როგორ დავიცვათ ბინა ხმაურისგან და რატომ ჯობს აირჩიოთ კორპის მასალა

გადაწყვიტეთ, სახლი ხმის იზოლაციით აღჭურვოთ? რომელი მასალის გამოყენება ჯობს ხმის დასახშობად?

ხმის ცუდი იზოლაცია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაში დაგეხამარებათ კედლის პანელები და კორპი, კარგი ხარისხის - ამ მასალის აკუსტიკური მახასიათებლები ყოფილა ყველაზე გამოცდილი.

შემადგენლობა: კორპი, ანუ კორპის მუხის ქერქი. ეს ბუნებრივი ხმის დამხშობია. რა თქმა უნდა, ეკოლოგიურად სუფთა მასალაა. კორპის ხე პირველ მოსავალს 25 წლის შემდეგ იძლევა.

თვისებები: კორპის იატაკი და კედლები შესანიშნავად ინახავს სითბოს, არ ლპება და არ ობდება. არ ეშინია წყლის, არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს და არ აგროვებს
მტვერს. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, სასურველი დიზაინისა და ფერის კორპის არჩევა შეიძლება. თანაც, ამ ყველაფერთან ერთად, საუკეთესო ხმის იზოლატორია. 

კორპის მოვლა რთული არ არის: იმისათვის, რომ იატაკი არ გაფუჭდეს და პირვანდელი სახე დიდხანს შეინარჩუნოს, ავეჯის ფეხებს ქეჩები გაუკეთეთ.
ეცადეთ, კორპის იატაკი არ მოწმინდოთ ძლიერი ქიმიური ხსნარებით.
კორპის იატაკი განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც ალერგია და ასთმა აწუხებს. ასევე კორპის იატაკზე ფეხშველა სიარული ძალიან სასარგებლოა ბრტყელტერფიანობის თავიდან ასაცილებლად.

კომენტარები

K.K. 2018-01-06 01:09
How much???

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები