აბაზანა, საშხაპე თუ კაბინა?
საბჭოთა პერიოდში აშენებული ბინების პატრონებს უზარმაზარმა თეთრმა აბაზანამ ისე მოგვაბეზრა თავი, მაშტაბურად დავიწყეთ ოჯახებიდან მისი გასახლება, თუმცა ახლა ძალიან მომინდა მისი უკან დაბრუნება. თუმცა ჩემს აბაზანაში, ასეთი მაშტაბის ფართი ვეღარ გამოიძებნა, მაგრამ ამის გარეშეც ნორმალური ხარისხის აბაზანა არა მიწიერი ფასი ღირს. მაგ. რკინისა და თუჯის აბაზანა 1200 ლარიდან ზევით იწყება. არსებობს შედარებით დაბალ ფასიანი სხვადასხვა ზომის აკრილის აბაზანები 250 ლარიდან ზევით. ( პ.ს. უფრო ფეხსადგამებს გავს ვიდრე სარელაქსაციო აბაზანებს). ერთი სასარგებლო ინფორმაცია: თუ თქვენ ყავლგასული საბჭოთადროინდელი აბაზანა გაქვთ, მისი რესტავრაცია, ახალი ემალის ჩასხმა, ბევრად იაფი დაგიჯდებათ (ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე), ვიდრე მსგავსი ხარისხის ახლის შეძენა.
შხაპ-კაბინაზე არჩევანის შეჩერება გემოვნების საკითხია, თუმცა თუ ოჯახში პატარები არიან ნამდვილად მოუხერხებელია მათი დაბანის პროცესი. გარდა ამისა ზაფხულში მათ ე. წ. "ტაშტში ჭყუპალაობის" სიამოვნებას ართმევთ.
ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს ფილით მოპირკეთებული ამოშენება, თუ მას ხელოსანი აკურატულად გაგიკეთებთ ვიზუალურადაც ლამაზი გამოვა, მასზე კი გამყოფ მინას დაამონტაჟებთ . თუ ჯერჯერობით გამოწრთობილ მინას თქვენი ბიუჯეტი ვერ გასწვდება, დროებით ორიგინალური ფარდით კარგი განწყობის შეტანასაც მოახერხებთ.
კომენტარები