცა ის 5-7 სმ-მდე მაინც წაგართმევთ სივრცეს, თუმცა დაზიანების საფრთხე ნამდვილად ნაკლები აქვს. მტვრის ბუდე კი მომავალში ნამდვილად იქნება. თუმცა დადებითი მხარეებიც აქვს - ჭერის გამონგრევის გარეშეც გაძლევს საშუალებას მრავალმხრივი განათება დაამონტაჟოთ და ცვალოთ. საქმე კი მალე და ზედმეტი დაბინძურების გარეშე დაასრულოთ. (ბარისოლსა და გიფსოს შორის ფასშიც დიდი სხვაობაა.) თუმცა დაბალი ჭერის შემთხვევაში 7 სმ ძალიან ძვირფასია, ამიტომ შეაწუხეთ ხელოსნები და ჭერი გაჯით დაამუშავებინეთ. თუ სინკარის გასკდომის საშიშროებაა, უკვე არსებობს სპეციალური თხელი ფილები, რომელსაც ჭერზე აკრავენ და მერე ღებავენ, ასეთ დროს ჭერის იდეალური სისწორეა საჭირო. სივრცის დანაკარგი კი 3 სმ. არ აღემატება.
განათება
ნამდვილად გემოვნების საკითხია, მაღალ ჭერიან სახლებს ძალიან დიდი არჩევანი გაქვთ. დაბალჭერიანი ბინის მეპატრონეებმა თავის შეიკავეთ " კონწიალა ჭაღების" დაკიდებისგან, ეს ხაზს გაუსვამს თქვენი ბინის ნაკლს, ბევრი შუქი გამოიყენეთ - მისაღებში განათებული ჭერი სივრცეს ვიზუალურად გაზრდის. არ შეღებოთ ჭერი და კედლები ერთ ფერში. სივრცეში ყოფნისას კოლოფის ეფეტს ქმნის ( რა თქმა უნდა თუ ასე არ გაქვთ ჩაფირებული).რაც შეეხება დენცქციტებს, ბევრი, ბევრი, ბევრი, ბრებისთვის, საახალწლო განათებებისთვის, ტელეფონებისთვის და ა. შ.
შპალერი თუ საღებავი?
ეს ყველა "რემონტელის" სატკივარია, მაგრამ თუ ბევრი ადამიანის გამოკითხვას დავეყრდნობით, გამძლეობით უდავოდ შპალერი ჯობია, სამაგიეროდ საღებავი დანახარჯებს ამცირებს. თუმცა, თუ ეკოლოგიურად სუფთა საღებავზე მიდგება საქმე, ფასი დიდ სხვაობას აღარ მოგცემთ. არადა დაბალ ფასიანი საღებავი რამდენად სანდოა მაგის ექსპერტად ვერ გამოვდგები. თანამედროვე სამყარო ძალიან კარგ არჩევანს გვთავაზობს დაახლოები 30- 35ლარში ( ერთი რულონი) შესაძლებელია ისეთი შპალერის შეძენა, რომელიც იღებება. თუ თქვენ რაიმე რისკიანი ფერის გაკვრას გადაწყვიტავთ, რომელმაც შესაძლოა არ გაამართლოს, ჩამოხევის გარეშე მარტივად გადაღებავთ. ასეთი მიდგომა მეტ სითამამეს შეგძენთ. გარდა ამისა, თუ ოჯახში პატარაა, რომელმაც თქვენი გარემონტებული კედლები რამდენიმე თვეში ან წელში შელახა, დიდი აურზაურის გარეშეც მას გადაღებავთ, სავარაუდოთ, საკუთარი ძალებითაც კი. ჩემი რჩევა იქნება, მოერიდოთ დეკორების გაკეთებას. ეს პერსპექტივას გართმევთ მომავალში სახლში ავეჯი გაადგილოთ ან მოძრავი დეკორაციები დაამატოთ.( ან ამას განსხვავებული ხედვა სჭირდება)
პარკეტი თუ ლამინატი?
არ დასვათ ეს კითხვა. რა თქმა უნდა პარკეტი, შელახული პარკეტის განახლება ჯობია გაპრიალებულ ლამინატს. პარკეტის ნაკლის დაფარვა შესაძლებელია ხალიჩით, ავეჯით, დეკორაციით, სამაგიეროდ თქვენ და თქვენი პატარა, რომელიც დღის უმეტესობას იატაკზე ატარებს, ეკოლოგიურად სუფთა სივრცეში იქნებით. თუ ლამინატის გარდა სხვა გზა არ გაქვთ, შეეცადეთ, ხარისხიანი შეიძინოთ. (დახაზვით ყველფერი იხაზება, მაღზიაშირომ გეუბნებიან, არ იხაზებაო, თავს ნუ მოატყუებინებთ.)
პლინტუსები
ეს ჩემი ტკივილია, ძალიან მინდოდა თეთრი მდფ -ის პლინტუსები, თუმცა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ პატარა ბავშვის პირობებში ამ დეკორაციას ძალა ადგება. მუდმივი კონტაქტი ბავშვის ფერად მანქანებთან და ველოსპედთან ცუდად მტავრდება. ამიტომ თეთრი დავივიწყე და იაფი რაც ჯდებოდა, არჩევანი მასზე გავაკეთე. პლასტმასის პლინტუსს ფერთა დიდი გამა აქვს და შეხამება იატაკთან და კედელთან არც ისე რთულია. თან მისი მონტაჟიც არ ჯდება მდფ -ვით ძვირი. არსებობს ისეთი პლასმასის პლინტუსები, რაშიც ინტერნეტის კაბელს მოათავსებთ, ეს კიდევ ერთ კარგ საქმეს მოგაშორებთ.
ფარდები
ფარდები ჯერ მეც არ მიყიდია, ამიტომ ამ საქმეში ჯერ გამოუცდელი ვარ. ერთი რჩევა მაინც მაქვს, კარნიზები მაქსიმალურად ჭერში ან ჭერთად ახლოს გაკეთეთ, ვიზუალურად სივრცეს ადიდებს. ნუ ამოაშენებთ, დააპატარავებთ ფანჯრებს. მართალია მას თბოდანაკარგი აქვს, სამაგიროთ ელექტრო ენერგიას დაზოგავთ.
ავეჯი
. უმჯობესია ჯერ სახლში საცხოვრებლად გადახვიდეთ და ავეჯი მერე იყიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ბევრი უსარგებლო ნივთი "შემოგეყოდოთ" ან არასწორი ზომები შეარჩიოთ. დღესდღეისობით თავისუფალი სივრცეა მოდურიც და პრაქტიკულიც .კიდევ ერთხელ განვმეორდები - თუ თქვენს ოჯახში პატარები არიან, ავეჯის რაოდენობა მით უფრო მცირე უნდა იყოს, დაივიწყეთ მინის მაგიდები, მინის და დაბალი თაროები, თეთრი ავეჯი, აქსესუარებით გადატვირთული სივრცეები, ერთმა ბურთმა შესაძლოა თქვენი მრავალი წლის ნაგროვები ნივთები შეიწიროს. დაათვალიერეთ თითქმის ყველა ავეჯის მაღაზია და წამოიღეთ ზუსტი ზომები. მოაწყვეთ სახლში ავეჯის იმიტაცია ყუთებით ბალიშებით, რათა ზუსტად აღიქვათ რა ფართ წაიღებს რბილი ავეჯი თუ ტვ. კედელი, მაგიდა. ცარიელი სახლი ცოტა რეალობას გვწყვიტავს. რაც შეეხება ავეჯის ფასებს თუ ფინანსებში არ ხართ შეზღუდული წადით ყველა მაღაზიაში. მისაღების ჟურნალების მაგიდას 200 ლარიდან 1500 ლარამდე ყველგან ნახავთ. ბევრი არჩევანია, ამიტომ ეძებეთ. საშუალო ხარისხის სასადილო მაგიდას კი, რომელიც იშლება 2,5- 3 მეტრამდე, 1000 ლარზე ნაკლებათ იშვიათად ნახავთ. ამ ფასშიც მაგიდა სავარაუდოთ ხის ფეხებითა და მდფ ზედაპირით იქნება. საშუალო ხარისხის სკამები 150-250 ლარი ღირს, ან შეგიძლიათ იყოთ ორიგინალური და ბევრად ნაკლებ ფასად შეიძინოთ - პლასტმასი შერეული მასალა და ა. შ.
ტვ. კედელი მაღაზიებში 800 დან 3000 მდე მერყეობს. შეკვეთით ყველაზე მსუბუქი კონტრუქციაც 500 დან იწყება
აქსესუარებზე ბევრს ვერაფერს გირჩევთ, ეს ინდივიდუალურია, მე არ ვჩაქრობ მის ყიდვას და განთავსებას. როცა მნიშვნელოვან ავეჯს დავასრულებ, მერე გადავწვიტ, რა საჭიროებს გამოცოცხლებას ფერებითა თუ ფორმებით. თუმცა თუ თქვენ პერფექციონისტი ადამიანი ხართ, ბევრი აქსესუარი ცხოვრებას გაგირთულებთ, ამიტომ ახლა მინიმალიზმიც მოდურია.
ბოლოს ერთი შეგონება თუ თავის დამშვიდება, იდეალური ადამიანი არ არსებობს და მით უმეტეს ვერ იქნება იდეალური მისი ნამუშევარი. ამიტომ არ gდაგწყდეღ გული, თუ თქვენი სახლის რემონტში გარკვეული ხარვეზები "გაგეპარებათ".
თამარ თაბუკაშვილის რჩევით: რა უნდა იცოდეთ სამზარეულოს რემონტზე, რომ ხელოსნებმა ადვილად ვერ მოგატყუონ
კომენტარები